Friday, November 25, 2011

მე ღარიბი ვარ! შენ?


ვისწავლე მარტივად ცხოვრება, პრეტენზიების გარეშე. მათ კარგი არაფერი მოაქვთ. ერთმანეთში არ აურიოთ პრეტენზია და  მოთხოვნილება. ამ უკანასკნელის გარეშე კაპიკია ადამიანის ფასი... უნდა მოითხოვო, რათა მიიღო და ამავდროულად გაცე კიდეც. პრეტენზიულობა კი გაცემას არ გულისმობს...
დღეს მე ღარიბი ვარ. არც საშუალო ფენას მივეკუთვვნები და არც

 გაჭირვებულებს...უბრალოდ ღარიბი... ასეა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, მაგრამ თავიანთ თავებს საშუალო ფენას მიაკუთვნებენ... მეც ასე მოვიქცეოდი, რამდენი წლის წინ რომ ეკითხათ, მაგრამ მე დღეს არ მრცხვენია და ვამბობ... ღარიბი ვარ...
მაქვს სახლი... ვცხოვრობ სხვა ქალაქში,  დროებით,  მაგრამ აქაც მაქვს ბინა... ვსწავლობ... სწავლის ფულს ვიხდი (მე კი არა, ოჯახი), ვმუშაობ (ისე სტაჟისთვის)... გადასახადებს ვიხდი... ჩვეულებრივად ვიკვებები...ჩვეულებრივად ვიცვამ... მყავს მეგობრები (ცოტა, ბევრი), მეგობრებს დათვლა არ სჭირდებათ... არ ვაბინძურებ გარემოს... ვიცავ წესებს (შეძლებისდაგვარად)... ეკლესიაში არ დავდივარ (განა ურწმუნო ვარ?! არა , რა თქმა უნდა... იმის თქმას რომ ვერ დავდივარ, ჯობია ვთქვა, რომ არ დავდივარ... ეს კიდე ცალკე თემაა)...
ახლა მკითხავთ რატომ ვარ ღარიბი? მეტი რაღა გინდაო?
მე? მე არც არაფერი...ზემოთ აღვნიშნე რომ მარტივად ცხოვრებას მივეჩვიე, თუმცა მოთხოვნილებები არ დამიკარგავს....
ღარიბი ვარ...იმიტომ რომ... სოციალურ ფენებად დაყოფის დროს, ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ, მუშაობენ, აქვთ შემოსავალი, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ პირველადი მოხმარეებისა და მათ არ შეუძლიათ დანაზოგი გააკეთოთ, მიეკუთვნებიან ღარიბებს...
შეგახსენებთ რომ არსებობს ღარიბის ოთხი ტიპი:
1) ღარიბი
2)გაჭირვებული
3)ბომჟი
4)უპოვარი

მე ღარიბი ვარ... ვერ დავდივარ კინოში, თეატრში, კაფეში, სხვადასხვა ფასიან ღონისძიებებზე... არ შემიძლია შევიძინო სასურველი ნივთები... დაუდგენელია დავისვენებ თუ არა ზამთრის არდადეგებზე ან ზაფხულში...
ამაში სასირცხვილო არაფერია... ყოყოჩობა არაფერს მოგვიტანს...
ვინც ამ პოსტში თქვენი თავი დაინახეთ ნუ მოგერიდებათ იმის თქმა რომ ღარიბები ხართ...
''თქმა რას დააკლებს, უთქმელობით დაშავდებისო''....  

1 comment:

:)