Monday, February 28, 2011

მსოფლიო ეკრანის 12 კომიკოსი (ნაწილი I ) მაქს ლინდერი


 მაქს ლინდერი - სიცილის მეფე, ეკრანის მეფე, აყვავებული ბურჟუაზიის მეფე.


მაქს ლინდერი დაიბადა 1883 წლის 16 დეკემბერს ჟირონდაში. ამ სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კომიკოსს. ეს ფსევდონიმი "ვარიეტის" ორი ყველაზე მოდური მსახიობის მაქს დირლისა და მარსელ ლინდერის სახელებისგან შეიქმნა.
კომიკოსის ნამდვილი სახელი იყო გაბრიელ მაქსიმილიანო ლეველი. ეს მაშინ, როდესაც ის ჟირონდაში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. ისინი მევენახეობას მისდევდნენ. ახალგაზრდა ყმაწვილის გადაწყვეტილება კი, გამხდარიყო მსახიობი მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის.
მიუხედავად წინააღმდეგობისა ის ბორდოს კონსერვატორიაში გაემგზავრა, რათა სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა. თამაშობდა მოლიერისა და ბომარშეს, ბონვილისა და როსტანის პიესებში, ბოლოს კის პარიზს მიაშურა.
1905 წელს რეჟისორმა ლუი განესმა ხუთწუთიანი ფილმი კომედია გადაიგო ლინდერის მონაწილეობით, ეს იყო "გიმნაზიის პირველი გამოსვლა". შემდეგ გადაიღეს მელოდრამებში "შხამი" , "ტორადორის სიკვდილი" და პატარა კომედიებში. მაქსი "კომედი ფრანსეს" დიდებულ სცენაზე ოცნებობდა.
მაქს ლინდერი ფრანგულ ეკრანზე გამოჩნდა, როგორც მოხდენილი, კოპწია, ვიზიტორსა და ზოლიან შარვალში გამოწყობილი, კარაქისფერ ხელთათმანებში, ცილინდრით, ბამბუკის ჯოხით ხელში. მასმაღალქუსლებიანი, ღილებიანი, დახურული ფეხსაცმელი ეცვა. თმა მუდამ კოხტად ჰქონდა გაყოფილი, სახეზე მომხიბვლელი ღიმილი დასათამაშებდა. მხოლოდ მის დიდ შავ თვალებში თუ გაიელვებდა გულგატეხილობისა და სევდის ანარეკლი.
1908 წელს იგი იტალიაში მიემგზავრება გადაღებებზე.
მალე მოიპოვა ტიტული: მაქს ლიდერი - სიცილის მეფე, ეკრანის მეფე, აყვავებული ბურჟუაზიის მეფე.

1910 წელს გაიხსნა კინოთეატრი "მაქს ლინდერი", სადაც თითქმის ყოველკვირაში ტარდებოდა მისი ფილმების პრემიერები.
ათი წლის განმავლობაში მან დადგა ხუთასამდე მოკლემეტრაჟიანი და ათწუთიანი კომედია, წერდა სცენარებს და რეჟისორიც თავად იყო. მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა.მისი პატარა ზომის კინომატოგარფიული კადრები საშუალებას იძლევა შეისწავლო საფრანგეთის ზნე-ჩვეულებები პირველ მსოფლიო ომამდე.
მაშინ, როდესაც 1911 წელს მაქსი ავად გახდა, პარიზი ისე ადევნებდა თვალს მისი ტემპერატურის ცვლას, როგორც ფასიანი ქაღალდების კურსს ბირჟაზე.
მაქსი გმირიცაა. 1912 წლის სექტემბერში ბარსელონაში მიემგზავრება ბალერინა ნაპეროვსკაისთან ერთად. მისი გმირობა უკვდავყოფილია ფილში "მაქსი-ტორეადორი".

იგი ომის დაწყებასაც ეხმიანება და თავის ახალ პარტნიორტან გაბი მორლეისთან ერთად იღებს კომედიებს "მაქსი და ჯაშუში" , "მაქსი და მომუჭული ხელი" "მაქსი და საქსი". მერე კი მიემგზავრება ომში გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1916 წელს იგი დემობილიზირებული იქნა, როგორც სამხედრო საქმისთვის გამოუსადეგარი და დიდხანს მკურნალობდა სანატორიუმ "შატელგიუონში".
ომის წლებში ფრანგული კომედია ჩაკვდა.მაქსი ამერიკაში გაემგზავრა, მაგრამ უკან დამარცხებული დაბრუნდა, თუმცა პარიზმა ის დიდსულოვნად მიიღო.ფრანგი კრიტიკოსი ლუი დელიუკი მოწიწებით წერდა: "მაქს ლიდერი - ფრანგული კინოს უდიდესი ფიგურაა. მე მას ვაღმერთებ. სწორედ მან, - ერთადერთმა მან - სხვებზე ადრე მიაგწია კინოსათვის აუცილებელ უბრალოებას... თუ ათი წლის შემდეგ მისი ფილმების შესწავლას შეუდგებიან - ყველა გაოცდება, რაოდენ ბევრია მასში ჩაქსოვილი!.. ათი წლის შემდეგ... რა საჭიროა ცდა? არა, ახლავე უნდა ჩავებათ ბრძოლაში და ყველაფერი გამოვასწოროთ!"

ფრანგები მხურვალედ აჯილდოვებენ პიესას "პატარა კაფეში", რომელიც მაქსმა ცნობილი დრამატურგის ტრისტან ბერნარის ვაჟიშვილტან რაიმონთან ერთად გადაიღო.
1921-1922 წლების... მაქსი ისევ ამერიკაშია და იღებს სამ სრულმეტრაჟიან ფილმს: "უბედური შვიდე წელი", "გახდი ცემი ცოლი" და "სამ გაიძვერას". ეს პერიოდი იყო მაქსის შემოქმედების მწვერვალი. კრიტიკოსები მას ჩაპლინს უტოლობდნენ.


1923 წლის 2 აგვისტოს მან ცოლად მოიყვანა 18 წლის ფლამანდიელი ლამაზი ქალიშვილი ელენ პეტერსი.ისისნი ერთად გაემგზავრნენ ვენაში, სადაც მაქსა გადაიღო თავისი უკანასკნელი , ოდნავ უგემოვნო, მაგრამ ოდნავ მძიმე კომედია "ცირკის მეფეს".
27 ივლისს წყვილს შეეძინა პატარა მოდი, რომელმაც დიდხანს არ იცოდა თავისი მშობლების ვინაობა.
1925 წლის 31 ოქტომბერს ცოლ-ქმარი ლინდერები კლემერის ავენიუზე მდებარე ბინაში იპოვეს ვენებგადაჭრილი.თვითმკვლელობისთვის მათ გამოიყენეს ვერონალისა და მორფის სასიკვდილო დოზა. ის სამშობლოში - ჟირონდაში გააცილეს პარიზელებმა.
მაქს ლინდერმა მოხდენილად და ირონიულად დასცინა რანტიეთა "ოქროს საუკუნის" ილუზიისა და წვრილი ბურჟუაზიის კუდაბზიკობას, მსოფლიოს მფლობელებად, რომ მოფქონდათ თავი.
p.s gamoyenebuli literatira: msoflio ekranis komikosebi 

1 comment:

  1. ჩარლი ჩაპლინს საერთოდ არ ყავს ნახსენები ეს, მართლაც დიდი კომიკოსი თავისწიგნში „ჩემი ბიოგრაფია“

    ReplyDelete

:)