Thursday, November 25, 2010

მსხლის ხე

  ჩემს ეზოში მსხლის ხეზე კვლავ გაყვითლდა ფოთლები...ყოველდღე ერთი მათგანი მოფრინავს ხიდან,თან მოაქვს სევდა...შემოდგომაა გვიანი  და ოქროს ფოთლებს მიირთმევს მიწა...მე მენანები...წლების მანძილზე მხოლოდ დღეს,მხოლოდ დღეს შევამჩნიე შენი ფოთლების ფერთა სიმკვეთრე...შენ მაღალი ხარ და შენი ჭრელი ფოთლები ჩემი სახლის სველ სახურავს ეცემა...
       მე არ ვიცი რამ დაგისცველა ფოთლები,წვიმამ თუ სევდამ,მაგამ ყოველ დილით შემოგხედავ თუ არა ვხვდები თუ როგორ ამშვენებს მზე ჩვენს ცხოვრებას,შენს ფიქრებს ათამაშებს დილის ნიავი და მზის სხივები შენს ჭრელ ფოთლებზე ნაზად ელავენ....
         უმთვარო,ნისლიან ღამეს შენი ფოთლები მაინც ბრწყინავენ...მე მომწონს მათი სხივები და გამოხატული სევდა...იცი?შენ ზღვის პირას უნდა იდგე და მთვარიან ღამით შენი ფოთლებით ზღვის ტალღბს აბობოქრებდე.....
          შემოდგომაა გვიანი და შენს ფოთლებს მოელის მიწა...
         ახლა ვზივარ და შენს  ფოთლებს ვხედავ...მიწაზე წვანან...ფერი წასვლიათ თითქოს...შარშან მე ვერ შევამჩნიე შენი ჭრელა–ჭრულა ფოთლები...მხოლოდ იმიტომ,რომ არ მეცალა მათთვის...ახლა კი ვნანობ და მენანები...აღარც მსხალი და აღარც ფოთლები...ეზოს კუთხეში ხოლოდ შეშის კუძები...

Monday, November 15, 2010

პორტრეტი - ციცოს მონა

მწვანე მაგიდა...სამი მწვანე სკამი...ორი ყავა...”Wetzel's Pretzels-ის” ჭიქაში ლუდი ''Zibert-ი”..."Avon-ის" საათი,შოპენი მე და ის....
      ის გიოა - ციცოს მონა...მონა,იმიტომ რომ ციცო ციცშვილი თვითონ გამოიგონა...ეთაყვანება მას და მის შვილს გულნაზი გოლეთიანს.ციცოს საფლავზე დადის და მის საპატივცემულოდ გულნაზის სახელზე სამჯერ ჩამოკრავს.ნეტა რამ მოაფიქრა...
        ლექსები უყვარს,მუსიკა...მუსიკით ”იგრუზება”,ლუდი უყვარს...ერთ ჭიქას რომ დალევს აზრები აწვება და ფიქრს იწყებს,მერე ნელ მოძრაობებს აკეთებს და ბოლოს კი ნააზრევს ნელა გამოთქვამს.
       მოკლედ - გიო,ლექსები,ლუდი და ციცო განუყუფელნი არიან.
        გიჟდება მანქანებზე, ”2012-ში” კი ყველა მისი ოცნების მანქანა დაიმტვრა,ნეტა გენახათ როგორ განიცდიდა...ოცნებობს ყავდეს მაგარი მანქანა,მაგარი ნაშა,იყოს ჰოლივუდში,როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ან როგორც ვარსკვლავი.ამბობს,რომ არ არის ისეთი,როგორადაც თავს გვაჩვენებს,ამბობს,რომ დედას ატყუებს,ყველას ატყუებს,თავის თავსაც კი და ბოლოს თავად ჯერა ამ ტყუილების.
         უკვე ვთქვი,რომ ლუდზე გიჟდება.დღესაც დალია...ყველაფერი გაახსენდა რაც უყვარს,ჩემი საათიც შეუყვარდა - უკვე გაცვეთილი.არასდროს მიფიქრია ამ საათზე...ის კი მის გულს ჩააცქერდა,არ ვიცი საიდან,მაგრამ ქალისა და მამაკაცის სახეები დაინახა და ინატრა ერთი ბედნიერი წამი გაეჩერებინა მასზე.
     - ეს საათი ვერ წარმომიდგენია ვერავის ხელზე....
     - ხო? მართლა?
     - შენ ვერ გამიგე...
       და სიჩუმე....
   მივხვდი,რომ არაფერი არ უნდა მეთქავა და ისიც ზედმეტი იყო რაც ვთქვი.
        განსაკუთრებული თითქოს არაფრით,მაგრამ მაინც სხვანაირი...ღრმა და კიდევ სიღრმეს რომ ეძებს...აი ასეთი,იქნებ ისეთი ან იქნებ სულ სხვანაირი,ჩვენ რომ არ ვიცნობთ ისეთი...

Friday, November 12, 2010

შოპენის სული

მეტროსათან აღმართს რომ აუყვები შეუძლებელია ვერ შეამჩნიო პირდაპირ მდგომი კორპუსის მესამე სართულიდან გამომავალი,მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი შუქი.თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ ფარდაზე არეკლილ მოძრაობებს.სახლს მიუახლოვდები თუ არა გაიგონებ ლამაზ მელოდიას და აუცილებლად მიხვდები,რომ აქ შოპენის სული ცხოვრობს.არ ვიცი ვისია ეს სახლი ან ვინ აცოცხლებს გენიოსს ყოველ ღამით და მაინც და მაინც მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი რატომ აურჩევია ოთახის ფერად,მაგრამ მთვარია,რომ ამ ფაჯრის მიღმა შოპენის სული ცხოვრობს.
         ქუჩაში ერთხელ მაინც ყველას გაუგონია ამ მუსიკის ხმა,მაგრამ ყურადღება ბერს არ მიუქცევია.მე კი გულმა ვერ გამიძლო და ბინის კარს მივადექი,მსურდა შემეცნო უცნობი...ზარი დავრეკე,მაგრამ ამაოდ და ასე რამდენჯერმე.მე კი ისევ ვიდექი ამ ფანჯრების ქვეშ.მუსიკის ხმა მხოლოდ ღამით ისმოდა და თითქოს მიძინებულ გარებოს ათბობდა თავისი ჰანგებით.იმ ღგეს კი ხმა გაწყდა,მეც გამაწყვეტინა ფიქრი და ჩემ წინ დავინახე სიგარეტის ნამწვავი...კიბეზე უცებ ავირბინე...კარი ღია დამხვდა და კარებში ჩია,წელში მოხრილ,ჭაღარა მოხუცი...მან ზურგი შემაქცია და წინ გამიძღვა...ვხედავ ბინაში სიღარიბეს დაუსადგურებია...მხოლოდ მაგიდა,ერთი სკამი,კარადა და ფეხმოტეხილი დივანი დგას,რომელსაც ფერდაკარგული,გაცრეცილი საფარი შემოუხვევია...წინ კი ვხედავ მზის სხივებით გამთბარ ვარდისფერ შუქს და ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მთელს სახლში,რომელიც მხოლოდ ღამით იღვიძებდა ...ოთახი როიალით,შუპენის სურათებითა და მისი შემოქმედებით იყო სავსე...სიჩუმეში კი გავიგონე როგორ აჟღერდა როიალი და ვიგრძენი მისი შეხება თითოეულ კლავიშთან...ჩემთვის შოპენი უკრავდა...
         ჩია მოხუცი,ხვეული,ჭაღარა თმით,გრძელი თითებით და სიგარეტიტ ხელში შოპენის სახელით აგრძელებს ცხოვრებას.მას შემდეგ ყოველ ღამით ვპუულობდი სულიერ სიმშვიდეს...სანამ ერთ დღეს არ შეწყდა მუსიკა და  მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი შუქი არ ჩაქრა.
         დღეს ის აღმართი მეტროსთან აღარ მეჩვენება ისე მიმზიდველად და ამაღელვებლად,როგორც მაშინ,როცა აქ პირველად ავიარე...და დღეს...როცა სახლს ვუახლოვდები..მე კვლავ ვგრძნობ მის არსებობას...ქუჩაში ეულად მდგომი ლამპიონი ჩემი ავლის დროს ჩაქრება და აინთება...მასაც მზის სხივებით გამთბარი ვარდისფერი შუქი აქვს...და მგონია,რომ მე ის მესალმება...შოპენის სულის სახით მესალმება...ის არსად წასულა...ცოცხალია და კვლავ ელის იმ წუთს,როდის შეეხება კლავიშებს...

ტატუ – სხეულის სარკაზმი თუ ორგანიზმის მტერი


მოხატული სხეულები,შელამაზებული გარეგნობა და თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება - ტატუ,რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები,როგორიცაა ჰერპესი,სტაფილოკოკი,სხვადასხვა სახის ალერგია,სოკოვანი დაავადებები, „B“ და „C“ ჰეპატიტი,ტუპერკულოზი და ასევე შიდსი.
       ტერმინი „ტატუ’’ნასესხებია პოლინეზიური ენისგან,ტაიტურ დიალექტზე სიტყვა „ტატაუ“ ნიშნავს ნახატს.ევროპაში ტატუს კულტურა 60–იან წლებში ჰიპების მოძრაობასა და როკმუსიკასთან ერთად შემოვიდა.საქართველოში ეს კულტურა 12 წელია არსებობს და პოპულარული გახდა 2000 წლიდან.“.დღესდღეობით სვირინგი ატარებს ხასიათის განმსაზღვრელ თვისებებს.ის არის სრულფასოვანი სტილი და ავანგარდული ხელოვნების სახეობა.ტატუ ხშირად გამოიყენება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ,როგორც შინაგანი იერარქიის იდენტიფიკაციის მეთოდი,ასევე გავრცელებულია ახალგაზრდულ დაჯგუფებებსა და მიმდინარეობებს შორის,როგორც საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა.
          არსებობს სვირინგის რანდენიმე სახეობა:სამუდამო,დროებითი (ბიო ტატუ), რომელიც კანზე რჩება 2-4 კვირა და კოსმეტიკური (პერმანენტული მაკიაჯი ანუ ტატუაჟი),რომელიც გათვლილია 3-5 წელზე.
         აღსანიშნავია,რომ ტატუს დასახატად გამოყენებული საღებავი შეიცავს  პარაფენილენოდიამინს,რომლის გამოყენებაც დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მცირე დოზით.ნახატმა მისი შემადგენლობით შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.ალერგიული რეაქცია ხშირად მოჰყვება  წითელი,ყვითელი და იშვიათად თეთრი საღებავებით გაკეთებულ სვირინგს,ასევე მცირე ალერგიული რეაქციები აღინიშნება იასამნისფერ და მწვანე საღებავებზე.ინფექციის გავრცელების მაღალი რისკია ციხეებში.
          ხშირია შემთხვევები,როდესაც ადამიანები მობეზრებული ან უხარისხოდ შესრულებული სვირინგის გამო მიმართავენ მოშორების ხერხებს,რომელთა შორის გავრცელებულია მექანიკური და ლაზერული საშუალებები.ტატუს მოშორების მექანიკური ხერხი გამოიყენება მაშინ,როდესაც მისი ზომა არ არის დიდი.ასეთ ოპერაციას იკეთებენ ის ადამიანები,რომლებსაც აქვთ მცირე დეფექტები სახეზე.მაგ:ღრმულები ან პიგმენტური ლაქები.რაც შეეხება ლაზერს,იგი იძლევა საშუალებას გათავისუფლდე მომეზრებული სვირინგისგან,მიუხედავად მისი სირთულისა,სიდიდისა,სიღრმისა თუ შეფერილობისა,თუმცა ეს პროცედურა მტკივნეულია და ძვირი ღირს – 4კვ.სმ 200$ . ასევე ლაზერის საშუალებით შეგიძლიათ კორექცია გაუკეტეთოთ ტატუს.
          მიუხედავად მცდელობისა სრულყოფილი შედეგის მიღება შეუძლებელია,რადგან ლაზერით თუ სხვა საშუალებით სვირინგის მოშორების შემდეგ რჩება შრამი,გამომდინარე იქიდან,რომ საღებავის პიგმენტები მოთავსებულია კანქვეშა ცხიმის ქსოვილსი.წაშლის პროცედურის შემდეგ,რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სპეციალისტის მიერ,აუცუილებელია ხანგრძლივი და სრულყოფილი მკურნალობა.მოშორების სირთულის გამო მობეზრებულ,უხარისხო ან ცუდად გაკეთებულ ტატუს ცვლიან ახალი ნახატით,რომელიც მთლიანად ფარავს ძველს.ამ პროცესს ეწოდება „cover-up“ – დაფარვა.

        ტატუს სპეციალისტი ლაშა ცხვარაძე აღნიშნავს: თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ,გსურთ თუ არა,რომ ამ ნახატს მთელი ცხოვრება უყუროთ თქვენს სხეულზე.პასუხი კი თქვენშია.ტატუ უნდა გამოხატავდეს თქვენს ხასიათს,მისწრაფებას და გატაცებას.სვირინგის გაკეთება შეგიძლიათ ყველგან,სადაც გინდათ,მაგრამ თუ თქვენ გსურთ ტატუს განთავსება კისერზე,თითებზე ან მაჯებზე არ გაგიკვირდეთ თუ სპეციალისტი ეცდება თქვენს გადარწმუნებას.ასეთი სვირინგი ხელს შეგიშლით მუშაობა დაიწყოთ ოფისში ან მომსახურების სფეროში.ეცადეთ ნახატისათვის ისეთი ადგილი შეარჩიოთ სხეულზე,რომელსაც ხშირად ვერ ხედავთ.შეხორცების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ:არ მიიღოთ ხანგრძლივი აბაზანა,არ მიაკითხოთ საუნებს,ბასეინებს,მოერიდეთ მზის აბაზანებსა და სოლარიუმებს ორი კვირის განმავლობაში.სვირინგი შეგიძლიათ დაიბანოთ ცივი წყლით და შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ  მალამო.სპეციალისტების მიერ რეკომენდირებულია „ბეპანტენ პლუსი“ ,იგი შეიცავს შეხორცებისათვის აუცილებელ დამაჩქარებელ ნივთიერებებს,ზოგჯერ გამოიყენება „ვაზელინი“,მაგრამ ის მხოლოდ კანის დამარბილებელია და შეხორცებას არ უწყობს ხელს.ტატუს გაკეთების დროს ყველაფერი ხდება,შეიძლება კანიც გაგეჭრათ,მაგრამ მთავარია ხელსაწყო,რითიც ვმუშაობთ იყოს სრულად  სტერილიზებული.ნემსის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3მმ–ს,რადგან ასეთი ნემსით კანის დაზიანების შემთხვევაში შრამი დაგრჩებათ,თუმცა ჩვენთან ამისგან დაზღვეული ხართ.დიდი მნიშვნელობა აქვს რას იხატავთ,რადგან ამან შეიძლება თქვენი ხასიათი შეცვალოს.ტატუმ,რომელსაც იკეთებთ უნდა მოგცეთ ცხოვრების სტიმული.გირჩევთ,რომ დროებითი სვირინგის გაკეთებით კანი არ გაიფუჭებთ.“
           ხალხში სვირინგთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი აზრია ჩამოყალიბებული.გამოკითხული 25 ადამიანიდან უმეტესობას მოსწონს,მაგრამ მხოლოდ სხვის სხეულზე.ვისაც აქვს,ზოგს ჯერ კიდევ არ მოჰბეზრებია,ზოგი კი უკვე ნანობს,რომ ტატუ გაიკეთა.გოგონებს იზიდავთ სვირინგი,მაგრამ მიიჩნევენ,რომ არაქრისტიანულია და არ გაიკეთებენ,ხშირად ოჯახიდანაც არის წინააღმდეგობა.უფროსი ასაკის ადამიანები ხაზს უსვამენ იმას,რომ სვირინგი ჯანმრთელობისათვის მავნებელია და ვინც იკეთებს,მხოლოდ იმისათვის,რომ მოდას მიჰყვება.ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაავადებები შიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ.მხოლოდ ერთმა აღნიშნა,რომ ორგანიზმს ვნებსო,თუმცა კონკრეტულად რას და როგორ არ იცოდა.

            ექიმი დერმატოლოგი შალვა კევლიშვილი ამბობს: „სვირინგის გაკეთებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან ინფექცია,თუმცა თანამედროვე სპეციალისტები ამ რისკს ამცირებენ,რადგან ისინი იყენებენ სტერილურ აპარატებს.ინფექციის გავრცელების დიდი საშიშროებაა მოყვარულებსა და განსაკუთრებით ციხეებში,სადაც შეიძლება გამოყენებული იქნეს არასტერილური აპარატი ან დაბინძურებული მელანი.სვირინგის გაკეთებით თქვენ ზიანს აყენებთ კანს და უშვებთ მასში ფერად ნივთიერებას,მიუხედავად იმისა,რომ ნემსი ღრმად არ ჩადის კანში,თქვენ ყოველ ჯერზე რისკავთ,რომ ორგანიზმში მოხვდეს ბაქტერია ან ვირუსი.შავი საღებავი,რომელსაც ხშირად იყენებენ ტატუს გასაკეთებლად შეიცავს პარაფენილენოდიამინს,რომელიც მცირე დოზით გამოიყენება  რამდენიმე კოსმეტიკურ პროდუქტში და ის იწვევს სხვადასხვა ფორმის ალერგიას.დიდი რისკია არასტერილურმა ნემსა და დაბინძურებულმა მელანმა გაავრცელოს ისეთი დაავადბები,როგორიცაა:ჰერპესი,სტაფილოკოკი,სოკოვანი დაავადებები, „B“ და „C“ ჰეპატიტი,ტუპერკულოზი და ასევე შიდსი.თუ მაინც გადაწყვეტთ გაიკეთოთ ტატუ,აუცუილებლად მიმართეთ სალონებს,რომლებსაც აქვთ ამის ლიცენზია,დარწმუნდით იმაში რომ სპეციალისტი იყენებს სტერილურ ხელსაწტყოებს და ხელთათმანებს,თუ ყველა წესი დაცული იქნება ამ შემთხვევაში დაავადების რისკი ძალიან დაბალია.“

Tuesday, November 9, 2010

ტინეიჯერი

     ისევ პატარა მგონია თავი...ტინეიჯერი ვარ,მაგრამ ამ ეტაპის ბოლო წლებს ვითვლი...თუმცა ჯერ კიდევ ისეთი ვარ,როგორიც პირველ წლებში.იცვლება გარემოება და არ ვიცვლები მე.ისევ დახეული ჯინსებით,ცალცალი კეტით, წარწერიანი გრძელი მაისურით,კეპით,ყურსასმენებით,ჭრელა–ჭრულა სამაჯურებით და დიდი რუგზაკით დავდივარ ამ დიდ ქალაქში.     ყველა შეიცვალა...მე ვერ ვეჩვევი,რომ ამ ასაკის ბოლო წლებს ვითვლი.
     დილით,სიზმრიდან ახლად გამოსული სარკეს მივაშურებ,იქიდან ვიღაც მიმზერს...პატარა გოგო ვარდისფერ პიჟამაში,ქერა თმებით და ცისფერი თვალებით.ვუცქერ და ვფიქრობ,რომ გავიზარდე,რომ ბოლო წლებია ამ საყვარელი წლების.მზიანი დილაა,სუყველას ძინავს...მარტო მე...თავს დავტრიალებ  სარკეს...უკვე დიდი ვარ,მაგრამ...
       ჩავიცმევ ისე,როგორც მჩვევია,დავემსგავსები ბავშვს,ახალ დღესთან შესახვედრად გავალ გარეთ და დაღმართს სირბილით ჩავივლი,მეტროში ბარათს გავატარებ,სიგრილეს ვგრძნობ...დილაა...ბოლო ვაგონში მე ვზივარ მარტო...ფეხები სკამზე (უზდელობაა) და მუსიკით გართული ტკბილად შევექცევი ჩუპაჩუფსის კანფეტს... " მეტრო "რუსთაველი...კარები იკეტება...შემდეგი გაჩერება მეტრი "მარჯანიშვილი" – მესმის და და სწრაფად გამოვდივარ ვაგონიდან.ექსკავატორის საფეხურზე ვჯდები (აკრძალულია) და მივდივარ მაღლა...ყველა მე მიყურებს...მე არა...ჩემს ვარდისფრად შეღებილ ტუჩებს...
     გზას მივდევ ფიქრებში გართული...ვიღაც ქალს ვეჯახები...ბოდიშს ვუხდი და ისევ გზა.გზა და უნივერსიტეტი,პირველი ლექცია...მე კი ისევ ფიქრებში გართული...დახშული გონება და სმენა...მხოლოდ მოლოდინი...როდის გავა დრო...ბოლოს კი ქუჩაში ჩვენი კისკისი...უკვე არაფრით დაღლილები... (სტუდენტები).
     საღამოს ოპერასთან შენ...შენ ჩემზე ბევრად დიდი...სერიოზული,მაგრამ მაინც ბავშვური...შენ ხომ ჩემსავით გიყვარს მუსიკა,ჯინსები,გიჟური ცხოვრება...ერთად დავუყვებით დაღმართს...ჯაფე ''მაესტრო"...კარგი მუსიკა და ერთმანეთით ტკბობა.შენ აღარ ხარ ტინეიჯერი,მაგრამ ჯერ ვერც შენ გაცდი ამ ასაკს...ალბათ,ყველა ებღაუჭება ამ ულამაზეს წლებს...
     უკვე ათია...სახლში მივდივართ...ცალცალკე...გავიბუტები...სწრაფად ჩავირბენ ექსკავატორს...შენ მომდევ და ვაგონი გასწრებს...
     როგორც ყოველთვის ბოლო ვაგონი...ცარიელი...მარტო ვზივარ და არ მინდა სახლში...მესმის "ბოლო გაჩერება...გთხოვთ,გაათავისუფლოთ ვაგონები" და ასე რამდენჯერმე,სანამ მეტრო არ შეწყვეტს მუშაობას...ვმშვიდდები...უკვე თორმეტია,თითქოს მეძინება...მოვდივარ სახლში..ნელა მივუყვები აღმართს...და წყნარი მელოდია...
    დღეს დრომ კიდევ ერთი ბავშვობის დღე მომპარა.ხვალ ისევ იგივე იქნება...ყოველღე გავიზრდები...მაგრამ...მგონია...ტინეიჯერი ვიქნები მარად...

Monday, November 8, 2010

ჩემი ანგელოზი

      ”ეშმაკი და სინიორიტა პრიმი” წავიკითხე და ჩემი ანგელოზი გამახსენდა..გამახსენდა,ხისფერ ღია კარებთან იდგა და მისი შუქი ნელ-ნელა ქრებოდა...ეს სიზმარში ვნახე,მაგრამ არ მახსოვდა...დამავიწყდა და ახლა,სულ ახლა გამახსენდა,როცა გზად მიმავალმა ისევ ბოროტებაზე დავიწყე ფიქრი.
         ჩემი ანგელოზი მახსოვს...სულ პატარა ვიყავი და მეთამაშებოდა,ზოგჯერ მესიზმრებოდა...როცა წამოვიზარდე ვიგრძენი აზრთა გაორება და ბრძოლა ორი საწინააღმდეგო ფიქრისა...
        გეტყვით ბოლოს რა მოხდა...ანგელოზმა მიმატოვა...დავმარცხდი...მახსოვს კარები დაიხურა...ჭუჭრუტანაში ძალიან მკრთალი სხივი ჩანდა და ვერც კი ვახერხებდი მის შემჩნევას...ბოლოს ანგელოზმა კარი გააღო...შემომხედა დასუტებულმა და კარი დარჩენილი ძალით გაიჯახუნა.
      მერე აღარ მინახავს,აღარც ხმა გამოგონია და არც აზრთა ბრძოლა მიგრძვნია...მიმატოვა...დამეკარგა...
      მას შემდეგ მოვდივარ ასე...მხოლოდ ახლა დავინახე ჩემი ეშმაკი,გაძლიერებული და გამპარტავნებული,ბოროტებით აღვსილი და ვფიქრობ...რასაც  ვფიქრობ ბოროტებაა...ბოროტებაა გზად მიმავალი ავარიაზე რომ ვფიქრობ...ბოროტებაა იმაზე ფიქრი,რომ სიკვდილი მინდა და საერთოდ ყველა ჩემი ფიქრი ბოროტებაა და ახლა ვხედავ...გზად მიმავალი იმ სისფერი კარების მიღმა,ჩამუხლული ანგელოზი მიყურებს ცალი თვალით ჭუჭრყტანიდან...მიყურებს ასეთს...დაცემულს...მიყურებს და მე ვხედავ მის ცრემლით განათებულ თვალს...

Tuesday, November 2, 2010

სოციალური ქსელი – ჩვენი მტერი

დავიწყე ფიქრი ჩემთვის..რა თქმა უნდა იმ ყველარის შემდეგ,რაც ქრონიკაში გასული სიუჟეტი ვნმახე facebook-ის მომხმარებლზე...როგორც ჟურმალისტმა აღნიშნა,ალბათ სუზერბერგი ვერასდროს იფიქრებდა,რომ მისი შექმნილი საიტი ვინმეს მკვლელობისკენ თუ უბიძგებდა...     ერთი შეხედვით უწყინარი ფერმა,რომელსაც ალბათ ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც წვევია,აღმოჩნდა,რომ არც ისეთი კარგია.ვინც ფერმის ხშირი სტუმარია და უკვე გრძნობს,რომ მის გარეშე ვეღარ ძლებს,ყველა ფიქრი მისკენ აქვს მიმართული,ფსიქოლოგები მათ ნარკომანებს ადარებენ და სოციალ ქსელზე დამოკიდებულ ადამიანებს უწოდებენ...დიდები,პატარები,განურცჩევლად სქესისა,ასაკისა თუ პროფესიისა სოციალ ქსელში არიან გაწევრიანებულები და დღის დიდ ნაწილს ვირტუალურ სამყაროში ატარებენ...
     ამეკიკელმა დედამ ფერმის გამო თავისი 2 თვის ვაჟი მოკლა,მაგრამ ქართველი დედა,რომელიც ყველას გაიდეალებული გვყავს,ქალის სახედ გვყავს წარმოდგენილი ტელევიზიით გამოდის და ამ სტერეოტიპს ანგრევს თუ არა,ყოველ შემთხვევაში უარყიფით განგაწყობს.თამამად აცხადებს,რომ შვილებს ამ მომაჯადოვებელი ფერმის გამო ყურადგებას ვეგარ აქცევს.ყველა თუ არა დგეს ბევრი უკვე ასე იქცევა.ვინც მუშაობს ისინი კიდევ თავს იმით იმართლებენ,რომ ოჯახში ფული შემოაქვთ,მაგრამ თამაშით გართული მშობლები თავისი საქციელის – უყურადგებობის გამართლებას როგორ აპირებ ჯერ უცნობია.ერთი არგუმენტი ის არის,რომ ინტერნეტი ხალხს ძალიან ითრევს,მარტო მე ხომ არ ვარ ასეთ დგეში...რა საკვირველია ეს აფსურდული თავის მართლებაა,განსაკუთრებით ქართველი დედის მხრიდან.
     ამერიკულ კულტურას და ოჯახებს ვერ შევეხები,მაგრამ მკვლელობა ყველგან დაგმობილია.რაგაც თამაშის გამო შვილი,რომელიც 9 თვე მუცლით ატარე როგორ უნდა გაიმეტე სასიკვდილოდ,ნუთუ ის თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო,ვიდრე ის,რომ ბავშვს რაგაც აწუხებდა? მართალია პატარები ზოგჯერ გაუჩერბლად ტირიან და ეს მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე,მაგრამ ალბათ ისინი გრზნობენ უყურადგებობასაც და განიცდიან იმ სითბოს ნაკლებობას,რომელსაც დედები შვილების მაგივრად ვირტრუალურ ცხვრებსა და ძროხებს  უზიარებენ.

აღსარება

      დიდი ხანია ვცდილობ კალამი ავიღო ხელში,ჩემს თავს ვეურჩები და არ მსურს წერა...
წუხელ ღამით გადავწყვიტე დამეწერა თქვენთვის აღსარება ჩემი...
   ყოველი წლის შემოდგომაზე ახალი იმედებით,დიდი სითბოთი და მონატრებით გპოულობთ,ერთი უბრალო ქუჩის დასაწყისში...მერე ვიფანტებით,გვავიწყდება და გაზაფხულიც მოდის...ყველაზე არამდგრადი პერიოდი და მე თქვენ გკარგავთ...არც ''facebooki'' და არც  ''odno'' არ არის გაბმული ძაფად ჩვენ შორის...
   აკვიატებული რამდენიმე სახე,რომელთა დანახვაც არასდროს არ მსიამოვნებს - მაინც ტრიალებენ ჩვენში...
   ყველაფრის მცოდნე ახალგაზრდები და ლექტორების შენიშვნები...
  წინადადებები შეამოკლე,მარტივად წერე...არა! მე ასე მომწონს...გრძლად და ბუნდოვნად...
ყველა ვერ იქნება ისეთი,როგორიც საჭიროა ან უნდათ,რომ იყოს...
აღსარებაა და გეტყვით,ჩემი ნება რომ იყოს დღესვე წავიდოდი სახლში...ჩემს აღმართიან ქუჩას ავუყვებოდი,ხმაურიან ჭიშკარს შევაღებდი და ჩემსას,ჩემად რომ ვთვლი იმას მოვეფერებოდი. . .მანძილმა, სახლსა და ჩემს სახლს შორის სამას რაღაც კილომეტრი რომ ჰქვია რაღაც მომპარა,რაღაც დამაკლო და ახლა სიცარიელეს ვერაფრით ვივსებ...
  ახლა როცა "ის" აქ არის და ამ აღსარების წერის დაწყებიდან რამდენიმე დღეა გასული,მინდა დავასრულო ის,რაც დავიწყე...
   ყოველდგღე ვცდილობ მოვიდე თქვენამდე,მაგრამ რამდენიმე ნაბიჯით მაინც უკან მივდივარ..ვცდილობ შეგიცნოთ ისეთებათ,როგორებიც ხართ...მიყვარდეთ ისე...დაუსრულებლად...თუნდაც ''მარტას თანამგზავრებად'' და თუნდაც ''თაკოს ანგელოზებად''...მიყვარდეთ ისე ჩუმად...ჩემებურად (ბევრი მედავება,მაგრამ მაინც  ვფიქრობ,რომ სიყვარული ინდივიდუალურია) ჩემი ცხოვრების ნაწილად...ისე როგორც მე ვიცი...მხიარულად...ბუნებრივად და  ყოველგვარი ანგარების გარეშე...
   სამი წელია ერთად ვართ და გაჩერებაზე ისევ მარტო ვდგავარ (გინდათ მარტო მე დამაბრალოთ?!)...მე ერთი ფიქრი მაწუხებს...არ მინდა,ოთხი წლის შემდეგ,გაჩერებაზე,ისევ უთქვენოდ ვიყო...

SOS - ონკოგინეკოლოგიuრი დაავადბები გაახალგაზრდავდა


    გინეკოლოგები უფრო და უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ გინეკოლოგიური დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, საგრძნობლად გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. ადამიანები დროულად არ მიმართავენ ექიმს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. არ ითვალისწინებენ პროფესიონალთა რჩევებს და რაც ყველაზე მკაფიოდ არის გამოკლვეთილი - „საქართველოში არ არსებობს გინეკოლოგთან ვიზიტის კულტურა.’’
        ონკოგინეკოლოგიურ დაავადებებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის გაახალგაზრდავებაზე გვესაუბრა ონკოგინეკოლოგი ლაშა გეწაძე:
 „ონკოგინეკოლოგიური დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, ზუსტ რიცხვს არ დავასახელებ შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, მაგრამ გეტყვით - დღეს საშოს ავთვისებიანი სიმსივნით 14-30 წლის გოგონები მოგვმართავენ. საშოს სიმსივნეები მოიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს, საკვერცხეების ავთვისებიან სიმსივნეს, ფიბრომას, კისტომას და .  
        დაავადების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ეს საკითხი ბოლომდე არ არის შესწავლილი და დღემდე თეორიულ დონეზე განიხილება გენეტიკური და ვირუსული მიზეზები. დაავადების გავრცლებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს გარემო პირობები, აღსანიშნავია: ცხოვრების რიტმი, ბიომეეტრიის დარღვევა, ფიზიკური აქტივოის შემცირება ან გადამეტება, ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვა,არასწორი კვება ( დიდი დოზით ნახშირწყლების მიღება, თვითდიეტა, ჭარბწონიანობა), ასევე გინეკოლოგიური ჩარევა,მაგალითად აბორტი, აღსანიშნავია რადიაცია, დაბინძურებული წყალი და ჰაერი.
        “რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას, გავიხსენებ ძველ მაგალითს - საბჭოთა კავშირის დროს გამსვლელი სამედიცინო ბრიგადები ადამიანებს თავიანთ სამუშო ან სასწავლო ადგილას იკვლევდნენ, იყო ეს ინფექცია, ტუპერკულოზი თუ სხვა.დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ხდებოდა მათი სტაციონარიზაცია. დღეს კი ჯანდაცვის სისტემა ფორმირების სტადიაშია. ეს რთული პროცესია, რომელსაც დრო და დახვეწა სჭირდება.უნდა გამარტივდეს სადაზღვეო სისტემა, რითაც ხელი შეეწყობა ადამიანების ექიმთან ვიზიტის.დღეს ექიმთან კონსუტაცია და სამედიცინო გამოკვლევა ძალიან ძვირი ღირს და ხალხი ვერ ახერხებს სათანადო დახმარების მიღებას. ექიმსა და პაციენტს შორის არ უნდა ხდებოდეს ვაჭრობა. 
        საქართველოში ქალებს არ გააჩნიათ გინეკოლოგთან ვიზიტის კულტურა. დღეს 100 ქალიდან მხოლოდ 5 თუ 6 მოდის გამოკვლევაზე თავისი ნებით, სხვა შემთხვევაში კი მოგვართავენ ძლიერი სიმპტომებით შეწუხებული პაციენტები. დაგვიანებულ მკურნალობას კი მოსდევს დაავადების პროგრესირება და ლეტალური შედეგი ანუ გარდაცვალება.’’ – ambobs is 
        „ავერსის კლინიკისგინეკოლოგი თეონა სულაქვაძე აღნიშნავს, რომ გინეკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია ციკლის დარღვევის ერთ-ერთი სახეობა ალგოდისმენორეა, ანუ მტკივნეული მენსტრუაცია. იგი ძირითადად ვლინდება 18-დან 48 წლის ქალების 35-37%-ში, დღეს კი დისფუნქციური სისხლდენები 12-დან 19-მდე გოგონებში 100-დან თხუთმეტს აღენიშნება. ეს დაავადება გამოწვეულია რეპროდუქციულ სისტემაში ჩამოყალიბებული ჰორმონალური ფონით, ავიტამინოზით, ხშირი დიეტით,სიმსუქნით,ღვიძლის დაავადებით და ასევე გინეკოლოგიური ჩარევით,მაგ: აბორტით.
        მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბესარიონ ტყეშელაშვილი მენსტრაციული ციკლის დარღვევასთან დაკავშირებით აღნიშნავს,რომ თუ პათოლოგიის აღმოცენების ზუსტი მიზეზი არ არის დადგენილი. მაშინ ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა იწვევს ანუვულაციას და განაპირობებს უნაყოფობას.
       გსმენიათ რამე გინეკოლოგიურ დაავადებებზე? იცით როგორ აარიდოთ მათ თავი და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს? ამ კითხვებით მივმართეთ ახალგაზრდა გოგონებსა და მათ მშობლებს. გამოკითხული 25 ადამიანიდან 10-მა გვიპასუხა,რომ არ სმენია, ასევე 10-მა არ იცის, როგორ აარიდოს თავი ამგვარ დაავადებებს, ხოლო 25-დან 12 თვლის, რომ არ არის აუცილებელი გინეკოლოგთან ვიზიტი ,თუ რამე არ შეაწუხებს, ასევე 25-დან 3-მა აღნიშნა, რომ გინეკოლოგთან კონსულტაცია ძვირი ღირს.
ლიკა 23 წლის: მე არ შევუწუხებივარ ამ სახის დაავადებას,მაგრამ ვიცი, რომ არის სოკო,ცისტიტი, სტაფილოკოკი. მთავარია ჰიგიენა და უსაფრთხო სექსი. ქალმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა.
თამო 20 წლის: არ ვიცი და არ მსმენია ამ დაავადებების შესახებ.გინეკოლოგთან მხოლოდ მაშინ მივალ თუ რამე გამირთულდება.ციკლის დარღვევის დროს ნამდვილად არ მიმიმართავს ექიმისთვის.
მზია 59 წლის: ჩემი შვილი 19 წლისაა, მან იცის რა სახის გინეკოლოგიური დაავადებები არსებობს. თავი რომ აარიდოს მათ,იცავს ჰიგიენას,იცმევს თბილად და იკვებება ჯანსაღად. გინეკოლოგთან ვიზიტზე ექვს თვეში ერთხელ დადის.
მადონა 39 წლის: ჩემი შვილი არის 20 წლის.მას არაფერი აწუხებს და არ ვთვლი საჭიროდ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მივიდეს გათხოვებამდე.
კესი 15 წლის: მსმენია, რომ უშვილობა არის გინეკოლოგიური პრობლემა და კიდევ ციკლის დარღვევა .თავი როგორ  ავარიდო არ ვიცი.გინეკოლოგთან კონსულტაცია საჭიროა, მაგრამ ძვირი ღირს.
        იმისათვის, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ ექიმები გვირჩევენ:  
ექვს თვეში ერთხელ მიმართეთ გინეკოლოგს კონსულთციისათვი, მიუხედავად იმისა,ხართ თუ არა დაოჯახებული. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ვიზიტს ექიმთან და დიდ ყურადღებას დაუთმობთ თქვენს ჯამნრთელობას, მით უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს.“