Saturday, May 21, 2011


შენ, ჩემი გული



 შენს გულში ერთი სტატუსი მაქვს. ამ სტატუსით სხვებიც გყავს მანდ კუთხეში. დღეს შენ გვერდით მხოლოდ მე ვარ ამ სახელით.

შენ... გახარებული, ჩემი ფეხების ბაკუნით...
შენ... გაღიმებული, ჩემი ღიმილით...
შენ... ბედნიერი, ჩემი თვალების ცეცებით...
შენ... შეყვარებული ჩემზე...
მე... მგონი შენზე...
ჩემი თითების თამაში... 
შენს უჩვეულო თმებში....
ჩემი ტუჩების თამაში... 
შენს უჩვეულო სახის კანზე...
ჩემი ხელების შეხება... 
შენს უცნაურად დიდ ხელზე....
შენი სურნელი განსხვავებული... ძველი და თანაც სუფთა...
მე ამ სურნელზე შეყვარებული და... შენს გულმკერდში თავის ჩარგვა...
შემომრჩი მოგონებებში...
შენი ჭაღარა თმებით,შენი, ჩემი ღიმილით...
შენი, უჩვეულოდ თბილი ხელებით...
შენი სურნელით და ჩემი ძილით შენს მკერდზე...
შემომრჩი, როგორც განძი...
როგორც ერთი და კენტი...
შემომრჩი მოგონენბებში...
სკამზე იჯექი... გეძინა...
ვერ მოგისწარი... ბაბუ... 

Wednesday, May 18, 2011




უცნაური სიზმარი








პატარა ეზო, თოვლით  


 დაფარული და 


ბეღურებით სავსე...


 ირგვლივ სიჩუმე...…


ეზოში არავინ... მზე


 დაფარული 


ღრუბლებით... საღამოს პირი... 


ღრუბლებში მიმალული მთვარე... თოვას 


იწყებდა...მოფრინავდნენ ფანტელები 




ზანტად ზეციდან და ეზოში ახლადშეღებილ სკამს


 ეკვროდნენ... სკამის ქვეშ პატარა, 


ლურჯი იები, სიცივეს სულაც არ უფრთხოდნენ... თოვლი


 კი განუწყვეტლად 


მოდიოდა...







ეზოში პატარა


 გოგონა 

გამოჩნდა...


 სიფრიფანა, 

ცისფერი 


სარაფანი ეცვა,


 თმაში 

თეთრი გვირილა


 ჰქონდა 

ჩაბნეული 




                                                                                                  




და ხალისით დარბოდა


 თოვლით 

დაფარულ ეზოში.













ეს ალბათ იყო ბავშვობის


 სული. 




უდარდელი და ბედნიერი. 






მას არ აწუხებდა სიცივე


 ზამთრის... 




ის იყო თბილი


 გაზაფხულივით და


 მისთვის არ გადიოდა


 დრო...






რა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ერთი პატარა სიზმარი იყო.






Tuesday, May 10, 2011

ჩემი მუზა




 ისე ჩუმად შეგიჩვიე... ჩუმად შეგეხე მხრებზე...არ მიფიქრია სხვებზე, შენ, რომ გაკოცე თმებზე...არ მინატრია ღიმილი, ისე გაჩუქე სიცილი...ბევრი გრძნობა და ალერსი,ბევრი სითბო და სიტყვები...




ახლა დაღლილი ტკივილით,ცრემლებით, დაღლილი შენი სიტყვებით, მაგიდის ბოლო კუთხეში, მიმოკუჭული ფურცლებით, დაცლილი გრძნობით, დაცლილი კალმით სურვილი გამიჩნდა მეწერა შენზე...








გუშინ მუზამ მიმატოვა, თუმცა ჩემში დარჩა... არაფერიც არ დამთავრდა იმ დღეების გარდა... სულის კუთხეში დაღლილ გრძნობათა დიდი დასტები დამრჩგაუფერულდა კოცნა. გემო დაკარგეს ტუჩებმა, გული აღარ ცემს... მოთოვა... ჩემს ფანჯარასთან ბეღურა... გაითოშა...

















Wednesday, May 4, 2011


 გაყინული

თოვლით იყო არემარე დაფარული... ყინავდა... წვიმანარევი თოვლი გამალებით ეცემოდე მიწას, თითქოს ბრაზობს მასზეო... თეთრად შემოსილი იყო სიჩუმით მოცული ქალაქი... ხალხი არ ჩანდა... ხეებს ტოტები გაყინბვოდათ... მდინარე ცივად
 მიედინებოდა, მისი თეთრი ქვები ყინვას გაეპრიალებინა და თითო-ოროლა გამვლელს თვალს ჭრიდა.ხიდის კუთხეში მოხუცი კაცი ხელგაშვერილი იჯდა... გაყინულ მტევანში კი ერთი თეთრიც კი არ ეგდო... თვალები ცრემლიანი ჰქონდა... ტუჩები ლურჯი... სახე წითელი... კბილები დაკრეჭილი... ძაგძაგებდა... დახეული ფეხსაცმელიდან გაყინული თითი უჩანდა... დაფლეთილი მოსასხმამი სხეულს ვერ უფარავდა... ჭაღარა თმებს ქარი აქეთ-იქით უფრიალებდა... მის სახეზე დაცემული წვიმანარევი თოვლის წვეთები სულს უმწარებდა მოხუცს.მიუხედავად ყინვისა მოხუცი ისევ ხიდის კუთხეში იჯდა და ისევ გაწვდილი ჰქონდა ხელი, თუმცა ხურდას აღარ ელოდა... “ხომ შეიძლება თბილი კერა მქონდეს... ბებერი ძვლები ცეცხლმა გამითბოს... შვილიშვილები დარბოდნენ ჩემ წინ და სიკვდილის სულაც არ ვნატრულობდე... ზედმეტი ვარ... დედამიწის ტვირთი ვარ... უვარგის კუნძად გამოვეზარდე მიწას... უვარგისი, სარეველა ბალახივით აღმოვცენდი... ტყულიად დავამძიმე ეს ქვეყანა...”ფიქრობდა მოხუცი და სუსხი უფრო აწუხებდა... ყინვისგან ინვალიდს დამსგავსებოდა და ადგილიდან ვერ იძვროდა...იმ ღამით, ხიდის კუთხეში, სუსხში, ერთი მოხუცი, თავისი აზრით ქვეყნის ზედმეტი ტვირთი გაიყინა და ხელი გაწვდილი დარჩა.კუნძად გამოზრდილი მოხუცი მხოლოდ დილით შეამჩნიეს... გაყინულიყო... ხალხი გარს ეხვია... მხოლოდ სიკვდილით მოახერხა ყურადღების მიქცევა და ისიც დროებით... 
დრო ხომ წარმავალია... ყველას თავის უკიდეგანო კალთაში მარხავს და დრო ყველაფერს კურნავს... დრო ჩვენც ჩაგვმარხავს თავის კალთაში და ამაზე არავინ იდარდებს.“დრო მოვა და ჩვენ აღავის ვემახსოვრებით, ეს ვარსკვლავები კი ისევ იციმციმებ ცაზე...” (ფრაზა ფილმიდან, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს).

Sunday, May 1, 2011



ძველი საქანელა




ჩვენი სოფლის ბოლოს დიდი, ტრიალი მინდორია. მის გულში ხე დგას ძველი, ალბათ ორასი წლის, მეტის თუ არა... ბებიებს ბებიები უყვებოდნენ ამ ხის ამბებს... თურმე არაერთი ქორწილი გადაუხდიათ ამ ხის ქვეშ... არაერთი სიყვარულის მომსწრე ყოფილა იგი... და ამ ტრიალ მინდორში ვინ ჰყოლია მეგობრად? თავისსავე ტოტზე ჩამოკიდებული საქანელა... მუდამ ყვავილებით მორთული და ახალგაზრდებით სავსე... წლების მანძილზე მოდიოდნენ ერთად... ერთმანეთს თავის აზრებს უზიარებნენ... წყვილებზე ჭორაობდნენ მათი წასვლის შემდეგ... ქორწილში ბევრჯერ დაზარალებულა საქანელა... მაგრამ მეგობრისა და ხალხის იმედი ყოველთვის ჰქონდა... მეგობრის ტოტით ამაგრებდნენ... ლამაზი ყვავილებით რთავდნენ და პირვანდელ სახეს უბრუნებნენ...მაგრამ დრო რისი დროა, რომ ყველაფერს თავისი კვალი არ დაამჩნიოს...ბავშვები გაიზარდნენ... ქალაქში წავიდნენ... მოხუცები ბუხარს მიუსხდნენ შვილიშვილების მოლოდინში... ზოგი კი უკვე დიდი ხანია წავიდა... ასე, რომ ხესა და საქანელას პატრონი არავინ დარჩა... განა პატრონი ჭირდებოდათ? მათ მხოლოდ მეგობები შემოაკლდათ... ახლა მოგონობებით სუნთქავდნენ... ბევრი ჰქონდა გასახსენებელი, მაგრამ წარსული მაინც წარსული იყო... საქანელას არავინ აკითხავდა, არც ხის ჩრდილის ქვეშ ისვენებდა ვინმე...წვიმა და ქარი სიბერესავით მოერია მეგობრებს... საქანელას თოკები დაულპა, ტოკზე შემოხვეული ყვავილები დაჭკნენ... ხეს დიდი ფუღურო გაუჩნდა... მისი დიდი, მსხვილი ტოტები დასუსდა და უკვე თავის განუყრელ მეგობარსაც ძლივს იჭერდა... ერთმანეთს ებღაუჭებონენ... არც ერთს არ ჰყავდა მხსნელი... კოდალასაც კი მიეტოვებინა ერთ დროს მედიდურად მდგარი ხე... ღორების მოსასვენები გამხდარიყო ის ადგილი... ნელ-ნელა გახმა, საქანელა ჩამოწყდა... ერთმანეთს ვერაფროთ უშველეს... შეშადაც არავინ წაიღო მისი ტოტები... და… დღესაც იქ არის... წაქცეული... საქანელაზედ დამხობილი...