Wednesday, May 4, 2011


 გაყინული

თოვლით იყო არემარე დაფარული... ყინავდა... წვიმანარევი თოვლი გამალებით ეცემოდე მიწას, თითქოს ბრაზობს მასზეო... თეთრად შემოსილი იყო სიჩუმით მოცული ქალაქი... ხალხი არ ჩანდა... ხეებს ტოტები გაყინბვოდათ... მდინარე ცივად
 მიედინებოდა, მისი თეთრი ქვები ყინვას გაეპრიალებინა და თითო-ოროლა გამვლელს თვალს ჭრიდა.ხიდის კუთხეში მოხუცი კაცი ხელგაშვერილი იჯდა... გაყინულ მტევანში კი ერთი თეთრიც კი არ ეგდო... თვალები ცრემლიანი ჰქონდა... ტუჩები ლურჯი... სახე წითელი... კბილები დაკრეჭილი... ძაგძაგებდა... დახეული ფეხსაცმელიდან გაყინული თითი უჩანდა... დაფლეთილი მოსასხმამი სხეულს ვერ უფარავდა... ჭაღარა თმებს ქარი აქეთ-იქით უფრიალებდა... მის სახეზე დაცემული წვიმანარევი თოვლის წვეთები სულს უმწარებდა მოხუცს.მიუხედავად ყინვისა მოხუცი ისევ ხიდის კუთხეში იჯდა და ისევ გაწვდილი ჰქონდა ხელი, თუმცა ხურდას აღარ ელოდა... “ხომ შეიძლება თბილი კერა მქონდეს... ბებერი ძვლები ცეცხლმა გამითბოს... შვილიშვილები დარბოდნენ ჩემ წინ და სიკვდილის სულაც არ ვნატრულობდე... ზედმეტი ვარ... დედამიწის ტვირთი ვარ... უვარგის კუნძად გამოვეზარდე მიწას... უვარგისი, სარეველა ბალახივით აღმოვცენდი... ტყულიად დავამძიმე ეს ქვეყანა...”ფიქრობდა მოხუცი და სუსხი უფრო აწუხებდა... ყინვისგან ინვალიდს დამსგავსებოდა და ადგილიდან ვერ იძვროდა...იმ ღამით, ხიდის კუთხეში, სუსხში, ერთი მოხუცი, თავისი აზრით ქვეყნის ზედმეტი ტვირთი გაიყინა და ხელი გაწვდილი დარჩა.კუნძად გამოზრდილი მოხუცი მხოლოდ დილით შეამჩნიეს... გაყინულიყო... ხალხი გარს ეხვია... მხოლოდ სიკვდილით მოახერხა ყურადღების მიქცევა და ისიც დროებით... 
დრო ხომ წარმავალია... ყველას თავის უკიდეგანო კალთაში მარხავს და დრო ყველაფერს კურნავს... დრო ჩვენც ჩაგვმარხავს თავის კალთაში და ამაზე არავინ იდარდებს.“დრო მოვა და ჩვენ აღავის ვემახსოვრებით, ეს ვარსკვლავები კი ისევ იციმციმებ ცაზე...” (ფრაზა ფილმიდან, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს).

No comments:

Post a Comment

:)