Saturday, December 3, 2011

ჩვენი სამი ეტაპი





იმ დღეს


იმ დღეს არაფერი იყო უჩვეულო და არც არაორდინალური...ისევ გაზაფხული და ზამთარი ებროძოდა ერთმანეთს... შენ ისე წყნარად გეძინა და მხოლოდ ხანდახან ახელდი თვალებს...
მზერა მთვრალი, ამღვრეული და ეშმაკური...
თუმცა ქცევა უეშმაკო და გაუმიზნავი...
თავად მოვიდა შენი სიტყვები... თბილი ხელები და ლოყაზე ტუჩების თამაში....
პირველი საჩუქარი სრულიად უცხოსგან, მაგრამ თვალები სულ სხვა...
უცებ ნაშოვნი რამდენიმე ღერი სიგარეტი...
ყველა წამში მოწეული და მერე ისევ ღერების ძებნა...
სრულიად უცხოსთვის გულახდილად გამხელილი ცხოვრების მთელი რეალობა...
მაინც სულერთია... შენთან მინდა...
ღმერთო ის ხომ სრულიად უცხოა...
არა თვალების ბრალია...
ან იქნებ მისი პირდაპირობის...
არ ვიცი...მთელი საღამო წინ არის...
ის მთვრალი...მე კი ფხიზელი...
ვზივართ შენობის კუთხეში...
მე ჩემზე... ის თავის თავზე...
მერე მივუყვებით ქუჩას... ორი უცხო ვართ და თითქოს ნაცნობი...
პირველ ნაბიჯებს ვდგამთ...
მთელი საღამო ერთად ვართ...
სახლი არა გვაქვს არსად...
წვიმის წვეთები გვასველებს...
ორი უცხო ვართ ის კი გვაერთებს...
მარტოები ვართ ქუჩაში... ბნელში...გვიან...
აღარ ვაპირებტ წასვლას...
დილით შევხვდებით - ალბათ...
 არც ერთს არ გვჯერა - მივალთ...
ბანალურია თითქოს ეს გული საშინლად მიცემს...
იმ დღეს დაიწყო რაღაც...
დღემდე გრძელდება ჩემში...მასში...
მასში?




სიშორის მერე


დუმილი დარღვეული,

 მანძილი გადალახული...ტკივილი დაჩაგრული და შენ თავიდან ნაპოვნი....
შენ ახალი და სულ სხვა...
აღარც თბილის და ემოციური...
უბრალოდ ცარიელი - სულ სხვა...
აზრები, ფიქრები განსხვავებული
და უემოციო სევდა...
არ მიფიქრია სხვებზე...
არ გამიცვლიხარ...
მე შევეჩვიე სევდას...
ძველ სევდას კი ერთი საათი მაშორებს
და შესაბამისად ბედნიერების მხოლოდ ერთი საათი მაქვს...
მერე დათვლილი წამები,  შეჩერებული ცრემლები და თვითკონტროლი დარჩა...
ყოველ ტანჯვას და ტკივილს, მოჰყვება ახალი სევდა,
მათ შორის არის, პატარა, ბედნიერების სხივი...
სწორედ ამიტომ არსებობს ბედნიერები მხოლოდ წუთები,
ისიც დაცლილი, დაღლილი, სულსწრაფი და მომლოდინე ახალი სევდის...


ბოლოს

ყოველტვის სითბოსა და და სიცივის გასაყარზე ვხვდებოდით... ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი გრძნობაც ამას გამოხატავდა...
შენ ცივი... მე კი...
არ შეგიმჩნიეთ არც შენ და არც მონატრება...
სახეზე ღიმილით ჩაგიარე...კისკისით გავაგრძელე გზა... შენი ,მზერა ვიგრძენი და ზურგს უკან შენი ნაბიჯების ხმა...
ისევ ძველებურად...შენებური სიამაყით მოდიოდი... შენი ჩრდილი შევამჩნიე....
მონატრებამ მძლია და როგორც მაშინ, პირველად, ახლაც მარტო დავრჩით...
თითქოს ისევ  გულწრფელი და უეშმაკო ჩანდი... ყველაფერი ვიცი... ყველაფერი გაპატიე...
არც ჩახუტება, არც თბილი ხელები, მხოლოდ კოცნა - ლოყაზე...
ხელოვნურად შექმნილი ბედნიერება და გულში სიხარული, რომ გნახე...
გნახე და უბრალოდ  ვუთხარით ერთმანეთს...

No comments:

Post a Comment

:)