Saturday, November 5, 2011

საძინებლის სამზარეულო

დილას, რა მნიშვნელობა აქვს რომელზე, როცა ვიღვიძებ, ჩემით? არა! რა ჩემით...აი ეს  მაფხიზლებს... ამბობენ, მელოდია რომელიც ადამიანს გაღვიძებას აიძულებს, მისთვის აუტანელი ხდებაო... ტყუილია... დილის მერცხალს ჰგაქვს, თუმცა შეიძლება დილა სულაც არ იყოს...
1. შევიფხიზლო... ბალიში გავასწორო...ჩავეშვა და ხუთ წუთში თავიდან გამოვფხიზლდე.

2.ფანჯარას შევხედო... სულერთია როგორი ამინდია, ის ყოველთვის დაბურული და სველია (იცი რა ლამაზად თამაშობონ მზის სხივები წყლის პატარა წვეთებზე, რომლებიც მინას ნელ-ნელა მოუყვებიან)...?
3.წამოვდგე...თბილი ფეხების თითის წვერებით ოთახის ბოლოს მივიდე, ცივი ჩავიცვა, გავათბო...მერე, ისევ მე რომ გამათბოს...

4. ერთი კიბე...

ორი კიბე... სამი... მგონი სულ თერთმეტია...ონკანი...მხოლოდ ვფხიზლდებით...
5.ერთი...ორი...აქ მგონი ათია...მარტო ვარ... ზემოთ, ქვემოთ და შუაშიც...
6.ტკ...ფუფუფუფუ...ტკ...შავი და თეთრი ერთმანეთს ფარავენ, ერწყმიან...ბოლოს გამჭვირვალეს ურთდებიან და ტკებიან, თბებიან, დნებიან, მამხნევებენ...დილით ოთახში მსტუმრობენ... ხან მწვანე ახლავათ ხან წითელი... ხრაშ..ხრუშ..ხრაშ...ხრუშ...ბოლოს ერთად ილევიან...

7.ვაგროვებ სასთუმალთან წიგნებთან ერთად... თავიდან უხარიათ... მერე ბეზრდებათ...მერე ვცვლი და ვცვლი, არც ილევიან...
8.საბნის ქვემოდან ჩემს თავს ვხედავ... შევცვლილვარ... (გახსოვთ ტინეიჯერი რომ ვიყავი)? ახლაც ვარდისფერი პიჯამა მაცვია, უბრალდო თვალები აღარ მიციმციმებს ისე...ახლა სხვანაირად ანათებენ... ვარცხნილობა არ შემიცვლია...კარადაში ისევ მაქვს ძველი ტანსაცმელი...ახლხები აქა-იქ...

8.სურათებს ვაგროვებ თავსასთუმალთან უჯრაში... სარკესთან სამკაულებს... თუმცა რად მინდა, მაინც სულ ერთსა და იმავეს ვატარებ...

9. დღეში რამდენი ფილმი?... არ ვიცი... რამდენი ფიქრი? არ ვიცი...ყველაფერს მინახავს...ვინ? ჩემი საძინებელი...

10. უი საათი არ მაქვს... არ წიკწიკებს... თორე დავწერდი წიკ-ტაკ,წიკ-ტაკ...კარგია რომ არ მაქვს...ვერ გავიგებ დრო როგორ გავა...დაღამდება...ძილის წინ ჩვევად მექცა ცხელი აბაზანა...

11. ჩემი ლოგინი მიმიღებს ჩემი ჭრელ-ჭრელი ფიქრებით... არც მზაკვრული აზრებისთვის დამძრახავს...ჩამიკრავს... არ დავნებდები... ისევ დამათენდება... ჩამედძინება ჩემი სხეულის სითბოთი გამთბარ საწოლში... საძინებელი დამცქერის სავსე  ჩემი ნივთებით...ისინი მრავლდება...მიხარია...

12. ჩემს საძინებელში ყოველთვის ერთადერთი სულიერი ვარ, სხვა დანარჩენი უსულოა -   სულის  ნაწილაკებს მპარავენ, მერე,  რომ დროებით იცოცხლონ.    

No comments:

Post a Comment

:)