Wednesday, September 28, 2011

"ომი და ჟურნალისტი" ამონარიდი პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. არაფრისაა არ ეშინიათ, საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. შენ გგონია, სტატიების დასაწერად იქცევიან ასე? არა, ძვირფასო, უბრალოდ საფრთხის, თავგადასავლის ან სისხლში მოჭარბებული ადრენალისნის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთხელაც ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ბრძლის ველი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობო. ის კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე საუბრობდა. მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო (...). ომში ყველა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს (...), იცი, რას გრძნობენ?! ადამიანის ნამდვილ არსს, სიამოვნებას! (...) სიყვარულს (...). ნიკოტინივითაა. თუ ომის ველზე ვარ, ცხოვრება აზრს იძენს. რამდენიმე დღე არ ვბანაობ, ღამეში სამ საათს მძინავს, სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ, ვიცი, შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს; ცხოვრებისა და სიყვარულის ძალას. იქ უადგილოა სევდა, ეჭვები... სისულეები ქრება - მხოლოდ სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი (...) ეს ღვთაებრივ შუქს ჰგავს. თითქოს ბრძოლის - ყველაზე დიდი საშინელების - შუაგულში, ღვთაებრივი შუქი ანათებს. შიში ბრძოლამდე და ბრძოლის მერე გიბყრობს. სროლის დროს ზღვარზე დგახარ და ყველაზე გმირული და არაადამიანური მოქმედების მომსწრე ხდები. ტყვიების წვიმაში გარბიან, მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ იმავდროულად, თავადაც ყველაფერს ანადგურებენ (...); ეს შეშლილი სამყაროა!  (...) როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. (...)  ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრბულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთის მარტივია და ნამდვილი: "უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს." წარმოგიდგენია? უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ლაპარაკობენ. 

Tuesday, September 27, 2011


"ცოლ-ქმრობა" ამონარიდი 
პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ცოლ-ქმარი უკვე ათი წელია, ერთად არიან. თავიდან სექსი ყოველღე ჰქონად, ახლა - კვირაში ერთხელ, ან ისიც არა, მაგრამ ეს ფაქტი, ყველაფრის მიუხედავ, უმნიშვნელო ხდება, რადგან ისინი ერთად არიან ჭირსა და ლხინში, ერთმანეთის მხარდაჭერას, მეგობრობას გრძნობენ.კაცი მოიწყენს ხოლმე, როცა იძულებული ხდება, მარტო ისადილოს, რადგან მისი ცოლი სამსახურში შეყოვნდა. ქალიც დასევდიანდება ხოლმე,როცა ქმარი მოგზაურობს, მაგრამ ხვდება - ასეთი პროფესია აქვს და რა ქნას! გრძნობენ, რომ რაღაც იკარგება, თუმცა დიდები არიან, სიმწიფის ასაკს, რა ხანია, გადააბიჯეს, იციან, რომ მათ ცხოვრებაში მთავარია სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება, თუნდაც შვილების გამო. სულ უფრო მეტად ეჯაჭვებიან სამსახურს, ბავშვებს და სულ უფრო ნაკლებს ფიქრობენ საკუთარ ქორწინებაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, გადასარევად მიდის, არ არსებობს ვინმე მესამე - ანუ სიყვარული.
ჰო, ამჩნევენ, რომ ყველაფერი ცუდაა. ყველაფერი კი არა, "რაღაც" ვერ არის რიგზე, მაგრამ პრობლემის ამოძირკვა არ შეუძლიათ. დროის გარკვეულ მონაკვეთში სულ უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ერთმანეთზე, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ცდოლობენ, რაც შეიძლება მეტი საქმე გამონახონ, იკითხონ, ქსოვონ, ტელევიზორს უყურონ, მეგობრებთან იარონ, მაგრამ საუბარი მხოლოდ ვახშმის დროს, ანდა ვახშმის შემდეგ შეუძლიათ. კაცი მსუბუქად ბრაზობს, ქალი, როგორც სჩვევია, დუმს. ერთმა ყოველთვის იცის, რომ მეორე მისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ვერ გაუგია, რატომ. ბოლოს და ბოლოს, დასკვნაც გამოაქვთ: ქორწინებაა ასეთი, აღარაფერი შეიცვლება!

ამიტომ მეგობრებთან საუბარსაც ერიდებიან, იმ უბედნიერესი წყვილის როლს თამაშობენ, რომლებიც სულ ერთად არიან და ინტერესებიც საერთო აქვსთ. მერე კი ერთი საყვარელი აქ გაჩნდება, მეორე - იქ. სერიოზული არაფერია, საყვარლები ჰყავთ - სულ ესაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი, განმსაზღვრელი მათი ქცევაა და თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება... მაგრამ უკვე გვიანია! მეტისმეტად გვიანია - აღარაფერი შეიცვლება.

Friday, September 9, 2011

უ-სასრულობა



თუ არაფერი ყოფილა მარადიული თვით მარადისობის გარდა, მაშინ იმ ღამით შენი ხელები რატომღა ჰგავდა უ-სასრულობას. თუ კი ლოდინით გადაღლილს და უსაშველოდ მონატრებულს შენი სუნთქვა და შენი ღიმილი მე მაგონებდა წარსულს. წვიმის წვეთებმა ჩვენს ფანჯრებს პირი დაბანეს ღამით, ჩვენი აჩრდილი ფარდის იქიდან არ დაუნახავს გამვლელს. ტალღიან ნაპირს, პირქუშ ცას არ გაუღიმია ჩვენთის... დილით თბილ ყავას კოცნასთან ერთად არ დაზარებია ჩვენ გვერდით ყოფნა.



არ დამზარებია მეთქვა, რომ მაკლდი, არც ის რომ ბედნიერი ვარ... შენი სიტყვები მე რად მინდოდა, შენმა ხელებმა გაგცეს, მათ ბევრი სითბო რომ მაჩუქეს.



ასე, უ-სასრულობიდან მოხვედი შენივე უ-სასრულობით, მომიტანე უსაშველო სითბო და თბილი ხელები, გულში ჩამიკარი და მერე ისევ უ-სასრულობაში გაქრი.





ასე უ-სასრულობიდან კიდევ დამიბრუნდი, მაჩუქე უსასრულობა და ბევრი ფიქრი.