Tuesday, November 2, 2010

აღსარება

      დიდი ხანია ვცდილობ კალამი ავიღო ხელში,ჩემს თავს ვეურჩები და არ მსურს წერა...
წუხელ ღამით გადავწყვიტე დამეწერა თქვენთვის აღსარება ჩემი...
   ყოველი წლის შემოდგომაზე ახალი იმედებით,დიდი სითბოთი და მონატრებით გპოულობთ,ერთი უბრალო ქუჩის დასაწყისში...მერე ვიფანტებით,გვავიწყდება და გაზაფხულიც მოდის...ყველაზე არამდგრადი პერიოდი და მე თქვენ გკარგავთ...არც ''facebooki'' და არც  ''odno'' არ არის გაბმული ძაფად ჩვენ შორის...
   აკვიატებული რამდენიმე სახე,რომელთა დანახვაც არასდროს არ მსიამოვნებს - მაინც ტრიალებენ ჩვენში...
   ყველაფრის მცოდნე ახალგაზრდები და ლექტორების შენიშვნები...
  წინადადებები შეამოკლე,მარტივად წერე...არა! მე ასე მომწონს...გრძლად და ბუნდოვნად...
ყველა ვერ იქნება ისეთი,როგორიც საჭიროა ან უნდათ,რომ იყოს...
აღსარებაა და გეტყვით,ჩემი ნება რომ იყოს დღესვე წავიდოდი სახლში...ჩემს აღმართიან ქუჩას ავუყვებოდი,ხმაურიან ჭიშკარს შევაღებდი და ჩემსას,ჩემად რომ ვთვლი იმას მოვეფერებოდი. . .მანძილმა, სახლსა და ჩემს სახლს შორის სამას რაღაც კილომეტრი რომ ჰქვია რაღაც მომპარა,რაღაც დამაკლო და ახლა სიცარიელეს ვერაფრით ვივსებ...
  ახლა როცა "ის" აქ არის და ამ აღსარების წერის დაწყებიდან რამდენიმე დღეა გასული,მინდა დავასრულო ის,რაც დავიწყე...
   ყოველდგღე ვცდილობ მოვიდე თქვენამდე,მაგრამ რამდენიმე ნაბიჯით მაინც უკან მივდივარ..ვცდილობ შეგიცნოთ ისეთებათ,როგორებიც ხართ...მიყვარდეთ ისე...დაუსრულებლად...თუნდაც ''მარტას თანამგზავრებად'' და თუნდაც ''თაკოს ანგელოზებად''...მიყვარდეთ ისე ჩუმად...ჩემებურად (ბევრი მედავება,მაგრამ მაინც  ვფიქრობ,რომ სიყვარული ინდივიდუალურია) ჩემი ცხოვრების ნაწილად...ისე როგორც მე ვიცი...მხიარულად...ბუნებრივად და  ყოველგვარი ანგარების გარეშე...
   სამი წელია ერთად ვართ და გაჩერებაზე ისევ მარტო ვდგავარ (გინდათ მარტო მე დამაბრალოთ?!)...მე ერთი ფიქრი მაწუხებს...არ მინდა,ოთხი წლის შემდეგ,გაჩერებაზე,ისევ უთქვენოდ ვიყო...

No comments:

Post a Comment

:)