Monday, November 7, 2011

მაჩუქე თოვლი


20+ერთხელ მოთოვა... 20+ერთხელ გადათეთრდა ასფალტი,მთებზე დარჩა თოვლი და იგი დაილია ხალხში...
მოფრინავს თეთრ ფერად, ხან წვრილად , ხან მსხვილად, ამბობენ ზოგჯერ ცრის და ზოგჯერაც ბარდნისო...თვითონ არ იცის... უბრალოდ ფრენა უყვარს...უჩვეულოდ ნელა მოფრინავს და მიწას მაინც სწრაფად ენარცხება... მისთვის სულერთია რომ გადნება, გაქრება ან ხალხი გათელავს...უხარია - მეგობრებთან ერთად რომ კრავენ და აგროვებენ, მერე ისვრიან... ისევ ფრენის განცდა ეუფლება... მოწონს, მაგრამ

 ისევ ენარცხება... ახლა უფრო მწარედ, რადგან ბევრის ტკივილი უფრო მტკივნეულია, ვიდრე ერთის.

არ იცის რომ მას ვიღაც ელის, არც ის იცის რომ ვიღაცას სულაც არ ჭირდება მისი ჰაერში ფრიალი და თმებზე შეხება. მეამიტი ბავშია, ნაცრისფერ ღრუბლებში მონავარდე, ფერების ნახვის სურვილით ხშირად მოფრინავს სივრცეში, იმედით... ქალაქიც ნაცრისფერი ხვდება, იქნებ უბრალოდ ფერებს ვერ არჩევს... ფარადი ფერების ნატვრაში მას შავი საფარი იკრავს და ერთადერთი ნათელი -  ნაცრის ფერიც ქრება.

2 comments:

  1. კარგია თოვლი ზამთარი და სიცივეც . . .
    მარტო არა ოღნდ :)

    ReplyDelete
  2. ხო მარტო არა... საყვარელ ადამიანებთან ერთად

    ReplyDelete

:)