Tuesday, November 9, 2010

ტინეიჯერი

     ისევ პატარა მგონია თავი...ტინეიჯერი ვარ,მაგრამ ამ ეტაპის ბოლო წლებს ვითვლი...თუმცა ჯერ კიდევ ისეთი ვარ,როგორიც პირველ წლებში.იცვლება გარემოება და არ ვიცვლები მე.ისევ დახეული ჯინსებით,ცალცალი კეტით, წარწერიანი გრძელი მაისურით,კეპით,ყურსასმენებით,ჭრელა–ჭრულა სამაჯურებით და დიდი რუგზაკით დავდივარ ამ დიდ ქალაქში.     ყველა შეიცვალა...მე ვერ ვეჩვევი,რომ ამ ასაკის ბოლო წლებს ვითვლი.
     დილით,სიზმრიდან ახლად გამოსული სარკეს მივაშურებ,იქიდან ვიღაც მიმზერს...პატარა გოგო ვარდისფერ პიჟამაში,ქერა თმებით და ცისფერი თვალებით.ვუცქერ და ვფიქრობ,რომ გავიზარდე,რომ ბოლო წლებია ამ საყვარელი წლების.მზიანი დილაა,სუყველას ძინავს...მარტო მე...თავს დავტრიალებ  სარკეს...უკვე დიდი ვარ,მაგრამ...
       ჩავიცმევ ისე,როგორც მჩვევია,დავემსგავსები ბავშვს,ახალ დღესთან შესახვედრად გავალ გარეთ და დაღმართს სირბილით ჩავივლი,მეტროში ბარათს გავატარებ,სიგრილეს ვგრძნობ...დილაა...ბოლო ვაგონში მე ვზივარ მარტო...ფეხები სკამზე (უზდელობაა) და მუსიკით გართული ტკბილად შევექცევი ჩუპაჩუფსის კანფეტს... " მეტრო "რუსთაველი...კარები იკეტება...შემდეგი გაჩერება მეტრი "მარჯანიშვილი" – მესმის და და სწრაფად გამოვდივარ ვაგონიდან.ექსკავატორის საფეხურზე ვჯდები (აკრძალულია) და მივდივარ მაღლა...ყველა მე მიყურებს...მე არა...ჩემს ვარდისფრად შეღებილ ტუჩებს...
     გზას მივდევ ფიქრებში გართული...ვიღაც ქალს ვეჯახები...ბოდიშს ვუხდი და ისევ გზა.გზა და უნივერსიტეტი,პირველი ლექცია...მე კი ისევ ფიქრებში გართული...დახშული გონება და სმენა...მხოლოდ მოლოდინი...როდის გავა დრო...ბოლოს კი ქუჩაში ჩვენი კისკისი...უკვე არაფრით დაღლილები... (სტუდენტები).
     საღამოს ოპერასთან შენ...შენ ჩემზე ბევრად დიდი...სერიოზული,მაგრამ მაინც ბავშვური...შენ ხომ ჩემსავით გიყვარს მუსიკა,ჯინსები,გიჟური ცხოვრება...ერთად დავუყვებით დაღმართს...ჯაფე ''მაესტრო"...კარგი მუსიკა და ერთმანეთით ტკბობა.შენ აღარ ხარ ტინეიჯერი,მაგრამ ჯერ ვერც შენ გაცდი ამ ასაკს...ალბათ,ყველა ებღაუჭება ამ ულამაზეს წლებს...
     უკვე ათია...სახლში მივდივართ...ცალცალკე...გავიბუტები...სწრაფად ჩავირბენ ექსკავატორს...შენ მომდევ და ვაგონი გასწრებს...
     როგორც ყოველთვის ბოლო ვაგონი...ცარიელი...მარტო ვზივარ და არ მინდა სახლში...მესმის "ბოლო გაჩერება...გთხოვთ,გაათავისუფლოთ ვაგონები" და ასე რამდენჯერმე,სანამ მეტრო არ შეწყვეტს მუშაობას...ვმშვიდდები...უკვე თორმეტია,თითქოს მეძინება...მოვდივარ სახლში..ნელა მივუყვები აღმართს...და წყნარი მელოდია...
    დღეს დრომ კიდევ ერთი ბავშვობის დღე მომპარა.ხვალ ისევ იგივე იქნება...ყოველღე გავიზრდები...მაგრამ...მგონია...ტინეიჯერი ვიქნები მარად...

No comments:

Post a Comment

:)