Monday, November 15, 2010

პორტრეტი - ციცოს მონა

მწვანე მაგიდა...სამი მწვანე სკამი...ორი ყავა...”Wetzel's Pretzels-ის” ჭიქაში ლუდი ''Zibert-ი”..."Avon-ის" საათი,შოპენი მე და ის....
      ის გიოა - ციცოს მონა...მონა,იმიტომ რომ ციცო ციცშვილი თვითონ გამოიგონა...ეთაყვანება მას და მის შვილს გულნაზი გოლეთიანს.ციცოს საფლავზე დადის და მის საპატივცემულოდ გულნაზის სახელზე სამჯერ ჩამოკრავს.ნეტა რამ მოაფიქრა...
        ლექსები უყვარს,მუსიკა...მუსიკით ”იგრუზება”,ლუდი უყვარს...ერთ ჭიქას რომ დალევს აზრები აწვება და ფიქრს იწყებს,მერე ნელ მოძრაობებს აკეთებს და ბოლოს კი ნააზრევს ნელა გამოთქვამს.
       მოკლედ - გიო,ლექსები,ლუდი და ციცო განუყუფელნი არიან.
        გიჟდება მანქანებზე, ”2012-ში” კი ყველა მისი ოცნების მანქანა დაიმტვრა,ნეტა გენახათ როგორ განიცდიდა...ოცნებობს ყავდეს მაგარი მანქანა,მაგარი ნაშა,იყოს ჰოლივუდში,როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ან როგორც ვარსკვლავი.ამბობს,რომ არ არის ისეთი,როგორადაც თავს გვაჩვენებს,ამბობს,რომ დედას ატყუებს,ყველას ატყუებს,თავის თავსაც კი და ბოლოს თავად ჯერა ამ ტყუილების.
         უკვე ვთქვი,რომ ლუდზე გიჟდება.დღესაც დალია...ყველაფერი გაახსენდა რაც უყვარს,ჩემი საათიც შეუყვარდა - უკვე გაცვეთილი.არასდროს მიფიქრია ამ საათზე...ის კი მის გულს ჩააცქერდა,არ ვიცი საიდან,მაგრამ ქალისა და მამაკაცის სახეები დაინახა და ინატრა ერთი ბედნიერი წამი გაეჩერებინა მასზე.
     - ეს საათი ვერ წარმომიდგენია ვერავის ხელზე....
     - ხო? მართლა?
     - შენ ვერ გამიგე...
       და სიჩუმე....
   მივხვდი,რომ არაფერი არ უნდა მეთქავა და ისიც ზედმეტი იყო რაც ვთქვი.
        განსაკუთრებული თითქოს არაფრით,მაგრამ მაინც სხვანაირი...ღრმა და კიდევ სიღრმეს რომ ეძებს...აი ასეთი,იქნებ ისეთი ან იქნებ სულ სხვანაირი,ჩვენ რომ არ ვიცნობთ ისეთი...

No comments:

Post a Comment

:)