ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. არაფრისაა არ ეშინიათ, საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. შენ გგონია, სტატიების დასაწერად იქცევიან ასე? არა, ძვირფასო, უბრალოდ საფრთხის, თავგადასავლის ან სისხლში მოჭარბებული ადრენალისნის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთხელაც ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ბრძლის ველი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობო. ის კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე საუბრობდა. მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო (...). ომში ყველა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს (...), იცი, რას გრძნობენ?! ადამიანის ნამდვილ არსს, სიამოვნებას! (...) სიყვარულს (...). ნიკოტინივითაა. თუ ომის ველზე ვარ, ცხოვრება აზრს იძენს. რამდენიმე დღე არ ვბანაობ, ღამეში სამ საათს მძინავს, სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ, ვიცი, შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს; ცხოვრებისა და სიყვარულის ძალას. იქ უადგილოა სევდა, ეჭვები... სისულეები ქრება - მხოლოდ სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი (...) ეს ღვთაებრივ შუქს ჰგავს. თითქოს ბრძოლის - ყველაზე დიდი საშინელების - შუაგულში, ღვთაებრივი შუქი ანათებს. შიში ბრძოლამდე და ბრძოლის მერე გიბყრობს. სროლის დროს ზღვარზე დგახარ და ყველაზე გმირული და არაადამიანური მოქმედების მომსწრე ხდები. ტყვიების წვიმაში გარბიან, მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ იმავდროულად, თავადაც ყველაფერს ანადგურებენ (...); ეს შეშლილი სამყაროა! (...) როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. (...) ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრბულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთის მარტივია და ნამდვილი: "უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს." წარმოგიდგენია? უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ლაპარაკობენ. Wednesday, September 28, 2011
"ომი და ჟურნალისტი" ამონარიდი პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"
ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. არაფრისაა არ ეშინიათ, საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. შენ გგონია, სტატიების დასაწერად იქცევიან ასე? არა, ძვირფასო, უბრალოდ საფრთხის, თავგადასავლის ან სისხლში მოჭარბებული ადრენალისნის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთხელაც ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ბრძლის ველი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობო. ის კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე საუბრობდა. მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო (...). ომში ყველა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს (...), იცი, რას გრძნობენ?! ადამიანის ნამდვილ არსს, სიამოვნებას! (...) სიყვარულს (...). ნიკოტინივითაა. თუ ომის ველზე ვარ, ცხოვრება აზრს იძენს. რამდენიმე დღე არ ვბანაობ, ღამეში სამ საათს მძინავს, სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ, ვიცი, შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს; ცხოვრებისა და სიყვარულის ძალას. იქ უადგილოა სევდა, ეჭვები... სისულეები ქრება - მხოლოდ სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი (...) ეს ღვთაებრივ შუქს ჰგავს. თითქოს ბრძოლის - ყველაზე დიდი საშინელების - შუაგულში, ღვთაებრივი შუქი ანათებს. შიში ბრძოლამდე და ბრძოლის მერე გიბყრობს. სროლის დროს ზღვარზე დგახარ და ყველაზე გმირული და არაადამიანური მოქმედების მომსწრე ხდები. ტყვიების წვიმაში გარბიან, მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ იმავდროულად, თავადაც ყველაფერს ანადგურებენ (...); ეს შეშლილი სამყაროა! (...) როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. (...) ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრბულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთის მარტივია და ნამდვილი: "უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს." წარმოგიდგენია? უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ლაპარაკობენ. Tuesday, September 27, 2011
"ცოლ-ქმრობა" ამონარიდი
პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"
ცოლ-ქმარი უკვე ათი წელია, ერთად არიან. თავიდან სექსი ყოველღე ჰქონად, ახლა - კვირაში ერთხელ, ან ისიც არა, მაგრამ ეს ფაქტი, ყველაფრის მიუხედავ, უმნიშვნელო ხდება, რადგან ისინი ერთად არიან ჭირსა და ლხინში, ერთმანეთის მხარდაჭერას, მეგობრობას გრძნობენ.კაცი მოიწყენს ხოლმე, როცა იძულებული ხდება, მარტო ისადილოს, რადგან მისი ცოლი სამსახურში შეყოვნდა. ქალიც დასევდიანდება ხოლმე,როცა ქმარი მოგზაურობს, მაგრამ ხვდება - ასეთი პროფესია აქვს და რა ქნას! გრძნობენ, რომ რაღაც იკარგება, თუმცა დიდები არიან, სიმწიფის ასაკს, რა ხანია, გადააბიჯეს, იციან, რომ მათ ცხოვრებაში მთავარია სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება, თუნდაც შვილების გამო. სულ უფრო მეტად ეჯაჭვებიან სამსახურს, ბავშვებს და სულ უფრო ნაკლებს ფიქრობენ საკუთარ ქორწინებაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, გადასარევად მიდის, არ არსებობს ვინმე მესამე - ანუ სიყვარული.
ჰო, ამჩნევენ, რომ ყველაფერი ცუდაა. ყველაფერი კი არა, "რაღაც" ვერ არის რიგზე, მაგრამ პრობლემის ამოძირკვა არ შეუძლიათ. დროის გარკვეულ მონაკვეთში სულ უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ერთმანეთზე, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ცდოლობენ, რაც შეიძლება მეტი საქმე გამონახონ, იკითხონ, ქსოვონ, ტელევიზორს უყურონ, მეგობრებთან იარონ, მაგრამ საუბარი მხოლოდ ვახშმის დროს, ანდა ვახშმის შემდეგ შეუძლიათ. კაცი მსუბუქად ბრაზობს, ქალი, როგორც სჩვევია, დუმს. ერთმა ყოველთვის იცის, რომ მეორე მისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ვერ გაუგია, რატომ. ბოლოს და ბოლოს, დასკვნაც გამოაქვთ: ქორწინებაა ასეთი, აღარაფერი შეიცვლება!
ამიტომ მეგობრებთან საუბარსაც ერიდებიან, იმ უბედნიერესი წყვილის როლს თამაშობენ, რომლებიც სულ ერთად არიან და ინტერესებიც საერთო აქვსთ. მერე კი ერთი საყვარელი აქ გაჩნდება, მეორე - იქ. სერიოზული არაფერია, საყვარლები ჰყავთ - სულ ესაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი, განმსაზღვრელი მათი ქცევაა და თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება... მაგრამ უკვე გვიანია! მეტისმეტად გვიანია - აღარაფერი შეიცვლება.
Friday, September 9, 2011
უ-სასრულობა
თუ არაფერი ყოფილა მარადიული თვით მარადისობის გარდა, მაშინ იმ ღამით შენი ხელები რატომღა ჰგავდა უ-სასრულობას. თუ კი ლოდინით გადაღლილს და უსაშველოდ მონატრებულს შენი სუნთქვა და შენი ღიმილი მე მაგონებდა წარსულს. წვიმის წვეთებმა ჩვენს ფანჯრებს პირი დაბანეს ღამით, ჩვენი აჩრდილი ფარდის იქიდან არ დაუნახავს გამვლელს. ტალღიან ნაპირს, პირქუშ ცას არ გაუღიმია ჩვენთის... დილით თბილ ყავას კოცნასთან ერთად არ დაზარებია ჩვენ გვერდით ყოფნა.
არ დამზარებია მეთქვა, რომ მაკლდი, არც ის რომ ბედნიერი ვარ... შენი სიტყვები მე რად მინდოდა, შენმა ხელებმა გაგცეს, მათ ბევრი სითბო რომ მაჩუქეს.
ასე, უ-სასრულობიდან მოხვედი შენივე უ-სასრულობით, მომიტანე უსაშველო სითბო და თბილი ხელები, გულში ჩამიკარი და მერე ისევ უ-სასრულობაში გაქრი.
ასე უ-სასრულობიდან კიდევ დამიბრუნდი, მაჩუქე უსასრულობა და ბევრი ფიქრი.
Saturday, May 21, 2011
შენ, ჩემი გული
შენს გულში ერთი სტატუსი მაქვს. ამ სტატუსით სხვებიც გყავს მანდ კუთხეში. დღეს შენ გვერდით მხოლოდ მე ვარ ამ სახელით.შენ... გახარებული, ჩემი ფეხების ბაკუნით...
შენ... გაღიმებული, ჩემი ღიმილით...
შენ... ბედნიერი, ჩემი თვალების ცეცებით...
შენ... შეყვარებული ჩემზე...
ჩემი თითების თამაში...
შენს უჩვეულო თმებში....
ჩემი ტუჩების თამაში...
შენს უჩვეულო სახის კანზე...
ჩემი ხელების შეხება...
შენს უცნაურად დიდ ხელზე....
შენი სურნელი განსხვავებული... ძველი და თანაც სუფთა...
მე ამ სურნელზე შეყვარებული და... შენს გულმკერდში თავის ჩარგვა...
შემომრჩი მოგონებებში...
შენი ჭაღარა თმებით,შენი, ჩემი ღიმილით...
შენი, უჩვეულოდ თბილი ხელებით...
შენი სურნელით და ჩემი ძილით შენს მკერდზე...
როგორც ერთი და კენტი...
შემომრჩი მოგონენბებში...
სკამზე იჯექი... გეძინა...
ვერ მოგისწარი... ბაბუ...
Wednesday, May 18, 2011
უცნაური სიზმარი
პატარა ეზო, თოვლით
დაფარული და
ბეღურებით სავსე...
ირგვლივ სიჩუმე...…
ეზოში არავინ... მზე
დაფარული
ღრუბლებით... საღამოს პირი...
ღრუბლებში მიმალული მთვარე... თოვას
იწყებდა...მოფრინავდნენ ფანტელები
ზანტად ზეციდან და ეზოში ახლადშეღებილ სკამს
ეკვროდნენ... სკამის ქვეშ პატარა,
ლურჯი იები, სიცივეს სულაც არ უფრთხოდნენ... თოვლი
კი განუწყვეტლად
მოდიოდა...


ეზოში პატარა
გოგონა
გამოჩნდა...
სიფრიფანა,
სიფრიფანა,
ცისფერი
სარაფანი ეცვა,
თმაში
თმაში
თეთრი გვირილა
ჰქონდა
ჰქონდა
ჩაბნეული
და ხალისით დარბოდა
თოვლით
თოვლით
დაფარულ ეზოში.

ეს ალბათ იყო ბავშვობის
სული.
უდარდელი და ბედნიერი.
მას არ აწუხებდა სიცივე
ზამთრის...
ის იყო თბილი
გაზაფხულივით და
მისთვის არ გადიოდა
დრო...
რა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ერთი პატარა სიზმარი იყო.
Tuesday, May 10, 2011
ჩემი მუზა
ისე ჩუმად შეგიჩვიე... ჩუმად შეგეხე მხრებზე...არ მიფიქრია სხვებზე, შენ, რომ გაკოცე თმებზე...არ მინატრია ღიმილი, ისე გაჩუქე სიცილი...ბევრი გრძნობა და ალერსი,ბევრი სითბო და სიტყვები...
ახლა დაღლილი ტკივილით,ცრემლებით, დაღლილი შენი სიტყვებით, მაგიდის ბოლო კუთხეში, მიმოკუჭული ფურცლებით, დაცლილი გრძნობით, დაცლილი კალმით სურვილი გამიჩნდა მეწერა შენზე...
გუშინ მუზამ მიმატოვა, თუმცა ჩემში დარჩა... არაფერიც არ დამთავრდა იმ დღეების გარდა... სულის კუთხეში დაღლილ გრძნობათა დიდი დასტები დამრჩგაუფერულდა კოცნა. გემო დაკარგეს ტუჩებმა, გული აღარ ცემს... მოთოვა... ჩემს ფანჯარასთან ბეღურა... გაითოშა...

ისე ჩუმად შეგიჩვიე... ჩუმად შეგეხე მხრებზე...არ მიფიქრია სხვებზე, შენ, რომ გაკოცე თმებზე...არ მინატრია ღიმილი, ისე გაჩუქე სიცილი...ბევრი გრძნობა და ალერსი,ბევრი სითბო და სიტყვები...
ახლა დაღლილი ტკივილით,ცრემლებით, დაღლილი შენი სიტყვებით, მაგიდის ბოლო კუთხეში, მიმოკუჭული ფურცლებით, დაცლილი გრძნობით, დაცლილი კალმით სურვილი გამიჩნდა მეწერა შენზე...გუშინ მუზამ მიმატოვა, თუმცა ჩემში დარჩა... არაფერიც არ დამთავრდა იმ დღეების გარდა... სულის კუთხეში დაღლილ გრძნობათა დიდი დასტები დამრჩგაუფერულდა კოცნა. გემო დაკარგეს ტუჩებმა, გული აღარ ცემს... მოთოვა... ჩემს ფანჯარასთან ბეღურა... გაითოშა...

Wednesday, May 4, 2011
გაყინული
თოვლით იყო არემარე დაფარული... ყინავდა... წვიმანარევი თოვლი გამალებით ეცემოდე მიწას, თითქოს ბრაზობს მასზეო... თეთრად შემოსილი იყო სიჩუმით მოცული ქალაქი... ხალხი არ ჩანდა... ხეებს ტოტები გაყინბვოდათ... მდინარე ცივად
მიედინებოდა, მისი თეთრი ქვები ყინვას გაეპრიალებინა და თითო-ოროლა გამვლელს თვალს ჭრიდა.ხიდის კუთხეში მოხუცი კაცი ხელგაშვერილი იჯდა... გაყინულ მტევანში კი ერთი თეთრიც კი არ ეგდო... თვალები ცრემლიანი ჰქონდა... ტუჩები ლურჯი... სახე წითელი... კბილები დაკრეჭილი... ძაგძაგებდა... დახეული ფეხსაცმელიდან გაყინული თითი უჩანდა... დაფლეთილი მოსასხმამი სხეულს ვერ უფარავდა... ჭაღარა თმებს ქარი აქეთ-იქით უფრიალებდა... მის სახეზე დაცემული წვიმანარევი თოვლის წვეთები სულს უმწარებდა მოხუცს.მიუხედავად ყინვისა მოხუცი ისევ ხიდის კუთხეში იჯდა და ისევ გაწვდილი ჰქონდა ხელი, თუმცა ხურდას აღარ ელოდა... “ხომ შეიძლება თბილი კერა მქონდეს... ბებერი ძვლები ცეცხლმა გამითბოს... შვილიშვილები დარბოდნენ ჩემ წინ და სიკვდილის სულაც არ ვნატრულობდე... ზედმეტი ვარ... დედამიწის ტვირთი ვარ... უვარგის კუნძად გამოვეზარდე მიწას... უვარგისი, სარეველა ბალახივით აღმოვცენდი... ტყულიად დავამძიმე ეს ქვეყანა...”ფიქრობდა მოხუცი და სუსხი უფრო აწუხებდა... ყინვისგან ინვალიდს დამსგავსებოდა და ადგილიდან ვერ იძვროდა...იმ ღამით, ხიდის კუთხეში, სუსხში, ერთი მოხუცი, თავისი აზრით ქვეყნის ზედმეტი ტვირთი გაიყინა და ხელი გაწვდილი დარჩა.კუნძად გამოზრდილი მოხუცი მხოლოდ დილით შეამჩნიეს... გაყინულიყო... ხალხი გარს ეხვია... მხოლოდ სიკვდილით მოახერხა ყურადღების მიქცევა და ისიც დროებით...
დრო ხომ წარმავალია... ყველას თავის უკიდეგანო კალთაში მარხავს და დრო ყველაფერს კურნავს... დრო ჩვენც ჩაგვმარხავს თავის კალთაში და ამაზე არავინ იდარდებს.“დრო მოვა და ჩვენ აღავის ვემახსოვრებით, ეს ვარსკვლავები კი ისევ იციმციმებ ცაზე...” (ფრაზა ფილმიდან, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს).
Sunday, May 1, 2011
ძველი საქანელა
ჩვენი სოფლის ბოლოს დიდი, ტრიალი მინდორია. მის გულში ხე დგას ძველი, ალბათ ორასი წლის, მეტის თუ არა... ბებიებს ბებიები უყვებოდნენ ამ ხის ამბებს... თურმე არაერთი ქორწილი გადაუხდიათ ამ ხის ქვეშ... არაერთი სიყვარულის მომსწრე ყოფილა იგი... და ამ ტრიალ მინდორში ვინ ჰყოლია მეგობრად? თავისსავე ტოტზე ჩამოკიდებული საქანელა... მუდამ ყვავილებით მორთული და ახალგაზრდებით სავსე... წლების მანძილზე მოდიოდნენ ერთად... ერთმანეთს თავის აზრებს უზიარებნენ... წყვილებზე ჭორაობდნენ მათი წასვლის შემდეგ... ქორწილში ბევრჯერ დაზარალებულა საქანელა... მაგრამ მეგობრისა და ხალხის იმედი ყოველთვის ჰქონდა... მეგობრის ტოტით ამაგრებდნენ... ლამაზი ყვავილებით რთავდნენ და პირვანდელ სახეს უბრუნებნენ...მაგრამ დრო რისი დროა, რომ ყველაფერს თავისი კვალი არ დაამჩნიოს...ბავშვები გაიზარდნენ... ქალაქში წავიდნენ... მოხუცები ბუხარს მიუსხდნენ შვილიშვილების მოლოდინში... ზოგი კი უკვე დიდი ხანია წავიდა... ასე, რომ ხესა და საქანელას პატრონი არავინ დარჩა... განა პატრონი ჭირდებოდათ? მათ მხოლოდ მეგობები შემოაკლდათ... ახლა მოგონობებით სუნთქავდნენ... ბევრი ჰქონდა გასახსენებელი, მაგრამ წარსული მაინც წარსული იყო... საქანელას არავინ აკითხავდა, არც ხის ჩრდილის ქვეშ ისვენებდა ვინმე...წვიმა და ქარი სიბერესავით მოერია მეგობრებს... საქანელას თოკები დაულპა, ტოკზე შემოხვეული ყვავილები დაჭკნენ... ხეს დიდი ფუღურო გაუჩნდა... მისი დიდი, მსხვილი ტოტები დასუსდა და უკვე თავის განუყრელ მეგობარსაც ძლივს იჭერდა... ერთმანეთს ებღაუჭებონენ... არც ერთს არ ჰყავდა მხსნელი... კოდალასაც კი მიეტოვებინა ერთ დროს მედიდურად მდგარი ხე... ღორების მოსასვენები გამხდარიყო ის ადგილი... ნელ-ნელა გახმა, საქანელა ჩამოწყდა... ერთმანეთს ვერაფროთ უშველეს... შეშადაც არავინ წაიღო მისი ტოტები... და… დღესაც იქ არის... წაქცეული... საქანელაზედ დამხობილი...
Subscribe to:
Posts (Atom)












