Monday, November 8, 2010

ჩემი ანგელოზი

      ”ეშმაკი და სინიორიტა პრიმი” წავიკითხე და ჩემი ანგელოზი გამახსენდა..გამახსენდა,ხისფერ ღია კარებთან იდგა და მისი შუქი ნელ-ნელა ქრებოდა...ეს სიზმარში ვნახე,მაგრამ არ მახსოვდა...დამავიწყდა და ახლა,სულ ახლა გამახსენდა,როცა გზად მიმავალმა ისევ ბოროტებაზე დავიწყე ფიქრი.
         ჩემი ანგელოზი მახსოვს...სულ პატარა ვიყავი და მეთამაშებოდა,ზოგჯერ მესიზმრებოდა...როცა წამოვიზარდე ვიგრძენი აზრთა გაორება და ბრძოლა ორი საწინააღმდეგო ფიქრისა...
        გეტყვით ბოლოს რა მოხდა...ანგელოზმა მიმატოვა...დავმარცხდი...მახსოვს კარები დაიხურა...ჭუჭრუტანაში ძალიან მკრთალი სხივი ჩანდა და ვერც კი ვახერხებდი მის შემჩნევას...ბოლოს ანგელოზმა კარი გააღო...შემომხედა დასუტებულმა და კარი დარჩენილი ძალით გაიჯახუნა.
      მერე აღარ მინახავს,აღარც ხმა გამოგონია და არც აზრთა ბრძოლა მიგრძვნია...მიმატოვა...დამეკარგა...
      მას შემდეგ მოვდივარ ასე...მხოლოდ ახლა დავინახე ჩემი ეშმაკი,გაძლიერებული და გამპარტავნებული,ბოროტებით აღვსილი და ვფიქრობ...რასაც  ვფიქრობ ბოროტებაა...ბოროტებაა გზად მიმავალი ავარიაზე რომ ვფიქრობ...ბოროტებაა იმაზე ფიქრი,რომ სიკვდილი მინდა და საერთოდ ყველა ჩემი ფიქრი ბოროტებაა და ახლა ვხედავ...გზად მიმავალი იმ სისფერი კარების მიღმა,ჩამუხლული ანგელოზი მიყურებს ცალი თვალით ჭუჭრყტანიდან...მიყურებს ასეთს...დაცემულს...მიყურებს და მე ვხედავ მის ცრემლით განათებულ თვალს...

No comments:

Post a Comment

:)