Friday, November 12, 2010

შოპენის სული

მეტროსათან აღმართს რომ აუყვები შეუძლებელია ვერ შეამჩნიო პირდაპირ მდგომი კორპუსის მესამე სართულიდან გამომავალი,მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი შუქი.თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ ფარდაზე არეკლილ მოძრაობებს.სახლს მიუახლოვდები თუ არა გაიგონებ ლამაზ მელოდიას და აუცილებლად მიხვდები,რომ აქ შოპენის სული ცხოვრობს.არ ვიცი ვისია ეს სახლი ან ვინ აცოცხლებს გენიოსს ყოველ ღამით და მაინც და მაინც მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი რატომ აურჩევია ოთახის ფერად,მაგრამ მთვარია,რომ ამ ფაჯრის მიღმა შოპენის სული ცხოვრობს.
         ქუჩაში ერთხელ მაინც ყველას გაუგონია ამ მუსიკის ხმა,მაგრამ ყურადღება ბერს არ მიუქცევია.მე კი გულმა ვერ გამიძლო და ბინის კარს მივადექი,მსურდა შემეცნო უცნობი...ზარი დავრეკე,მაგრამ ამაოდ და ასე რამდენჯერმე.მე კი ისევ ვიდექი ამ ფანჯრების ქვეშ.მუსიკის ხმა მხოლოდ ღამით ისმოდა და თითქოს მიძინებულ გარებოს ათბობდა თავისი ჰანგებით.იმ ღგეს კი ხმა გაწყდა,მეც გამაწყვეტინა ფიქრი და ჩემ წინ დავინახე სიგარეტის ნამწვავი...კიბეზე უცებ ავირბინე...კარი ღია დამხვდა და კარებში ჩია,წელში მოხრილ,ჭაღარა მოხუცი...მან ზურგი შემაქცია და წინ გამიძღვა...ვხედავ ბინაში სიღარიბეს დაუსადგურებია...მხოლოდ მაგიდა,ერთი სკამი,კარადა და ფეხმოტეხილი დივანი დგას,რომელსაც ფერდაკარგული,გაცრეცილი საფარი შემოუხვევია...წინ კი ვხედავ მზის სხივებით გამთბარ ვარდისფერ შუქს და ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მთელს სახლში,რომელიც მხოლოდ ღამით იღვიძებდა ...ოთახი როიალით,შუპენის სურათებითა და მისი შემოქმედებით იყო სავსე...სიჩუმეში კი გავიგონე როგორ აჟღერდა როიალი და ვიგრძენი მისი შეხება თითოეულ კლავიშთან...ჩემთვის შოპენი უკრავდა...
         ჩია მოხუცი,ხვეული,ჭაღარა თმით,გრძელი თითებით და სიგარეტიტ ხელში შოპენის სახელით აგრძელებს ცხოვრებას.მას შემდეგ ყოველ ღამით ვპუულობდი სულიერ სიმშვიდეს...სანამ ერთ დღეს არ შეწყდა მუსიკა და  მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი შუქი არ ჩაქრა.
         დღეს ის აღმართი მეტროსთან აღარ მეჩვენება ისე მიმზიდველად და ამაღელვებლად,როგორც მაშინ,როცა აქ პირველად ავიარე...და დღეს...როცა სახლს ვუახლოვდები..მე კვლავ ვგრძნობ მის არსებობას...ქუჩაში ეულად მდგომი ლამპიონი ჩემი ავლის დროს ჩაქრება და აინთება...მასაც მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი შუქი აქვს...და მგონია,რომ მე ის მესალმება...შოპენის სულის სახით მესალმება...ის არსად წასულა...ცოცხალია და კვლავ ელის იმ წუთს,როდის შეეხება კლავიშებს...

No comments:

Post a Comment

:)