Monday, January 17, 2011

დრო

გადაიღალა გზა შენი სუნთქვით, დრომ უშენოდ გააგრძელა ცხოვრება... მერე ტრიალ მინდორში ეულად დარჩენილ ქვის ლოდზე ორი წუთით გაჩერდა... დრო გაჩერდა? ეს არავის უგრძვნია... ღამე იყო და ყველას ეძინა... ღამეს კი შენ გაახსენდი, აქამდე არავინ გახსენებია... მოგონებების გარეშე ცხოვრობდა... დრო გაჩერდა და მხოლოდ ბუნება შეაჩერა... ადამიანებისთვის ძილი არ დაუბრთხია...
 ყველა აიძულა გაეხსენებინე შენ... შენ ისეთი... როგორიც ბოლოს გნახა... ტრიალ მინდორში მარტო რომ იდექი... დრო ერთსა და იმავე ადგილას არასდროს ბრუნდება... ნუთუ გზა აებნა... დროს?
შენი გახსენება შენი სუნთქვით დაღლილმა გზამ აიძულა... დროისა და უდროობის უსასრულო სივრცეში დრომ პირველად დაუჯერა გზას და მას გაჰყვა... აღმოჩნდა იქ, სადაც ყველაფერი დაიეწყო... სადაც დაიწყო დრო და გაქვავებულმა წამებმა დაიწყეს რბენა... რამდენი ურბენია... როგორ დაღლილა... როგორ დაუღლია ყველა... როგორ უტკენია ბევრისთვის გული... თურმე კარგიც გაუკეთებია, მაგრამ მაინც გაქცეულა...
ყოველთვის გარბოდა... ეშინოდა? არა, დრო იყო... დაავიწყდა, რომ მასაც შეეძლო შესვენება... შესვენება სულ ორი წუთით... ამ უთავბოლო დროსა და უდროობაში... წამების თვლაში... ასწლეულების წელვაში... გარემოს ცვლასა და ხალხის ერთფეროვნებაში ერთადერთი უცვლელი დრო გაჩერდა, მაგრამ ისე, რომ უცვლელ მძინარე ხალხს არ აგრძნობინა...
გაჩერდა... დაფიქრდა... გაახსენდა... მაგრამ... მაინც გაიქცა...

No comments:

Post a Comment

:)