Saturday, November 19, 2011

თბილი ღიმილი

არა...არა... ახლა უნდა მოვასწო...ვიჩქარო და ვთქვა.... არა, კი ვერავინ დამასწერბს ამის თქმას, არც თავიდან ამომიფრიდნება, მაგრამ უცებ რომ მოგაწყდება აზრი და ფიქრობ გამექცევაო, ისე დამემართა ახლა...
არა და არსადაც არ წავა და არ დამემალება,ან მე როგორ უნდა დამემალოს...პირიქით ზოგჯერ მე ვემალები....

მოკლედ ვადუღებ ყავას (ეს ისედაც იცით)...დღეში რამდენჯერ ეგ

არ იცით, თუმცა არც მე ვიცი...   მერე ორისთვის ვადუღებ...მეორე მყავს თუ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომც არ იყოს, მაინც არის... ღიმილი...თბილი...თბილად თუ არ გაგიღიმია ამას ვერ გაიგებ...
რაში გვჭირდება სიტყვები, როცა თვალები გვაქვს, მაგრამ სუნთქვით შეგრძნებას ვერ გადავეჩვიე... ისე არც მიცდია...გული არც თუ ისე თანაბრად უცემს...რატომ? არ ვიცი...არც მიკითხავს... ჩვენ კითხვებს არ ვსვამთ...
''ჩვენ'' გამახსენდა...ეს მაშინ იყო, როცა სხვადასხვა ჰაერს ვსუნთქვდით და მაინც საერთოდ აღვიქვამდით... ასი წელიც რომ გავიდეს ვერ იტყვი, რა დრო გასულაო... ადამიანები იშვიათად იბადებიან ერთმანეთისთვის... თუმცა გამონაკლისებიც არის...თუმცა ეს არაფერს ცვლის...ისინი ვერასდროს პოულობენ ერთმანეთს...
მაგრამ ბედნიერება როდის მოდის იცი? როცა იპოვი...როცა ერთმანეთს იცნობთ... როცა ორნი ხართ...მერე ერთად იქცევით და ''თქვენ'' ხართ... როცა არ გაწუხებს უაზრო კითხვები და მარტივად ცხოვრობ...იკლებთ და გემატებათ...  ბედნიერებას გზას არ უღობავთ და თბილად ეგებებით...
იმ ღიმილისთვის...სითბოსთვის...საღამოსთვის...ჰაერისთვის... ''ჩვენთვის''... სისადავისთვის...ურთიერთგაგებისთვის... არარსებული დროისთვის... დაუფარავი გრძნობისთვის... მადლობა მე, შენ და ''ჩვენ''....  

No comments:

Post a Comment

:)