Monday, January 17, 2011

ისე თქვენთვის

გული რომ დაიღალა ძგერით ფეთქვა შეანელა, მოიწყინა და წასვლა გადაწყვიტა. 13 იყო და გულში 13 გრძნობა ფეთქავდა... 12 –ჯერ რომ დაჰკრა ზარმა, მე – 13 – ზე 14 – ში უკვე ახალი წელი იყო... ჩემთვის არა, თქვენთვის იყო... სიყვარულით და სითბოთი იყო...
მე ჩვენი ოთახის კუთხეში, ბნელში, რაღაცას ვწერდი თქვენთვის... ბოლო იყო და მიყვარდით ყველანი ერთად... ისეთებად, როგორებიც ხართ... მიყვარდით განსხვავებულად... აქამდე ასე არ მყვარებიხართ... ვეცადე მეჩუქნა მარტივი სიყავარული, მთელი თავისი სირთულეებით...
მე გაჩუქეთ... გულით... თქვენ ვერ გამიგეთ... თქვენ არ მიმიღეთ და გულმაც მაგიტომ შეწყვიტა ძგერა...

დრო

გადაიღალა გზა შენი სუნთქვით, დრომ უშენოდ გააგრძელა ცხოვრება... მერე ტრიალ მინდორში ეულად დარჩენილ ქვის ლოდზე ორი წუთით გაჩერდა... დრო გაჩერდა? ეს არავის უგრძვნია... ღამე იყო და ყველას ეძინა... ღამეს კი შენ გაახსენდი, აქამდე არავინ გახსენებია... მოგონებების გარეშე ცხოვრობდა... დრო გაჩერდა და მხოლოდ ბუნება შეაჩერა... ადამიანებისთვის ძილი არ დაუბრთხია...
 ყველა აიძულა გაეხსენებინე შენ... შენ ისეთი... როგორიც ბოლოს გნახა... ტრიალ მინდორში მარტო რომ იდექი... დრო ერთსა და იმავე ადგილას არასდროს ბრუნდება... ნუთუ გზა აებნა... დროს?
შენი გახსენება შენი სუნთქვით დაღლილმა გზამ აიძულა... დროისა და უდროობის უსასრულო სივრცეში დრომ პირველად დაუჯერა გზას და მას გაჰყვა... აღმოჩნდა იქ, სადაც ყველაფერი დაიეწყო... სადაც დაიწყო დრო და გაქვავებულმა წამებმა დაიწყეს რბენა... რამდენი ურბენია... როგორ დაღლილა... როგორ დაუღლია ყველა... როგორ უტკენია ბევრისთვის გული... თურმე კარგიც გაუკეთებია, მაგრამ მაინც გაქცეულა...
ყოველთვის გარბოდა... ეშინოდა? არა, დრო იყო... დაავიწყდა, რომ მასაც შეეძლო შესვენება... შესვენება სულ ორი წუთით... ამ უთავბოლო დროსა და უდროობაში... წამების თვლაში... ასწლეულების წელვაში... გარემოს ცვლასა და ხალხის ერთფეროვნებაში ერთადერთი უცვლელი დრო გაჩერდა, მაგრამ ისე, რომ უცვლელ მძინარე ხალხს არ აგრძნობინა...
გაჩერდა... დაფიქრდა... გაახსენდა... მაგრამ... მაინც გაიქცა...