Monday, December 12, 2011

''ცერკოვნი ბუნტ'' - საქართველოსა და ქართველების ისტორია


ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ''ცერკოვნი ბუნტ''. მისი პრემიერა 7 დეკემბერს  რუსთაველის თეატრში შედგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი შალუტაშცვილი. 

სპექტაკლი  ისტორიული დრამაა და მასში გადმოცემულია საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში მომხდარი  მოვლენები. თუ როგორ შეეცადა რუსეთი, იმპერიის ხაზინა შეევსო ქართული  საეკლესიო განძით და როგორ აღუდგნენ წინ ქართველები  ამ ფაქტს. სპექტაკლი მიმდინარეობს ქართველი ანა აბაშიძისა და რუსი არტილერისტის ნიკალაი რაევსკის ტრაგიკული სიყვარულის ფონზე.
მოვლენები დრამატულად ვითარდება. ერთდროულად არის გადმოცემული უდიდესი სიყვარული, მეგობრობა, მტრობა, შიში, მარცხი, გამარჯვება, თავგანწირვა და რაც მთავარია ქართველობა. 
სპექტაკლის დეკორაცია, მუსიკა და განათება იმდენად ზუსტად არის შერჩეული, რომ თითოეული მაყურებელი მოვლენის ნაწილი ხდება. მსახიობებს იმდენად აქვთ გათავისებული თავიანთი პერსონაჟები, შეუძლებელია არ შეგძრათ მათ მიერ წარმოტქმულმა თითოეულმა სიტყვამ და მზერამ. აღსანიშნავია გიორგი ზანგურის პერსონაჯი  - ერმოლოვი - რომელიც აღფრთოვანებულია ქართველებით, აღიარებს მათ, როგორც უძველეს ერს და ეშინია მათი ერთიანობის. მას სულაც არ მოსწონს რეფორმა, რომელიც იმპერიამ უნდა გაატაროს საქართველოში, თუმცა მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. ერმოლოვის არც ერთ გამოჩენას არ ჩაუვლია ტაშის გარეშე, ეს იყო ზანგურის მიერ ბრწყინვალეთ შესრულებული როლი  და წარმოჩენილი პერსონაჟი.
სპექტაკლში საოცრად არის ნაჩვენები  ქართველი ხალხის ერთობა, ქართველი ქალების თავდადება, რომელიც ნიკალაი რაევსკისთვის მხოლოდ ლამაზი ლექსი იყო მანამდე, სანამ რეალობას ჩახედავდა  თვალებში. აღსანიშნავია, რომ რაევსკი ქართველია და ქართველების წინააღმდეგ იბრძვის. ის თავის ყოველ ნაბიჯს იმით ამართლებს, რომ დავალებას ასრულებს. 
ძალიან მძიმედ არის ნაჩვენები  დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის დაკავების სცენა. ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. 
ქართველები საეკლესიო განძის, ხატ-ჯვრების, გადარჩენისთვის იბრძვიან და ეწირებიან მას. სპექტაკში საოცრად არის ნაჩვენები ქართული სული, შემართება, ვაჟკაცობა, სინანული და მომავლის იმედი. ნაჩვენებია თუ როგორ გადაეკიდა, ორი,  ერთმორწმუნე ერთი ერთმანეთს. როგორ შეიწირა ამ ბრძლობამ ორი ადამინის სიყვარული.
შეუძლებელია ამ სპექტაკლის ემოციების გარეშე ნახვა. წარმოუდეგენელია არ იგრძნო თავი ნამდვილ ქართველად და არ გახდე ამბის მონაწილე. სპექტაკლის დროს აუცილებლად გაგიმძფრდება უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან აქ გადმოცემულია ორი ერის მტრობის დასაწყისი.
სპქეტაკლის ფინალი საოცარია, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. სცენა და სიტყვები, რომლითაც სპექტაკლი მთავრდება  სულიერად შეგძრავთ. გაგრძნობინებთ რომ ქართველი ხართ, რომ საქართველოში დაიბადეთ და რომ შენი ერის ისტოერიის მუდმივი თანამდევია ბრძოლა. ეს უბრალოდ უნდა ნახოთ. 
სპექტაკლის ნახვის  შესაძლებლომა კი გეძლევათ 14 და 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. 

ნახეთ და გამიზიარეთ თქვენი ემოციები. 


            

Thursday, December 8, 2011

ახალი ტექნოლოგიების გავლენა ორგანიზაციებზე



samyaro yvelaze radikaluri, swrafi transformaciisa da komerciisaken miiswrafvis. Bbolo ramdenime welia eleqtronuli bazari gaizarda. gaCnda Cipebi, socialuri qselebi, e. w eleqteronuli gzatkecili. aTasobiT dargi gaaqro axalma teqnjologiebma, bevri samuSao gaxda moZvelebuli,zogi maTgani gaqra,zogi ki axalma Caanacvla. e. w ‘’sainformacio magistrali’’ gavlenas axdens pirebsa da organizaciebze, ise, rom ar igrZnoba kacobriobis istoria. axali teqnologiebisa da kompiuteris gareSe, momavalSi veravin SeZlebs moSaobasa da warmatebis miRwevas.
axali teqnologiebi ukve bevr organizaciaSi Sevida da maTi maCvenebeli yoveldRe izrdeba. bevri kompania iRebs axal teqnologiebs, raTa gazardos mogeba da darCes konkurenunariani swrafad cvalebad bazarze. informaciuli teqnologia iseve mniSvnelovani gaxda, rogorc informacia biznes samyaroSi. axali teqnologia informaciis gamoyenebisa da gavrcelebis saSualeba gaxda, aman ki gamoiwvia sainformacio teqnologiebis gafarToeba swarafad ganviTarebad  sferoSi.
informaciuli sazogadiebis xuTi ganmsazRvrelidan erT – erTia teqnologiuri. mis centrSi dRes mravali teqnologiuri inovaciaa, romelic 1970 – iani wlebis Semdeg gaCnda.  axali teqnologiebi  _ axali drois dadgomis erT –EerTi gamorCeuli niSania da maT miiCneven informaciuli sazogadoebis dabadebad. igi gulisxmos

Saturday, December 3, 2011

ჩვენი სამი ეტაპი





იმ დღეს


იმ დღეს არაფერი იყო უჩვეულო და არც არაორდინალური...ისევ გაზაფხული და ზამთარი ებროძოდა ერთმანეთს... შენ ისე წყნარად გეძინა და მხოლოდ ხანდახან ახელდი თვალებს...
მზერა მთვრალი, ამღვრეული და ეშმაკური...
თუმცა ქცევა უეშმაკო და გაუმიზნავი...
თავად მოვიდა შენი სიტყვები... თბილი ხელები და ლოყაზე ტუჩების თამაში....
პირველი საჩუქარი სრულიად უცხოსგან, მაგრამ თვალები სულ სხვა...
უცებ ნაშოვნი რამდენიმე ღერი სიგარეტი...
ყველა წამში მოწეული და მერე ისევ ღერების ძებნა...
სრულიად უცხოსთვის გულახდილად გამხელილი ცხოვრების მთელი რეალობა...
მაინც სულერთია... შენთან მინდა...
ღმერთო ის ხომ სრულიად უცხოა...
არა თვალების ბრალია...
ან იქნებ მისი პირდაპირობის...
არ ვიცი...მთელი საღამო წინ არის...
ის მთვრალი...მე კი ფხიზელი...
ვზივართ შენობის კუთხეში...
მე ჩემზე... ის თავის თავზე...
მერე მივუყვებით ქუჩას... ორი უცხო ვართ და თითქოს ნაცნობი...
პირველ ნაბიჯებს ვდგამთ...
მთელი საღამო ერთად ვართ...
სახლი არა გვაქვს არსად...
წვიმის წვეთები გვასველებს...
ორი უცხო ვართ ის კი გვაერთებს...
მარტოები ვართ ქუჩაში... ბნელში...გვიან...
აღარ ვაპირებტ წასვლას...
დილით შევხვდებით - ალბათ...
 არც ერთს არ გვჯერა - მივალთ...
ბანალურია თითქოს ეს გული საშინლად მიცემს...
იმ დღეს დაიწყო რაღაც...
დღემდე გრძელდება ჩემში...მასში...
მასში?




სიშორის მერე


დუმილი დარღვეული,

Friday, November 25, 2011

მე ღარიბი ვარ! შენ?


ვისწავლე მარტივად ცხოვრება, პრეტენზიების გარეშე. მათ კარგი არაფერი მოაქვთ. ერთმანეთში არ აურიოთ პრეტენზია და  მოთხოვნილება. ამ უკანასკნელის გარეშე კაპიკია ადამიანის ფასი... უნდა მოითხოვო, რათა მიიღო და ამავდროულად გაცე კიდეც. პრეტენზიულობა კი გაცემას არ გულისმობს...
დღეს მე ღარიბი ვარ. არც საშუალო ფენას მივეკუთვვნები და არც

Wednesday, November 23, 2011

მსოფლიოს საოცარი და დიდი ბიბლიოთეკები

1) საოცარი ბიბლიოთეკები

ციურიხის სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა



ესპანეთის პარკის ბიბლიოთეკა 



Saturday, November 19, 2011

თბილი ღიმილი

არა...არა... ახლა უნდა მოვასწო...ვიჩქარო და ვთქვა.... არა, კი ვერავინ დამასწერბს ამის თქმას, არც თავიდან ამომიფრიდნება, მაგრამ უცებ რომ მოგაწყდება აზრი და ფიქრობ გამექცევაო, ისე დამემართა ახლა...
არა და არსადაც არ წავა და არ დამემალება,ან მე როგორ უნდა დამემალოს...პირიქით ზოგჯერ მე ვემალები....

მოკლედ ვადუღებ ყავას (ეს ისედაც იცით)...დღეში რამდენჯერ ეგ

Tuesday, November 15, 2011

ფოლკლენდის ომი და მისი გაშუქება


ფოლკკლედნდის ომი 1982 წლის 2 აპრილიდან 14 ივნისამდე მიმდინარეობდა. ეს სახელწოდება მან ფოლკლენდის კუნძულების გამო მიიღო და შესაბამისად ომის მიზანი იყო ამ კუნძულების დაკავება. კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ არგენტინა და დიდი ბრიტანეთი. დაპირისპირების მიზეზი იყო: 1833 წელს აგერთიანებულმა სამეფომ ფოლკლენდის კუნძულები ხელში ჩაიგდო, რამაც აგმოიწვია არგენტინის მოსახლობის გაღიზიანება. მას შემდეგ, რაც 1981 წელს არგენტინის ხელისუფლებაში მოვიდა ეგნერალ - ლეიტენანტი ლეოპოლდ გალტიერი, მან გადაწყვიტა ბრიტანეთისადმი ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება გამოეყენებინა და კუნძულების მოსაპოვებლად.
სწორედ ლეოპოლდ გალტიერმა მიიტანა პირველი იერიში ფოკლენდის კუნძულებსა და სამხრეთ ჯორჯიაზე. თავდაპირველად მან სამხედრო წარმატებასაც კი მიაღწია. თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო-საზღვაო გემი გაგზავნა კუნძულების დასაბრუნებლად, არგენტინის ძალები დასუსტდა და გამარჯვება ბრიტანეთს დარჩა.    სამხედრო ძალას ადმირალი სერ. ჯონ ფილჰაუსი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია რომ

შეჩვეულ-შეუჩვეველი თრობა


დამთვრალხარ ერთი ჭიქა ყავით? გიგრძვნია ბანანის ცივი წვენის სიმძიმე , როცა მდორედ მიედინება შენს  ცხელ სხეულში?.... თრობიდან გაგრილებამდე და პირიქით...
თითქოს არაფერი უცხო და მაინც ყოველთვის ახალი, სხვებისთვის შეუცნობელი სითბო... დაღმართს ჩაყოლილი მოლოდინი და აღმართს ამოყოლილი ღელვა... ღელვა მაინც, დროის მიუხედავად...

სიტყვებში ვერ ჩატეული გრძნობდა და მაინც... უაზრო ფრაზით აღქმული სცენა...
შეუცვლელი გრძნობა... მონატრებას შემატებული

Monday, November 7, 2011

მაჩუქე თოვლი


20+ერთხელ მოთოვა... 20+ერთხელ გადათეთრდა ასფალტი,მთებზე დარჩა თოვლი და იგი დაილია ხალხში...
მოფრინავს თეთრ ფერად, ხან წვრილად , ხან მსხვილად, ამბობენ ზოგჯერ ცრის და ზოგჯერაც ბარდნისო...თვითონ არ იცის... უბრალოდ ფრენა უყვარს...უჩვეულოდ ნელა მოფრინავს და მიწას მაინც სწრაფად ენარცხება... მისთვის სულერთია რომ გადნება, გაქრება ან ხალხი გათელავს...უხარია - მეგობრებთან ერთად რომ კრავენ და აგროვებენ, მერე ისვრიან... ისევ ფრენის განცდა ეუფლება... მოწონს, მაგრამ

Saturday, November 5, 2011

საძინებლის სამზარეულო

დილას, რა მნიშვნელობა აქვს რომელზე, როცა ვიღვიძებ, ჩემით? არა! რა ჩემით...აი ეს  მაფხიზლებს... ამბობენ, მელოდია რომელიც ადამიანს გაღვიძებას აიძულებს, მისთვის აუტანელი ხდებაო... ტყუილია... დილის მერცხალს ჰგაქვს, თუმცა შეიძლება დილა სულაც არ იყოს...
1. შევიფხიზლო... ბალიში გავასწორო...ჩავეშვა და ხუთ წუთში თავიდან გამოვფხიზლდე.

2.ფანჯარას შევხედო... სულერთია როგორი ამინდია, ის ყოველთვის დაბურული და სველია (იცი რა ლამაზად თამაშობონ მზის სხივები წყლის პატარა წვეთებზე, რომლებიც მინას ნელ-ნელა მოუყვებიან)...?
3.წამოვდგე...თბილი ფეხების თითის წვერებით ოთახის ბოლოს მივიდე, ცივი ჩავიცვა, გავათბო...მერე, ისევ მე რომ გამათბოს...

4. ერთი კიბე...

Wednesday, November 2, 2011

მოვუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯიბეს


ავტორები: თამარ ნარინდოშვილი, თათა ახვლედიანი


რა შეიცვლება თუ ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლი გამკაცრდება და ჯარიმა ფეხით მოსიარულეებზე   3 ლარი კი არა უფრო მეტი გახდება? თბილისში, 31 ოქტომბერს ჩატარდა ქუჩის გამოკითხვა, სადაც ნათლად ჩანს რომ ცვლილებისკენ სურვილი არის,მაგრამ არც დამრღვევთა რიცხვია ნაკლები.

ქართველი ხალხი თავნებაა. მათთვის წესების დადგენა სულარ არ ნიშნავს მათ დაურღვევლობას. პირიქით უფრო ზრდის სურვილს, მოიქცე საპირისპიროდ. ქუჩაში ყოველ დღე ათასობით ადამიანი გამოდის. ზოგი ფეხით მოსიარულეა, ზოგი კი ტრანსპორტით. ისინი ყოველ წუთს უქმნიან ერთმანეთს საფრთხეს, რადაგნ არ იცავენ მოძრაობის ელემენტარულ წესებს. ყველა მათგანმა იცის სამი ფერი: წითელი - გზა დაკავებულია, ყვითელი - მოვემზადოთ, მწვანე - გზა თავისუფალია. გამეორება ცოდნის დედააოო, მაგრამ რად გინდა, საზოგადოებაში ამ ფვერების დანიშნულება სრულიად შეცვლილია, მაგალითად : წითელი, ყვითელი და მწვანე - სამივე შემთხვევაში გზა თავისუფალია.   ზოგიერთი გაუცნობიერებლად კვეთს გზას, ზოგი იმ მიზეზით რომ ეჩქარება, ზოგს კი უბრალოდ მწვანე ფერის ლოდინი ეზარება. მოსახლეობა, ასე მარტივად, არ უფრთხილდება პირველ რიგში თავის სიცოცხლეს, აფერხებს მოძრაობას და მძღოლებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ამ ბოლო დროს ამ პუნქტებს კიდევ ერთი დაემატა - ჯიბე, ისინი არ უფრთხიან არც იმას რომ გზის არასწორად გადაკვეთის შემთხვევაში მათ საფულეებს თანხა მოაკლდება.
    საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად ამ ტიპის დარღვევა ჯარიმდება 3 ლარით. თუმცა რა... 3 ლარად ვერც სიცოცხლეს იყიდე და ვერც მძღოლს აუნაზღაურებ ზარალს, რომელიც შენმა სიზარმაცემ თუ კანონისადმი გულგრილობამ მიაყენა. სამი ლარი, ვითომ არაფერი თქვენი ჯიბისთვის, ჯობს ისევ თქვენთვის მოიხმაროთ და ხალხ ქუჩაში მშვიდად მოძრაობის საშუალება მისცეთ.


     

Sunday, October 30, 2011

მე ჩვენთვის

მე ავაშენებ სახლს ჩვენთვის,
მწვანე აგურებით და ფერადი სილით...
მე ავაშენებ კიბეს, სახლის კარამდე,
 ხის ტოტებით და ფერადი ფოთლებით...
მე დავაგებ გზას ჩვენს კიბემდე,
პატარა ფერადი ქვებით...
მე ავაგებ ხიდს ჩვენს გზამდე,
არა ვიწროს, მხოლოდ ისეთს - 
ჩვენ ორნი რომ დავეტიოთ...
მე ყვავილებით მოვრთავ მინდორს,
ჩვენს ხიდამდე მოსასვლელს...
მე დელფინებით ავავსებ ზღვას,
ჩვენს მინდვრამდე მოსაცურს...                                          
ჩვენი სახლის სახურავს                                      
მისწვდებიან ბავშვები,
ოცნებების ფერებით
დახატავენ ზღვას...
ჩვენი სახლის კიბეზე,                                                     
ისევ ორნი ვისხდებით...                                        ნახატის ავტორი: რატი ფირცხალავა
ისევ მარტი იქნება - 
გაბუტული ფერებით...
მე ავაშენებ ფერად ოცნებას... 
შენ რას გააკეთებ ჩვენთვის?      

Wednesday, September 28, 2011

"ომი და ჟურნალისტი" ამონარიდი პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. არაფრისაა არ ეშინიათ, საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. შენ გგონია, სტატიების დასაწერად იქცევიან ასე? არა, ძვირფასო, უბრალოდ საფრთხის, თავგადასავლის ან სისხლში მოჭარბებული ადრენალისნის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთხელაც ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ბრძლის ველი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს კარგად ვგრძნობო. ის კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ოჯახსა და შვილებზე საუბრობდა. მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო (...). ომში ყველა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს (...), იცი, რას გრძნობენ?! ადამიანის ნამდვილ არსს, სიამოვნებას! (...) სიყვარულს (...). ნიკოტინივითაა. თუ ომის ველზე ვარ, ცხოვრება აზრს იძენს. რამდენიმე დღე არ ვბანაობ, ღამეში სამ საათს მძინავს, სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ, ვიცი, შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს; ცხოვრებისა და სიყვარულის ძალას. იქ უადგილოა სევდა, ეჭვები... სისულეები ქრება - მხოლოდ სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი (...) ეს ღვთაებრივ შუქს ჰგავს. თითქოს ბრძოლის - ყველაზე დიდი საშინელების - შუაგულში, ღვთაებრივი შუქი ანათებს. შიში ბრძოლამდე და ბრძოლის მერე გიბყრობს. სროლის დროს ზღვარზე დგახარ და ყველაზე გმირული და არაადამიანური მოქმედების მომსწრე ხდები. ტყვიების წვიმაში გარბიან, მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ იმავდროულად, თავადაც ყველაფერს ანადგურებენ (...); ეს შეშლილი სამყაროა!  (...) როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. (...)  ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრბულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთის მარტივია და ნამდვილი: "უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს." წარმოგიდგენია? უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ლაპარაკობენ. 

Tuesday, September 27, 2011


"ცოლ-ქმრობა" ამონარიდი 
პაულო კოელიოს რომანიდან "ზაჰირი"



ცოლ-ქმარი უკვე ათი წელია, ერთად არიან. თავიდან სექსი ყოველღე ჰქონად, ახლა - კვირაში ერთხელ, ან ისიც არა, მაგრამ ეს ფაქტი, ყველაფრის მიუხედავ, უმნიშვნელო ხდება, რადგან ისინი ერთად არიან ჭირსა და ლხინში, ერთმანეთის მხარდაჭერას, მეგობრობას გრძნობენ.კაცი მოიწყენს ხოლმე, როცა იძულებული ხდება, მარტო ისადილოს, რადგან მისი ცოლი სამსახურში შეყოვნდა. ქალიც დასევდიანდება ხოლმე,როცა ქმარი მოგზაურობს, მაგრამ ხვდება - ასეთი პროფესია აქვს და რა ქნას! გრძნობენ, რომ რაღაც იკარგება, თუმცა დიდები არიან, სიმწიფის ასაკს, რა ხანია, გადააბიჯეს, იციან, რომ მათ ცხოვრებაში მთავარია სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება, თუნდაც შვილების გამო. სულ უფრო მეტად ეჯაჭვებიან სამსახურს, ბავშვებს და სულ უფრო ნაკლებს ფიქრობენ საკუთარ ქორწინებაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, გადასარევად მიდის, არ არსებობს ვინმე მესამე - ანუ სიყვარული.
ჰო, ამჩნევენ, რომ ყველაფერი ცუდაა. ყველაფერი კი არა, "რაღაც" ვერ არის რიგზე, მაგრამ პრობლემის ამოძირკვა არ შეუძლიათ. დროის გარკვეულ მონაკვეთში სულ უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ერთმანეთზე, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ცდოლობენ, რაც შეიძლება მეტი საქმე გამონახონ, იკითხონ, ქსოვონ, ტელევიზორს უყურონ, მეგობრებთან იარონ, მაგრამ საუბარი მხოლოდ ვახშმის დროს, ანდა ვახშმის შემდეგ შეუძლიათ. კაცი მსუბუქად ბრაზობს, ქალი, როგორც სჩვევია, დუმს. ერთმა ყოველთვის იცის, რომ მეორე მისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ვერ გაუგია, რატომ. ბოლოს და ბოლოს, დასკვნაც გამოაქვთ: ქორწინებაა ასეთი, აღარაფერი შეიცვლება!

ამიტომ მეგობრებთან საუბარსაც ერიდებიან, იმ უბედნიერესი წყვილის როლს თამაშობენ, რომლებიც სულ ერთად არიან და ინტერესებიც საერთო აქვსთ. მერე კი ერთი საყვარელი აქ გაჩნდება, მეორე - იქ. სერიოზული არაფერია, საყვარლები ჰყავთ - სულ ესაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი, განმსაზღვრელი მათი ქცევაა და თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება... მაგრამ უკვე გვიანია! მეტისმეტად გვიანია - აღარაფერი შეიცვლება.

Friday, September 9, 2011

უ-სასრულობა



თუ არაფერი ყოფილა მარადიული თვით მარადისობის გარდა, მაშინ იმ ღამით შენი ხელები რატომღა ჰგავდა უ-სასრულობას. თუ კი ლოდინით გადაღლილს და უსაშველოდ მონატრებულს შენი სუნთქვა და შენი ღიმილი მე მაგონებდა წარსულს. წვიმის წვეთებმა ჩვენს ფანჯრებს პირი დაბანეს ღამით, ჩვენი აჩრდილი ფარდის იქიდან არ დაუნახავს გამვლელს. ტალღიან ნაპირს, პირქუშ ცას არ გაუღიმია ჩვენთის... დილით თბილ ყავას კოცნასთან ერთად არ დაზარებია ჩვენ გვერდით ყოფნა.



არ დამზარებია მეთქვა, რომ მაკლდი, არც ის რომ ბედნიერი ვარ... შენი სიტყვები მე რად მინდოდა, შენმა ხელებმა გაგცეს, მათ ბევრი სითბო რომ მაჩუქეს.



ასე, უ-სასრულობიდან მოხვედი შენივე უ-სასრულობით, მომიტანე უსაშველო სითბო და თბილი ხელები, გულში ჩამიკარი და მერე ისევ უ-სასრულობაში გაქრი.





ასე უ-სასრულობიდან კიდევ დამიბრუნდი, მაჩუქე უსასრულობა და ბევრი ფიქრი.


Saturday, May 21, 2011


შენ, ჩემი გული



 შენს გულში ერთი სტატუსი მაქვს. ამ სტატუსით სხვებიც გყავს მანდ კუთხეში. დღეს შენ გვერდით მხოლოდ მე ვარ ამ სახელით.

შენ... გახარებული, ჩემი ფეხების ბაკუნით...
შენ... გაღიმებული, ჩემი ღიმილით...
შენ... ბედნიერი, ჩემი თვალების ცეცებით...
შენ... შეყვარებული ჩემზე...
მე... მგონი შენზე...
ჩემი თითების თამაში... 
შენს უჩვეულო თმებში....
ჩემი ტუჩების თამაში... 
შენს უჩვეულო სახის კანზე...
ჩემი ხელების შეხება... 
შენს უცნაურად დიდ ხელზე....
შენი სურნელი განსხვავებული... ძველი და თანაც სუფთა...
მე ამ სურნელზე შეყვარებული და... შენს გულმკერდში თავის ჩარგვა...
შემომრჩი მოგონებებში...
შენი ჭაღარა თმებით,შენი, ჩემი ღიმილით...
შენი, უჩვეულოდ თბილი ხელებით...
შენი სურნელით და ჩემი ძილით შენს მკერდზე...
შემომრჩი, როგორც განძი...
როგორც ერთი და კენტი...
შემომრჩი მოგონენბებში...
სკამზე იჯექი... გეძინა...
ვერ მოგისწარი... ბაბუ... 

Wednesday, May 18, 2011




უცნაური სიზმარი








პატარა ეზო, თოვლით  


 დაფარული და 


ბეღურებით სავსე...


 ირგვლივ სიჩუმე...…


ეზოში არავინ... მზე


 დაფარული 


ღრუბლებით... საღამოს პირი... 


ღრუბლებში მიმალული მთვარე... თოვას 


იწყებდა...მოფრინავდნენ ფანტელები 




ზანტად ზეციდან და ეზოში ახლადშეღებილ სკამს


 ეკვროდნენ... სკამის ქვეშ პატარა, 


ლურჯი იები, სიცივეს სულაც არ უფრთხოდნენ... თოვლი


 კი განუწყვეტლად 


მოდიოდა...







ეზოში პატარა


 გოგონა 

გამოჩნდა...


 სიფრიფანა, 

ცისფერი 


სარაფანი ეცვა,


 თმაში 

თეთრი გვირილა


 ჰქონდა 

ჩაბნეული 




                                                                                                  




და ხალისით დარბოდა


 თოვლით 

დაფარულ ეზოში.













ეს ალბათ იყო ბავშვობის


 სული. 




უდარდელი და ბედნიერი. 






მას არ აწუხებდა სიცივე


 ზამთრის... 




ის იყო თბილი


 გაზაფხულივით და


 მისთვის არ გადიოდა


 დრო...






რა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ერთი პატარა სიზმარი იყო.






Tuesday, May 10, 2011

ჩემი მუზა




 ისე ჩუმად შეგიჩვიე... ჩუმად შეგეხე მხრებზე...არ მიფიქრია სხვებზე, შენ, რომ გაკოცე თმებზე...არ მინატრია ღიმილი, ისე გაჩუქე სიცილი...ბევრი გრძნობა და ალერსი,ბევრი სითბო და სიტყვები...




ახლა დაღლილი ტკივილით,ცრემლებით, დაღლილი შენი სიტყვებით, მაგიდის ბოლო კუთხეში, მიმოკუჭული ფურცლებით, დაცლილი გრძნობით, დაცლილი კალმით სურვილი გამიჩნდა მეწერა შენზე...








გუშინ მუზამ მიმატოვა, თუმცა ჩემში დარჩა... არაფერიც არ დამთავრდა იმ დღეების გარდა... სულის კუთხეში დაღლილ გრძნობათა დიდი დასტები დამრჩგაუფერულდა კოცნა. გემო დაკარგეს ტუჩებმა, გული აღარ ცემს... მოთოვა... ჩემს ფანჯარასთან ბეღურა... გაითოშა...

















Wednesday, May 4, 2011


 გაყინული

თოვლით იყო არემარე დაფარული... ყინავდა... წვიმანარევი თოვლი გამალებით ეცემოდე მიწას, თითქოს ბრაზობს მასზეო... თეთრად შემოსილი იყო სიჩუმით მოცული ქალაქი... ხალხი არ ჩანდა... ხეებს ტოტები გაყინბვოდათ... მდინარე ცივად
 მიედინებოდა, მისი თეთრი ქვები ყინვას გაეპრიალებინა და თითო-ოროლა გამვლელს თვალს ჭრიდა.ხიდის კუთხეში მოხუცი კაცი ხელგაშვერილი იჯდა... გაყინულ მტევანში კი ერთი თეთრიც კი არ ეგდო... თვალები ცრემლიანი ჰქონდა... ტუჩები ლურჯი... სახე წითელი... კბილები დაკრეჭილი... ძაგძაგებდა... დახეული ფეხსაცმელიდან გაყინული თითი უჩანდა... დაფლეთილი მოსასხმამი სხეულს ვერ უფარავდა... ჭაღარა თმებს ქარი აქეთ-იქით უფრიალებდა... მის სახეზე დაცემული წვიმანარევი თოვლის წვეთები სულს უმწარებდა მოხუცს.მიუხედავად ყინვისა მოხუცი ისევ ხიდის კუთხეში იჯდა და ისევ გაწვდილი ჰქონდა ხელი, თუმცა ხურდას აღარ ელოდა... “ხომ შეიძლება თბილი კერა მქონდეს... ბებერი ძვლები ცეცხლმა გამითბოს... შვილიშვილები დარბოდნენ ჩემ წინ და სიკვდილის სულაც არ ვნატრულობდე... ზედმეტი ვარ... დედამიწის ტვირთი ვარ... უვარგის კუნძად გამოვეზარდე მიწას... უვარგისი, სარეველა ბალახივით აღმოვცენდი... ტყულიად დავამძიმე ეს ქვეყანა...”ფიქრობდა მოხუცი და სუსხი უფრო აწუხებდა... ყინვისგან ინვალიდს დამსგავსებოდა და ადგილიდან ვერ იძვროდა...იმ ღამით, ხიდის კუთხეში, სუსხში, ერთი მოხუცი, თავისი აზრით ქვეყნის ზედმეტი ტვირთი გაიყინა და ხელი გაწვდილი დარჩა.კუნძად გამოზრდილი მოხუცი მხოლოდ დილით შეამჩნიეს... გაყინულიყო... ხალხი გარს ეხვია... მხოლოდ სიკვდილით მოახერხა ყურადღების მიქცევა და ისიც დროებით... 
დრო ხომ წარმავალია... ყველას თავის უკიდეგანო კალთაში მარხავს და დრო ყველაფერს კურნავს... დრო ჩვენც ჩაგვმარხავს თავის კალთაში და ამაზე არავინ იდარდებს.“დრო მოვა და ჩვენ აღავის ვემახსოვრებით, ეს ვარსკვლავები კი ისევ იციმციმებ ცაზე...” (ფრაზა ფილმიდან, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს).

Sunday, May 1, 2011



ძველი საქანელა




ჩვენი სოფლის ბოლოს დიდი, ტრიალი მინდორია. მის გულში ხე დგას ძველი, ალბათ ორასი წლის, მეტის თუ არა... ბებიებს ბებიები უყვებოდნენ ამ ხის ამბებს... თურმე არაერთი ქორწილი გადაუხდიათ ამ ხის ქვეშ... არაერთი სიყვარულის მომსწრე ყოფილა იგი... და ამ ტრიალ მინდორში ვინ ჰყოლია მეგობრად? თავისსავე ტოტზე ჩამოკიდებული საქანელა... მუდამ ყვავილებით მორთული და ახალგაზრდებით სავსე... წლების მანძილზე მოდიოდნენ ერთად... ერთმანეთს თავის აზრებს უზიარებნენ... წყვილებზე ჭორაობდნენ მათი წასვლის შემდეგ... ქორწილში ბევრჯერ დაზარალებულა საქანელა... მაგრამ მეგობრისა და ხალხის იმედი ყოველთვის ჰქონდა... მეგობრის ტოტით ამაგრებდნენ... ლამაზი ყვავილებით რთავდნენ და პირვანდელ სახეს უბრუნებნენ...მაგრამ დრო რისი დროა, რომ ყველაფერს თავისი კვალი არ დაამჩნიოს...ბავშვები გაიზარდნენ... ქალაქში წავიდნენ... მოხუცები ბუხარს მიუსხდნენ შვილიშვილების მოლოდინში... ზოგი კი უკვე დიდი ხანია წავიდა... ასე, რომ ხესა და საქანელას პატრონი არავინ დარჩა... განა პატრონი ჭირდებოდათ? მათ მხოლოდ მეგობები შემოაკლდათ... ახლა მოგონობებით სუნთქავდნენ... ბევრი ჰქონდა გასახსენებელი, მაგრამ წარსული მაინც წარსული იყო... საქანელას არავინ აკითხავდა, არც ხის ჩრდილის ქვეშ ისვენებდა ვინმე...წვიმა და ქარი სიბერესავით მოერია მეგობრებს... საქანელას თოკები დაულპა, ტოკზე შემოხვეული ყვავილები დაჭკნენ... ხეს დიდი ფუღურო გაუჩნდა... მისი დიდი, მსხვილი ტოტები დასუსდა და უკვე თავის განუყრელ მეგობარსაც ძლივს იჭერდა... ერთმანეთს ებღაუჭებონენ... არც ერთს არ ჰყავდა მხსნელი... კოდალასაც კი მიეტოვებინა ერთ დროს მედიდურად მდგარი ხე... ღორების მოსასვენები გამხდარიყო ის ადგილი... ნელ-ნელა გახმა, საქანელა ჩამოწყდა... ერთმანეთს ვერაფროთ უშველეს... შეშადაც არავინ წაიღო მისი ტოტები... და… დღესაც იქ არის... წაქცეული... საქანელაზედ დამხობილი...

Friday, April 22, 2011


დღისა და ღამის ჭიდილი





ღამეა ჩუმი, მდუმარე, წყნარი... მშვიდად ვარ, მშვიდად ხარ... ბედნიერება აქ არის, რადგან იდუმალია ღამე... ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთები, საათში წუთების წიკწიკი... ვერ შევაჩერე დრო... მზე ისევ გაათენებს ღამეს... აისს შევეგებები, თუმც სულაც არ მიყავრს დღე...ამოვა მზე და ჩემს თვალებში მუქ ლურჯისფერ სხივს ჩააქრობს... ისევ ნათელი, ცხოვრების ხმაური და დაქანცული დღე... ყოველდღე ერთი და იგივე: ხმაური, სიცილი, ყვირილი, ტირილი, სევდა და ათასი ხალხი ერთურთში ნარევი.გადატვირთული ქუჩები, სხვადასხა ენასა და თუ კილოზე მოასაუბრე ათასი კაცი... გაცოცხლებულან სახლები... კორპუსები სულ მაღლა მიიწევენ... მზეს ებჯინებიან... ისევ დაიღალა დღე...საღამო... დაწყნარდა ქუჩა... მანქანები შემცირდა... ხალხიც აქა-იქ დადის... თითქოს ჰაერიც უფრო მსუბუქი გახდა...ისევ ღამე... სიბნელე... მუქი ლურჯისფერი სხივი... ისევ საათის წიკწიკი... ისევ გარბიან წუთები... მე მაინც მიყვარს ეს მდუმარება, ეს ცივი შუქი მთვარის, ეს ღამის აჩრდილები და ეს წვეთები წვიმის...დროს ვერ გავაჩერებ... ეს ღამეც გავა... აისი ისევ აავსებს სახლებს და ისევ იქნება ხმაური ხალხის.

Sunday, March 13, 2011

ჩვენ







ექვსი... მზის სხივები ძალიან გვათბობენ, არეული მარტია, გზა თოვლიანი, თოვლზე ჩამოწოლილი ნისლი (რომელიც არასდროს მინახავს), ნისლში შემოჭრილი მზის სხივები და უჩინარი გზატკეცილი. გზა შენკენ ლამაზი, უჩვეულო, შენიღბული და თბილი. შენ ისევ უხილავი, უცნობი, აღუქმელი და მოლოდინი ჩემი.
ღამიდან ღამამდე ლოდინი, წამების თვლა, ისევ საათის წიკწიკი, უძილო თვალები, დაღლილი სხეული და წარმოუდგენელი შენ  ჩემს წარმოდგენილ ადგილას, ჩემთვცის უცნობ და შენეულ სახლებზე...   დავდივართ...

ცა... ზოლიანი ღრუბლით... ჩამავალი მზით... ცის ფერი, სულ სხვა ფერად აღქმული... მოლოდინი აღსრულებული... წამების დათვლა შეწყვეტილი, დრო კი საოცრად სწრაფად მავალი... ახლა... აქამდე არ ჩქარობდა...
ჩვენ სოლიდურები... დაბალი ტონი... მშვიდი... გამოუთქმელი ემოცია და ცაზე ვარსკვლავის პოვნა... დედამიწაზე შენი....
შენ მიერ ნაპოვნი და ჩემ მიერ აღმოჩენილი ხუთკუთხედი...ცივი... ჩვენით გამთბარი... სიგიჟე აღქმული ჩვეულ მოვლენად... ფიქრები მავალი მხოლოდ  შენკენ... ირგვლივ ყოველი გამქრალი... ჩემი მოცეკვავე ლამპიონებიც ჩამქრალი... ჩვენი თვალების სხივები... არა, თვალებში არ ჩამიხედავს...
შენ გვერდით საოცრად მშვიდი და სულიერად დიდი...

Friday, March 4, 2011

Nightclubs - 10 საუკეთესო მსოლიოში


გართოსბისა და ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ღამის კლუბი ამერიკაში აკრძალული იყო, რადგან იქ მოიხმარდნენ და ყიდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, რის გამოც მათ უხდებოდათ მიწისქვეშ მუშაობა. მხოლოდ 1933 წლიდან გახდა ღამის კლუბი ლეგალური. პირველი საცეკვაო მოედანი და განათების ეფექტი გამოჩნდა 1953 წელს საფრანგეთში კლუბ "Whisky à Gogo - ში".
კლუბი არის გასართობი ადგილი, რომელიც ძირითადად საღამოს 9 საათზე იღება. აქ არის ბარი, საცეკვაო მოედანი, სცენა DJ - ისთვის და განცალკევებული ადგილი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეიქმნან განსხვავებული განწყობა და მოუსმინონ შედარებით წყნარ მუსიკას.
კლუბებში ხშირად მოქმედებს  facecontrol - ი  და  dress code - ი.
მსოფლიოში ათასობით კლუბია, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან პოპულარულია, ზოგიერთი კი ნაკლებად. ზოგიერთი მხოლოდ ვიწრო წრისათვის არის, ზოგიერთი კი ყველასათვის.
ღამის ცხოვრების, ელექტრონული მუსიკისა და ცეკვის მოყვარულთათვის კლუბი ყველძე კარგი ადგილია.
ამ პოსტში შემოგთავაზებთ მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბს.

10. Cielo  New - York







9. Club Space - Miami






8.The Guvernment - Toronto






7.stereo - Montreal 





6.Watergate - Berlin






,

5. Zouk - Singapore





4. Space - Ibiza




3. Matter - London











2. Pacha - Ibiza





1. Fabrik - London