Friday, September 9, 2011

უ-სასრულობა



თუ არაფერი ყოფილა მარადიული თვით მარადისობის გარდა, მაშინ იმ ღამით შენი ხელები რატომღა ჰგავდა უ-სასრულობას. თუ კი ლოდინით გადაღლილს და უსაშველოდ მონატრებულს შენი სუნთქვა და შენი ღიმილი მე მაგონებდა წარსულს. წვიმის წვეთებმა ჩვენს ფანჯრებს პირი დაბანეს ღამით, ჩვენი აჩრდილი ფარდის იქიდან არ დაუნახავს გამვლელს. ტალღიან ნაპირს, პირქუშ ცას არ გაუღიმია ჩვენთის... დილით თბილ ყავას კოცნასთან ერთად არ დაზარებია ჩვენ გვერდით ყოფნა.



არ დამზარებია მეთქვა, რომ მაკლდი, არც ის რომ ბედნიერი ვარ... შენი სიტყვები მე რად მინდოდა, შენმა ხელებმა გაგცეს, მათ ბევრი სითბო რომ მაჩუქეს.



ასე, უ-სასრულობიდან მოხვედი შენივე უ-სასრულობით, მომიტანე უსაშველო სითბო და თბილი ხელები, გულში ჩამიკარი და მერე ისევ უ-სასრულობაში გაქრი.





ასე უ-სასრულობიდან კიდევ დამიბრუნდი, მაჩუქე უსასრულობა და ბევრი ფიქრი.


No comments:

Post a Comment

:)