Sunday, May 1, 2011



ძველი საქანელა




ჩვენი სოფლის ბოლოს დიდი, ტრიალი მინდორია. მის გულში ხე დგას ძველი, ალბათ ორასი წლის, მეტის თუ არა... ბებიებს ბებიები უყვებოდნენ ამ ხის ამბებს... თურმე არაერთი ქორწილი გადაუხდიათ ამ ხის ქვეშ... არაერთი სიყვარულის მომსწრე ყოფილა იგი... და ამ ტრიალ მინდორში ვინ ჰყოლია მეგობრად? თავისსავე ტოტზე ჩამოკიდებული საქანელა... მუდამ ყვავილებით მორთული და ახალგაზრდებით სავსე... წლების მანძილზე მოდიოდნენ ერთად... ერთმანეთს თავის აზრებს უზიარებნენ... წყვილებზე ჭორაობდნენ მათი წასვლის შემდეგ... ქორწილში ბევრჯერ დაზარალებულა საქანელა... მაგრამ მეგობრისა და ხალხის იმედი ყოველთვის ჰქონდა... მეგობრის ტოტით ამაგრებდნენ... ლამაზი ყვავილებით რთავდნენ და პირვანდელ სახეს უბრუნებნენ...მაგრამ დრო რისი დროა, რომ ყველაფერს თავისი კვალი არ დაამჩნიოს...ბავშვები გაიზარდნენ... ქალაქში წავიდნენ... მოხუცები ბუხარს მიუსხდნენ შვილიშვილების მოლოდინში... ზოგი კი უკვე დიდი ხანია წავიდა... ასე, რომ ხესა და საქანელას პატრონი არავინ დარჩა... განა პატრონი ჭირდებოდათ? მათ მხოლოდ მეგობები შემოაკლდათ... ახლა მოგონობებით სუნთქავდნენ... ბევრი ჰქონდა გასახსენებელი, მაგრამ წარსული მაინც წარსული იყო... საქანელას არავინ აკითხავდა, არც ხის ჩრდილის ქვეშ ისვენებდა ვინმე...წვიმა და ქარი სიბერესავით მოერია მეგობრებს... საქანელას თოკები დაულპა, ტოკზე შემოხვეული ყვავილები დაჭკნენ... ხეს დიდი ფუღურო გაუჩნდა... მისი დიდი, მსხვილი ტოტები დასუსდა და უკვე თავის განუყრელ მეგობარსაც ძლივს იჭერდა... ერთმანეთს ებღაუჭებონენ... არც ერთს არ ჰყავდა მხსნელი... კოდალასაც კი მიეტოვებინა ერთ დროს მედიდურად მდგარი ხე... ღორების მოსასვენები გამხდარიყო ის ადგილი... ნელ-ნელა გახმა, საქანელა ჩამოწყდა... ერთმანეთს ვერაფროთ უშველეს... შეშადაც არავინ წაიღო მისი ტოტები... და… დღესაც იქ არის... წაქცეული... საქანელაზედ დამხობილი...

No comments:

Post a Comment

:)