Tuesday, November 15, 2011

ფოლკლენდის ომი და მისი გაშუქება


ფოლკკლედნდის ომი 1982 წლის 2 აპრილიდან 14 ივნისამდე მიმდინარეობდა. ეს სახელწოდება მან ფოლკლენდის კუნძულების გამო მიიღო და შესაბამისად ომის მიზანი იყო ამ კუნძულების დაკავება. კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ არგენტინა და დიდი ბრიტანეთი. დაპირისპირების მიზეზი იყო: 1833 წელს აგერთიანებულმა სამეფომ ფოლკლენდის კუნძულები ხელში ჩაიგდო, რამაც აგმოიწვია არგენტინის მოსახლობის გაღიზიანება. მას შემდეგ, რაც 1981 წელს არგენტინის ხელისუფლებაში მოვიდა ეგნერალ - ლეიტენანტი ლეოპოლდ გალტიერი, მან გადაწყვიტა ბრიტანეთისადმი ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება გამოეყენებინა და კუნძულების მოსაპოვებლად.
სწორედ ლეოპოლდ გალტიერმა მიიტანა პირველი იერიში ფოკლენდის კუნძულებსა და სამხრეთ ჯორჯიაზე. თავდაპირველად მან სამხედრო წარმატებასაც კი მიაღწია. თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო-საზღვაო გემი გაგზავნა კუნძულების დასაბრუნებლად, არგენტინის ძალები დასუსტდა და გამარჯვება ბრიტანეთს დარჩა.    სამხედრო ძალას ადმირალი სერ. ჯონ ფილჰაუსი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია რომ

ფოკლენდის კუნძულები დღესაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია.
მედია - არგენტინის მხრიდან შერჩეული ჟურნალისტები სამხედრო თვითმფრინავით მიფრინავდნენ სტენლის პორტში, რათა გაეშუქებინათ ომი. ბუენოსაირესის ჟურნალები და გაზეთები ერთგულად გადმოსცემდნენ გმირულს ქმედებებსა და ქვეყნის წარმატებებს. პრიალა ჟურნალებბა "Gente"-მა  და "Siete Dias"-მა  გამოაქვეყნეს ფერადი ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო ცეცლის ალში გახვეული ბრიტანეთის გემები. ამ ფოტოებიდან ბევრი გაყალბებული იყო. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო " Gente"  ჟურნალის პირველი გვერდი წარწერით "Estamos genando"  (We are wining). 1982 წელს ჟურნალმა "Tal Cual"  გამოაქვეყნა მარაგრეტ ტეტჩერის ცალთვალა ფოტო ტექსტით "პირატი, მკვლელი, დამნაშავე!" 


ასევე უნდა ითქვას ისიც რომ დიდმა ბრიტანეთმა არგენტინაში სამი ჟურნალისტი გაგზავნა, რათა მათ ომის მეორე მხარე გაეშუქებინათ, თუმცა ისინი ჩასვლისთანავე დააკავის და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრიტანეთის მედია - აქ შექმნილი იყო ოპერატიული ჯგუფი, რომლებიც თან ახლდნენ მეომრებს. ამ ჯგუფში აგწევრიანებული იყო 17 გაზეთის ჟურნალისტი, 2 ფოტოგრაფი, 2 რადიოს წარმომადგენელი, სამი ტელევიზიის ჟურბალისტი 5 ტექნიკოსთან ერთად.
ბრიტანეთის პრესა ძალიან დამოკიდებული იყო სამეფო გემზე, ინფორმაცია იქვე გადიოდა ცენზურას. ბევრა ჟურნალისტმა, რომელიც ბრიტანეტში იმყოფებოდა გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე მათ ვინც გემზე იმყოფებოდა.
ორი ბულვარული გაზეთი "Daily Mirror"   და "The Sun"     წამოადგენდა ერთმანეთის საპირისპირო შეხედულებებს. პირველი მათგანი გამოხატავდა წინააღმდეგობას ომის მიმართ, ხოლო მეორე ცნობილი აგხდა თავისი გშოვინისტური და ქსენოფობიური გამოთქმებით. მაგ: "The Sun" გამოაქვეყნა გაზეთი  სათაურით "Gotcha" , რომელზეც ნაჩვენები იყო არგენტინის სამხედრო გემის ARA General Belgrano-ს ჩაძირვა. მოცემული იყო ორად გაყოფილი ფოტო, რომელზეც ქვედა ნაწილში იყო ნაჩვენები თუ როგორ იძირება არეგნტინის გემი და ჰქონდა წარწერა იძირება. ხოლო ზედა ნაწილში იყო მოცემული ბრიტანეთის სამხედრო გემი წარწერით დაზიანებულია.
ფოკლენდის ომს ასევე აშუქებდნენ გაზეტები: "The Sunday Times" , "The News" , "The Times" და სხვები.

ამ ომის სატელევიზიო გაშუქებებიდან აღსანიშნავია ტელევიზიები BBC და ITN. პირველი მათგანის წარმომადგენელი იყო ბრაიან ჰანრაჰანი. იგი ბრიტანეთის ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა საომარი მოქმედებების დროს. მან ბრიატეთის გემიდან, HMS Hermes-დან გააკეთა ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი: "I'm not allowed to say how many planes joined the raid, but I counted them all out and I counted them all back."    










ამ სიტყვებით მან დაარწმუნდა საზოაგდოება, რომ ყველა ბრიტანელი მებრძოლი გაფრინდა და უკან დაბრუნდებიან უვნებელები. ასევე მას არ დაურღვევია სამხედრო შეზღუდვები და უსაფრთხოება, რადგან მას არ უთქვანს თუ რამდენი თვითმფრინავი გაფრინდა ან რა მიმართულებით. მოგვიანებით მან ეს ფრაზა თავისი ავტობიოგრაფიისათვის გამოიყენა.

BBC  - ბრაიან ჰანრაჰანის რეპორტაჟი - Argentine Surrender Falklands War 1982


რაც შეეხება ITN-ის წარმომადგენელს, ეს იყო მაიკლ ნიკოლსონი. იგი ტბის რაიონში იმყოფებოდა დასასვენებლად, როდესაც ფოკლენდის ომის დაწების შესახებ გაიგო. იგი დაუყოვნებლივ გადაფრინდა საუთჰემპტონში, რათა შეერთებოდა ჟურნალისტებს. 45 წლის ნიკოლსონი უფრო გამოცდილი იყო, ვიდრე მისი კოლეგბი. ამ ომთან დაკავშირებით მან ტქვა: "This was the first war, other than Northern Ireland, where I was among my own people."  ნიკოლსონი რეგულარულად აგზავნიდა  ფოტოებს ან პირდაპირი ეთერით გადმოსცემდა მათ. კოფლიქტის დასრულების შემდეგ მაიკლ ნიკოლსონს სამხრეთ ატლანტიკური მედალი გადაეცა.

                                        ITN News at Ten - Falklands War 1982


2008წელი - პოლიტიკურმა ჟურნალისტმა ენდრიუ მერიმ მოკლედ მიმოიხილა 1982 წლის ფოკლენდის კუნძულების კონფლიქტი სიუჟეტში "ბრიტანეთის ნაციონალიზმი და ფოკლედნის ომი" . მან განიხილა ნაციონალიზმი, რომელიც აგჩნდა ბრიტანეთის აგმარჯვების შემდეგ და ასევე თუ როგორ დაუჭირა მხარი კრიზისმა მარგარეტ ტეტჩერის კონსერვატორულ მმართველობას.

                                        British Nationalism and the Falklands War (1982)

    

No comments:

Post a Comment

:)