Friday, November 12, 2010

ტატუ – სხეულის სარკაზმი თუ ორგანიზმის მტერი


მოხატული სხეულები,შელამაზებული გარეგნობა და თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება - ტატუ,რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები,როგორიცაა ჰერპესი,სტაფილოკოკი,სხვადასხვა სახის ალერგია,სოკოვანი დაავადებები, „B“ და „C“ ჰეპატიტი,ტუპერკულოზი და ასევე შიდსი.
       ტერმინი „ტატუ’’ნასესხებია პოლინეზიური ენისგან,ტაიტურ დიალექტზე სიტყვა „ტატაუ“ ნიშნავს ნახატს.ევროპაში ტატუს კულტურა 60–იან წლებში ჰიპების მოძრაობასა და როკმუსიკასთან ერთად შემოვიდა.საქართველოში ეს კულტურა 12 წელია არსებობს და პოპულარული გახდა 2000 წლიდან.“.დღესდღეობით სვირინგი ატარებს ხასიათის განმსაზღვრელ თვისებებს.ის არის სრულფასოვანი სტილი და ავანგარდული ხელოვნების სახეობა.ტატუ ხშირად გამოიყენება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ,როგორც შინაგანი იერარქიის იდენტიფიკაციის მეთოდი,ასევე გავრცელებულია ახალგაზრდულ დაჯგუფებებსა და მიმდინარეობებს შორის,როგორც საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა.
          არსებობს სვირინგის რანდენიმე სახეობა:სამუდამო,დროებითი (ბიო ტატუ), რომელიც კანზე რჩება 2-4 კვირა და კოსმეტიკური (პერმანენტული მაკიაჯი ანუ ტატუაჟი),რომელიც გათვლილია 3-5 წელზე.
         აღსანიშნავია,რომ ტატუს დასახატად გამოყენებული საღებავი შეიცავს  პარაფენილენოდიამინს,რომლის გამოყენებაც დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მცირე დოზით.ნახატმა მისი შემადგენლობით შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.ალერგიული რეაქცია ხშირად მოჰყვება  წითელი,ყვითელი და იშვიათად თეთრი საღებავებით გაკეთებულ სვირინგს,ასევე მცირე ალერგიული რეაქციები აღინიშნება იასამნისფერ და მწვანე საღებავებზე.ინფექციის გავრცელების მაღალი რისკია ციხეებში.
          ხშირია შემთხვევები,როდესაც ადამიანები მობეზრებული ან უხარისხოდ შესრულებული სვირინგის გამო მიმართავენ მოშორების ხერხებს,რომელთა შორის გავრცელებულია მექანიკური და ლაზერული საშუალებები.ტატუს მოშორების მექანიკური ხერხი გამოიყენება მაშინ,როდესაც მისი ზომა არ არის დიდი.ასეთ ოპერაციას იკეთებენ ის ადამიანები,რომლებსაც აქვთ მცირე დეფექტები სახეზე.მაგ:ღრმულები ან პიგმენტური ლაქები.რაც შეეხება ლაზერს,იგი იძლევა საშუალებას გათავისუფლდე მომეზრებული სვირინგისგან,მიუხედავად მისი სირთულისა,სიდიდისა,სიღრმისა თუ შეფერილობისა,თუმცა ეს პროცედურა მტკივნეულია და ძვირი ღირს – 4კვ.სმ 200$ . ასევე ლაზერის საშუალებით შეგიძლიათ კორექცია გაუკეტეთოთ ტატუს.
          მიუხედავად მცდელობისა სრულყოფილი შედეგის მიღება შეუძლებელია,რადგან ლაზერით თუ სხვა საშუალებით სვირინგის მოშორების შემდეგ რჩება შრამი,გამომდინარე იქიდან,რომ საღებავის პიგმენტები მოთავსებულია კანქვეშა ცხიმის ქსოვილსი.წაშლის პროცედურის შემდეგ,რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სპეციალისტის მიერ,აუცუილებელია ხანგრძლივი და სრულყოფილი მკურნალობა.მოშორების სირთულის გამო მობეზრებულ,უხარისხო ან ცუდად გაკეთებულ ტატუს ცვლიან ახალი ნახატით,რომელიც მთლიანად ფარავს ძველს.ამ პროცესს ეწოდება „cover-up“ – დაფარვა.

        ტატუს სპეციალისტი ლაშა ცხვარაძე აღნიშნავს: თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ,გსურთ თუ არა,რომ ამ ნახატს მთელი ცხოვრება უყუროთ თქვენს სხეულზე.პასუხი კი თქვენშია.ტატუ უნდა გამოხატავდეს თქვენს ხასიათს,მისწრაფებას და გატაცებას.სვირინგის გაკეთება შეგიძლიათ ყველგან,სადაც გინდათ,მაგრამ თუ თქვენ გსურთ ტატუს განთავსება კისერზე,თითებზე ან მაჯებზე არ გაგიკვირდეთ თუ სპეციალისტი ეცდება თქვენს გადარწმუნებას.ასეთი სვირინგი ხელს შეგიშლით მუშაობა დაიწყოთ ოფისში ან მომსახურების სფეროში.ეცადეთ ნახატისათვის ისეთი ადგილი შეარჩიოთ სხეულზე,რომელსაც ხშირად ვერ ხედავთ.შეხორცების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ:არ მიიღოთ ხანგრძლივი აბაზანა,არ მიაკითხოთ საუნებს,ბასეინებს,მოერიდეთ მზის აბაზანებსა და სოლარიუმებს ორი კვირის განმავლობაში.სვირინგი შეგიძლიათ დაიბანოთ ცივი წყლით და შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ  მალამო.სპეციალისტების მიერ რეკომენდირებულია „ბეპანტენ პლუსი“ ,იგი შეიცავს შეხორცებისათვის აუცილებელ დამაჩქარებელ ნივთიერებებს,ზოგჯერ გამოიყენება „ვაზელინი“,მაგრამ ის მხოლოდ კანის დამარბილებელია და შეხორცებას არ უწყობს ხელს.ტატუს გაკეთების დროს ყველაფერი ხდება,შეიძლება კანიც გაგეჭრათ,მაგრამ მთავარია ხელსაწყო,რითიც ვმუშაობთ იყოს სრულად  სტერილიზებული.ნემსის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3მმ–ს,რადგან ასეთი ნემსით კანის დაზიანების შემთხვევაში შრამი დაგრჩებათ,თუმცა ჩვენთან ამისგან დაზღვეული ხართ.დიდი მნიშვნელობა აქვს რას იხატავთ,რადგან ამან შეიძლება თქვენი ხასიათი შეცვალოს.ტატუმ,რომელსაც იკეთებთ უნდა მოგცეთ ცხოვრების სტიმული.გირჩევთ,რომ დროებითი სვირინგის გაკეთებით კანი არ გაიფუჭებთ.“
           ხალხში სვირინგთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი აზრია ჩამოყალიბებული.გამოკითხული 25 ადამიანიდან უმეტესობას მოსწონს,მაგრამ მხოლოდ სხვის სხეულზე.ვისაც აქვს,ზოგს ჯერ კიდევ არ მოჰბეზრებია,ზოგი კი უკვე ნანობს,რომ ტატუ გაიკეთა.გოგონებს იზიდავთ სვირინგი,მაგრამ მიიჩნევენ,რომ არაქრისტიანულია და არ გაიკეთებენ,ხშირად ოჯახიდანაც არის წინააღმდეგობა.უფროსი ასაკის ადამიანები ხაზს უსვამენ იმას,რომ სვირინგი ჯანმრთელობისათვის მავნებელია და ვინც იკეთებს,მხოლოდ იმისათვის,რომ მოდას მიჰყვება.ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაავადებები შიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ.მხოლოდ ერთმა აღნიშნა,რომ ორგანიზმს ვნებსო,თუმცა კონკრეტულად რას და როგორ არ იცოდა.

            ექიმი დერმატოლოგი შალვა კევლიშვილი ამბობს: „სვირინგის გაკეთებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან ინფექცია,თუმცა თანამედროვე სპეციალისტები ამ რისკს ამცირებენ,რადგან ისინი იყენებენ სტერილურ აპარატებს.ინფექციის გავრცელების დიდი საშიშროებაა მოყვარულებსა და განსაკუთრებით ციხეებში,სადაც შეიძლება გამოყენებული იქნეს არასტერილური აპარატი ან დაბინძურებული მელანი.სვირინგის გაკეთებით თქვენ ზიანს აყენებთ კანს და უშვებთ მასში ფერად ნივთიერებას,მიუხედავად იმისა,რომ ნემსი ღრმად არ ჩადის კანში,თქვენ ყოველ ჯერზე რისკავთ,რომ ორგანიზმში მოხვდეს ბაქტერია ან ვირუსი.შავი საღებავი,რომელსაც ხშირად იყენებენ ტატუს გასაკეთებლად შეიცავს პარაფენილენოდიამინს,რომელიც მცირე დოზით გამოიყენება  რამდენიმე კოსმეტიკურ პროდუქტში და ის იწვევს სხვადასხვა ფორმის ალერგიას.დიდი რისკია არასტერილურმა ნემსა და დაბინძურებულმა მელანმა გაავრცელოს ისეთი დაავადბები,როგორიცაა:ჰერპესი,სტაფილოკოკი,სოკოვანი დაავადებები, „B“ და „C“ ჰეპატიტი,ტუპერკულოზი და ასევე შიდსი.თუ მაინც გადაწყვეტთ გაიკეთოთ ტატუ,აუცუილებლად მიმართეთ სალონებს,რომლებსაც აქვთ ამის ლიცენზია,დარწმუნდით იმაში რომ სპეციალისტი იყენებს სტერილურ ხელსაწტყოებს და ხელთათმანებს,თუ ყველა წესი დაცული იქნება ამ შემთხვევაში დაავადების რისკი ძალიან დაბალია.“

No comments:

Post a Comment

:)