Monday, November 7, 2011

მაჩუქე თოვლი


20+ერთხელ მოთოვა... 20+ერთხელ გადათეთრდა ასფალტი,მთებზე დარჩა თოვლი და იგი დაილია ხალხში...
მოფრინავს თეთრ ფერად, ხან წვრილად , ხან მსხვილად, ამბობენ ზოგჯერ ცრის და ზოგჯერაც ბარდნისო...თვითონ არ იცის... უბრალოდ ფრენა უყვარს...უჩვეულოდ ნელა მოფრინავს და მიწას მაინც სწრაფად ენარცხება... მისთვის სულერთია რომ გადნება, გაქრება ან ხალხი გათელავს...უხარია - მეგობრებთან ერთად რომ კრავენ და აგროვებენ, მერე ისვრიან... ისევ ფრენის განცდა ეუფლება... მოწონს, მაგრამ

Saturday, November 5, 2011

საძინებლის სამზარეულო

დილას, რა მნიშვნელობა აქვს რომელზე, როცა ვიღვიძებ, ჩემით? არა! რა ჩემით...აი ეს  მაფხიზლებს... ამბობენ, მელოდია რომელიც ადამიანს გაღვიძებას აიძულებს, მისთვის აუტანელი ხდებაო... ტყუილია... დილის მერცხალს ჰგაქვს, თუმცა შეიძლება დილა სულაც არ იყოს...
1. შევიფხიზლო... ბალიში გავასწორო...ჩავეშვა და ხუთ წუთში თავიდან გამოვფხიზლდე.

2.ფანჯარას შევხედო... სულერთია როგორი ამინდია, ის ყოველთვის დაბურული და სველია (იცი რა ლამაზად თამაშობონ მზის სხივები წყლის პატარა წვეთებზე, რომლებიც მინას ნელ-ნელა მოუყვებიან)...?
3.წამოვდგე...თბილი ფეხების თითის წვერებით ოთახის ბოლოს მივიდე, ცივი ჩავიცვა, გავათბო...მერე, ისევ მე რომ გამათბოს...

4. ერთი კიბე...

Wednesday, November 2, 2011

მოვუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯიბეს


ავტორები: თამარ ნარინდოშვილი, თათა ახვლედიანი


რა შეიცვლება თუ ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლი გამკაცრდება და ჯარიმა ფეხით მოსიარულეებზე   3 ლარი კი არა უფრო მეტი გახდება? თბილისში, 31 ოქტომბერს ჩატარდა ქუჩის გამოკითხვა, სადაც ნათლად ჩანს რომ ცვლილებისკენ სურვილი არის,მაგრამ არც დამრღვევთა რიცხვია ნაკლები.

ქართველი ხალხი თავნებაა. მათთვის წესების დადგენა სულარ არ ნიშნავს მათ დაურღვევლობას. პირიქით უფრო ზრდის სურვილს, მოიქცე საპირისპიროდ. ქუჩაში ყოველ დღე ათასობით ადამიანი გამოდის. ზოგი ფეხით მოსიარულეა, ზოგი კი ტრანსპორტით. ისინი ყოველ წუთს უქმნიან ერთმანეთს საფრთხეს, რადაგნ არ იცავენ მოძრაობის ელემენტარულ წესებს. ყველა მათგანმა იცის სამი ფერი: წითელი - გზა დაკავებულია, ყვითელი - მოვემზადოთ, მწვანე - გზა თავისუფალია. გამეორება ცოდნის დედააოო, მაგრამ რად გინდა, საზოგადოებაში ამ ფვერების დანიშნულება სრულიად შეცვლილია, მაგალითად : წითელი, ყვითელი და მწვანე - სამივე შემთხვევაში გზა თავისუფალია.   ზოგიერთი გაუცნობიერებლად კვეთს გზას, ზოგი იმ მიზეზით რომ ეჩქარება, ზოგს კი უბრალოდ მწვანე ფერის ლოდინი ეზარება. მოსახლეობა, ასე მარტივად, არ უფრთხილდება პირველ რიგში თავის სიცოცხლეს, აფერხებს მოძრაობას და მძღოლებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ამ ბოლო დროს ამ პუნქტებს კიდევ ერთი დაემატა - ჯიბე, ისინი არ უფრთხიან არც იმას რომ გზის არასწორად გადაკვეთის შემთხვევაში მათ საფულეებს თანხა მოაკლდება.
    საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად ამ ტიპის დარღვევა ჯარიმდება 3 ლარით. თუმცა რა... 3 ლარად ვერც სიცოცხლეს იყიდე და ვერც მძღოლს აუნაზღაურებ ზარალს, რომელიც შენმა სიზარმაცემ თუ კანონისადმი გულგრილობამ მიაყენა. სამი ლარი, ვითომ არაფერი თქვენი ჯიბისთვის, ჯობს ისევ თქვენთვის მოიხმაროთ და ხალხ ქუჩაში მშვიდად მოძრაობის საშუალება მისცეთ.


     

Sunday, October 30, 2011

მე ჩვენთვის

მე ავაშენებ სახლს ჩვენთვის,
მწვანე აგურებით და ფერადი სილით...
მე ავაშენებ კიბეს, სახლის კარამდე,
 ხის ტოტებით და ფერადი ფოთლებით...
მე დავაგებ გზას ჩვენს კიბემდე,
პატარა ფერადი ქვებით...
მე ავაგებ ხიდს ჩვენს გზამდე,
არა ვიწროს, მხოლოდ ისეთს - 
ჩვენ ორნი რომ დავეტიოთ...
მე ყვავილებით მოვრთავ მინდორს,
ჩვენს ხიდამდე მოსასვლელს...
მე დელფინებით ავავსებ ზღვას,
ჩვენს მინდვრამდე მოსაცურს...                                          
ჩვენი სახლის სახურავს                                      
მისწვდებიან ბავშვები,
ოცნებების ფერებით
დახატავენ ზღვას...
ჩვენი სახლის კიბეზე,                                                     
ისევ ორნი ვისხდებით...                                        ნახატის ავტორი: რატი ფირცხალავა
ისევ მარტი იქნება - 
გაბუტული ფერებით...
მე ავაშენებ ფერად ოცნებას... 
შენ რას გააკეთებ ჩვენთვის?      

Wednesday, September 28, 2011

"ომი და ჟურნალისტი" ამონარიდი პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. არაფრისაა არ ეშინიათ, საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. შენ გგონია, სტატიების დასაწერად იქცევიან ასე? არა, ძვირფასო, უბრალოდ საფრთხის, თავგადასავლის ან სისხლში მოჭარბებული ადრენალისნის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთხელაც ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ბრძლის ველი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობო. ის კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე საუბრობდა. მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო (...). ომში ყველა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს (...), იცი, რას გრძნობენ?! ადამიანის ნამდვილ არსს, სიამოვნებას! (...) სიყვარულს (...). ნიკოტინივითაა. თუ ომის ველზე ვარ, ცხოვრება აზრს იძენს. რამდენიმე დღე არ ვბანაობ, ღამეში სამ საათს მძინავს, სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ, ვიცი, შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს; ცხოვრებისა და სიყვარულის ძალას. იქ უადგილოა სევდა, ეჭვები... სისულეები ქრება - მხოლოდ სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი (...) ეს ღვთაებრივ შუქს ჰგავს. თითქოს ბრძოლის - ყველაზე დიდი საშინელების - შუაგულში, ღვთაებრივი შუქი ანათებს. შიში ბრძოლამდე და ბრძოლის მერე გიბყრობს. სროლის დროს ზღვარზე დგახარ და ყველაზე გმირული და არაადამიანური მოქმედების მომსწრე ხდები. ტყვიების წვიმაში გარბიან, მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ იმავდროულად, თავადაც ყველაფერს ანადგურებენ (...); ეს შეშლილი სამყაროა!  (...) როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. (...)  ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრბულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთის მარტივია და ნამდვილი: "უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს." წარმოგიდგენია? უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ლაპარაკობენ. 

Tuesday, September 27, 2011


"ცოლ-ქმრობა" ამონარიდი 
პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ცოლ-ქმარი უკვე ათი წელია, ერთად არიან. თავიდან სექსი ყოველღე ჰქონად, ახლა - კვირაში ერთხელ, ან ისიც არა, მაგრამ ეს ფაქტი, ყველაფრის მიუხედავ, უმნიშვნელო ხდება, რადგან ისინი ერთად არიან ჭირსა და ლხინში, ერთმანეთის მხარდაჭერას, მეგობრობას გრძნობენ.კაცი მოიწყენს ხოლმე, როცა იძულებული ხდება, მარტო ისადილოს, რადგან მისი ცოლი სამსახურში შეყოვნდა. ქალიც დასევდიანდება ხოლმე,როცა ქმარი მოგზაურობს, მაგრამ ხვდება - ასეთი პროფესია აქვს და რა ქნას! გრძნობენ, რომ რაღაც იკარგება, თუმცა დიდები არიან, სიმწიფის ასაკს, რა ხანია, გადააბიჯეს, იციან, რომ მათ ცხოვრებაში მთავარია სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება, თუნდაც შვილების გამო. სულ უფრო მეტად ეჯაჭვებიან სამსახურს, ბავშვებს და სულ უფრო ნაკლებს ფიქრობენ საკუთარ ქორწინებაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, გადასარევად მიდის, არ არსებობს ვინმე მესამე - ანუ სიყვარული.
ჰო, ამჩნევენ, რომ ყველაფერი ცუდაა. ყველაფერი კი არა, "რაღაც" ვერ არის რიგზე, მაგრამ პრობლემის ამოძირკვა არ შეუძლიათ. დროის გარკვეულ მონაკვეთში სულ უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ერთმანეთზე, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ცდოლობენ, რაც შეიძლება მეტი საქმე გამონახონ, იკითხონ, ქსოვონ, ტელევიზორს უყურონ, მეგობრებთან იარონ, მაგრამ საუბარი მხოლოდ ვახშმის დროს, ანდა ვახშმის შემდეგ შეუძლიათ. კაცი მსუბუქად ბრაზობს, ქალი, როგორც სჩვევია, დუმს. ერთმა ყოველთვის იცის, რომ მეორე მისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ვერ გაუგია, რატომ. ბოლოს და ბოლოს, დასკვნაც გამოაქვთ: ქორწინებაა ასეთი, აღარაფერი შეიცვლება!

ამიტომ მეგობრებთან საუბარსაც ერიდებიან, იმ უბედნიერესი წყვილის როლს თამაშობენ, რომლებიც სულ ერთად არიან და ინტერესებიც საერთო აქვსთ. მერე კი ერთი საყვარელი აქ გაჩნდება, მეორე - იქ. სერიოზული არაფერია, საყვარლები ჰყავთ - სულ ესაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი, განმსაზღვრელი მათი ქცევაა და თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება... მაგრამ უკვე გვიანია! მეტისმეტად გვიანია - აღარაფერი შეიცვლება.

Friday, September 9, 2011

უ-სასრულობა



თუ არაფერი ყოფილა მარადიული თვით მარადისობის გარდა, მაშინ იმ ღამით შენი ხელები რატომღა ჰგავდა უ-სასრულობას. თუ კი ლოდინით გადაღლილს და უსაშველოდ მონატრებულს შენი სუნთქვა და შენი ღიმილი მე მაგონებდა წარსულს. წვიმის წვეთებმა ჩვენს ფანჯრებს პირი დაბანეს ღამით, ჩვენი აჩრდილი ფარდის იქიდან არ დაუნახავს გამვლელს. ტალღიან ნაპირს, პირქუშ ცას არ გაუღიმია ჩვენთის... დილით თბილ ყავას კოცნასთან ერთად არ დაზარებია ჩვენ გვერდით ყოფნა.



არ დამზარებია მეთქვა, რომ მაკლდი, არც ის რომ ბედნიერი ვარ... შენი სიტყვები მე რად მინდოდა, შენმა ხელებმა გაგცეს, მათ ბევრი სითბო რომ მაჩუქეს.



ასე, უ-სასრულობიდან მოხვედი შენივე უ-სასრულობით, მომიტანე უსაშველო სითბო და თბილი ხელები, გულში ჩამიკარი და მერე ისევ უ-სასრულობაში გაქრი.





ასე უ-სასრულობიდან კიდევ დამიბრუნდი, მაჩუქე უსასრულობა და ბევრი ფიქრი.


Saturday, May 21, 2011


შენ, ჩემი გული



 შენს გულში ერთი სტატუსი მაქვს. ამ სტატუსით სხვებიც გყავს მანდ კუთხეში. დღეს შენ გვერდით მხოლოდ მე ვარ ამ სახელით.

შენ... გახარებული, ჩემი ფეხების ბაკუნით...
შენ... გაღიმებული, ჩემი ღიმილით...
შენ... ბედნიერი, ჩემი თვალების ცეცებით...
შენ... შეყვარებული ჩემზე...
მე... მგონი შენზე...
ჩემი თითების თამაში... 
შენს უჩვეულო თმებში....
ჩემი ტუჩების თამაში... 
შენს უჩვეულო სახის კანზე...
ჩემი ხელების შეხება... 
შენს უცნაურად დიდ ხელზე....
შენი სურნელი განსხვავებული... ძველი და თანაც სუფთა...
მე ამ სურნელზე შეყვარებული და... შენს გულმკერდში თავის ჩარგვა...
შემომრჩი მოგონებებში...
შენი ჭაღარა თმებით,შენი, ჩემი ღიმილით...
შენი, უჩვეულოდ თბილი ხელებით...
შენი სურნელით და ჩემი ძილით შენს მკერდზე...
შემომრჩი, როგორც განძი...
როგორც ერთი და კენტი...
შემომრჩი მოგონენბებში...
სკამზე იჯექი... გეძინა...
ვერ მოგისწარი... ბაბუ...