Wednesday, September 28, 2011

"ომი და ჟურნალისტი" ამონარიდი პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. არაფრისაა არ ეშინიათ, საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. შენ გგონია, სტატიების დასაწერად იქცევიან ასე? არა, ძვირფასო, უბრალოდ საფრთხის, თავგადასავლის ან სისხლში მოჭარბებული ადრენალისნის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთხელაც ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ბრძლის ველი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობო. ის კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე საუბრობდა. მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო (...). ომში ყველა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს (...), იცი, რას გრძნობენ?! ადამიანის ნამდვილ არსს, სიამოვნებას! (...) სიყვარულს (...). ნიკოტინივითაა. თუ ომის ველზე ვარ, ცხოვრება აზრს იძენს. რამდენიმე დღე არ ვბანაობ, ღამეში სამ საათს მძინავს, სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ, ვიცი, შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს; ცხოვრებისა და სიყვარულის ძალას. იქ უადგილოა სევდა, ეჭვები... სისულეები ქრება - მხოლოდ სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი (...) ეს ღვთაებრივ შუქს ჰგავს. თითქოს ბრძოლის - ყველაზე დიდი საშინელების - შუაგულში, ღვთაებრივი შუქი ანათებს. შიში ბრძოლამდე და ბრძოლის მერე გიბყრობს. სროლის დროს ზღვარზე დგახარ და ყველაზე გმირული და არაადამიანური მოქმედების მომსწრე ხდები. ტყვიების წვიმაში გარბიან, მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ იმავდროულად, თავადაც ყველაფერს ანადგურებენ (...); ეს შეშლილი სამყაროა!  (...) როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. (...)  ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრბულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთის მარტივია და ნამდვილი: "უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს." წარმოგიდგენია? უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ლაპარაკობენ. 

No comments:

Post a Comment

:)