Monday, December 12, 2011

''ცერკოვნი ბუნტ'' - საქართველოსა და ქართველების ისტორია


ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ''ცერკოვნი ბუნტ''. მისი პრემიერა 7 დეკემბერს  რუსთაველის თეატრში შედგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი შალუტაშცვილი. 

სპექტაკლი  ისტორიული დრამაა და მასში გადმოცემულია საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში მომხდარი  მოვლენები. თუ როგორ შეეცადა რუსეთი, იმპერიის ხაზინა შეევსო ქართული  საეკლესიო განძით და როგორ აღუდგნენ წინ ქართველები  ამ ფაქტს. სპექტაკლი მიმდინარეობს ქართველი ანა აბაშიძისა და რუსი არტილერისტის ნიკალაი რაევსკის ტრაგიკული სიყვარულის ფონზე.
მოვლენები დრამატულად ვითარდება. ერთდროულად არის გადმოცემული უდიდესი სიყვარული, მეგობრობა, მტრობა, შიში, მარცხი, გამარჯვება, თავგანწირვა და რაც მთავარია ქართველობა. 
სპექტაკლის დეკორაცია, მუსიკა და განათება იმდენად ზუსტად არის შერჩეული, რომ თითოეული მაყურებელი მოვლენის ნაწილი ხდება. მსახიობებს იმდენად აქვთ გათავისებული თავიანთი პერსონაჟები, შეუძლებელია არ შეგძრათ მათ მიერ წარმოტქმულმა თითოეულმა სიტყვამ და მზერამ. აღსანიშნავია გიორგი ზანგურის პერსონაჯი  - ერმოლოვი - რომელიც აღფრთოვანებულია ქართველებით, აღიარებს მათ, როგორც უძველეს ერს და ეშინია მათი ერთიანობის. მას სულაც არ მოსწონს რეფორმა, რომელიც იმპერიამ უნდა გაატაროს საქართველოში, თუმცა მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. ერმოლოვის არც ერთ გამოჩენას არ ჩაუვლია ტაშის გარეშე, ეს იყო ზანგურის მიერ ბრწყინვალეთ შესრულებული როლი  და წარმოჩენილი პერსონაჟი.
სპექტაკლში საოცრად არის ნაჩვენები  ქართველი ხალხის ერთობა, ქართველი ქალების თავდადება, რომელიც ნიკალაი რაევსკისთვის მხოლოდ ლამაზი ლექსი იყო მანამდე, სანამ რეალობას ჩახედავდა  თვალებში. აღსანიშნავია, რომ რაევსკი ქართველია და ქართველების წინააღმდეგ იბრძვის. ის თავის ყოველ ნაბიჯს იმით ამართლებს, რომ დავალებას ასრულებს. 
ძალიან მძიმედ არის ნაჩვენები  დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის დაკავების სცენა. ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. 
ქართველები საეკლესიო განძის, ხატ-ჯვრების, გადარჩენისთვის იბრძვიან და ეწირებიან მას. სპექტაკში საოცრად არის ნაჩვენები ქართული სული, შემართება, ვაჟკაცობა, სინანული და მომავლის იმედი. ნაჩვენებია თუ როგორ გადაეკიდა, ორი,  ერთმორწმუნე ერთი ერთმანეთს. როგორ შეიწირა ამ ბრძლობამ ორი ადამინის სიყვარული.
შეუძლებელია ამ სპექტაკლის ემოციების გარეშე ნახვა. წარმოუდეგენელია არ იგრძნო თავი ნამდვილ ქართველად და არ გახდე ამბის მონაწილე. სპექტაკლის დროს აუცილებლად გაგიმძფრდება უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან აქ გადმოცემულია ორი ერის მტრობის დასაწყისი.
სპქეტაკლის ფინალი საოცარია, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. სცენა და სიტყვები, რომლითაც სპექტაკლი მთავრდება  სულიერად შეგძრავთ. გაგრძნობინებთ რომ ქართველი ხართ, რომ საქართველოში დაიბადეთ და რომ შენი ერის ისტოერიის მუდმივი თანამდევია ბრძოლა. ეს უბრალოდ უნდა ნახოთ. 
სპექტაკლის ნახვის  შესაძლებლომა კი გეძლევათ 14 და 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. 

ნახეთ და გამიზიარეთ თქვენი ემოციები. 


            

No comments:

Post a Comment

:)