Tuesday, November 15, 2011

შეჩვეულ-შეუჩვეველი თრობა


დამთვრალხარ ერთი ჭიქა ყავით? გიგრძვნია ბანანის ცივი წვენის სიმძიმე , როცა მდორედ მიედინება შენს  ცხელ სხეულში?.... თრობიდან გაგრილებამდე და პირიქით...
თითქოს არაფერი უცხო და მაინც ყოველთვის ახალი, სხვებისთვის შეუცნობელი სითბო... დაღმართს ჩაყოლილი მოლოდინი და აღმართს ამოყოლილი ღელვა... ღელვა მაინც, დროის მიუხედავად...

სიტყვებში ვერ ჩატეული გრძნობდა და მაინც... უაზრო ფრაზით აღქმული სცენა...
შეუცვლელი გრძნობა... მონატრებას შემატებული

 მძიმე მონატრება...შევსებული ერთმანეთი... ერთი ჰაერით სუნთქვა... აღქმა აბსოლუტური სიზუსტით... სუნთქვა ჰარმონიული და ერთმანეთისგან განურჩეველი...თითქოს ორისას ერთი სუნთქავს...
ძილი... ისიც მშვიდი და რატომღაც თბილი...  სურვილი უფრო ახლოს ყოფნის...შენ მიერ ძილში აღქმნული ჩემი პატარა კოცნა და ხელის ჩახუტება გულში...
ნელ-ნელა ახდენილი ყველა ფიქრები - დილით ფიფქები... ცივა და თბილა... ყავით ვერ დავთვრებით... შენს მზერას რა ვუყო...  კიდევ ერთელ ჩავლილი ბედნიერება...

 საფერფლეში ნამწვავები...აზრადაც არავის მოსვლია ქარისთვის გატნევა... გამრავლდნენ და ახლა მელოდებიან, მე კი ვერ ველევი...
ყოველდღე უფრო მძაფრად გგრძნობ... მეჰაერებად წოდებულ ჰაერზე მეტი ხარ ჩემში... იზრდები... მავსებ... მაბედნიერებ...

1 comment:

:)