Sunday, October 30, 2011

მე ჩვენთვის

მე ავაშენებ სახლს ჩვენთვის,
მწვანე აგურებით და ფერადი სილით...
მე ავაშენებ კიბეს, სახლის კარამდე,
 ხის ტოტებით და ფერადი ფოთლებით...
მე დავაგებ გზას ჩვენს კიბემდე,
პატარა ფერადი ქვებით...
მე ავაგებ ხიდს ჩვენს გზამდე,
არა ვიწროს, მხოლოდ ისეთს - 
ჩვენ ორნი რომ დავეტიოთ...
მე ყვავილებით მოვრთავ მინდორს,
ჩვენს ხიდამდე მოსასვლელს...
მე დელფინებით ავავსებ ზღვას,
ჩვენს მინდვრამდე მოსაცურს...                                          
ჩვენი სახლის სახურავს                                      
მისწვდებიან ბავშვები,
ოცნებების ფერებით
დახატავენ ზღვას...
ჩვენი სახლის კიბეზე,                                                     
ისევ ორნი ვისხდებით...                                        ნახატის ავტორი: რატი ფირცხალავა
ისევ მარტი იქნება - 
გაბუტული ფერებით...
მე ავაშენებ ფერად ოცნებას... 
შენ რას გააკეთებ ჩვენთვის?