Sunday, March 13, 2011

ჩვენ







ექვსი... მზის სხივები ძალიან გვათბობენ, არეული მარტია, გზა თოვლიანი, თოვლზე ჩამოწოლილი ნისლი (რომელიც არასდროს მინახავს), ნისლში შემოჭრილი მზის სხივები და უჩინარი გზატკეცილი. გზა შენკენ ლამაზი, უჩვეულო, შენიღბული და თბილი. შენ ისევ უხილავი, უცნობი, აღუქმელი და მოლოდინი ჩემი.
ღამიდან ღამამდე ლოდინი, წამების თვლა, ისევ საათის წიკწიკი, უძილო თვალები, დაღლილი სხეული და წარმოუდგენელი შენ  ჩემს წარმოდგენილ ადგილას, ჩემთვცის უცნობ და შენეულ სახლებზე...   დავდივართ...

ცა... ზოლიანი ღრუბლით... ჩამავალი მზით... ცის ფერი, სულ სხვა ფერად აღქმული... მოლოდინი აღსრულებული... წამების დათვლა შეწყვეტილი, დრო კი საოცრად სწრაფად მავალი... ახლა... აქამდე არ ჩქარობდა...
ჩვენ სოლიდურები... დაბალი ტონი... მშვიდი... გამოუთქმელი ემოცია და ცაზე ვარსკვლავის პოვნა... დედამიწაზე შენი....
შენ მიერ ნაპოვნი და ჩემ მიერ აღმოჩენილი ხუთკუთხედი...ცივი... ჩვენით გამთბარი... სიგიჟე აღქმული ჩვეულ მოვლენად... ფიქრები მავალი მხოლოდ  შენკენ... ირგვლივ ყოველი გამქრალი... ჩემი მოცეკვავე ლამპიონებიც ჩამქრალი... ჩვენი თვალების სხივები... არა, თვალებში არ ჩამიხედავს...
შენ გვერდით საოცრად მშვიდი და სულიერად დიდი...

No comments:

Post a Comment

:)