Thursday, March 3, 2011

მსოფლიო ეკრანის 12 კომიკოსი (ნაწილი II) ჩარლი ჩაპლინი


ჩაპლინი - ცხოვრების  
ჭეშმარიტი მხატვარი

ჩაპლინი სურათიდან სურათში ცხოვრობს და ეს თითქოს ჩაპლინის მიერ ხორცშესხმული, გაცოცხლებული ადამიანის საერთო ბიოგრაფიაა


სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უმცროსი, ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონი. ის გახლდათ მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და კომპოზიტორი. მისი შემოქმედების გზა მოიცავს 75 წელს.
ჩარლის მშობლები იყვნენ მიუზიკ-ჰოლის მსახიობები ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და ჰანა ჩაპლინი - ლილი ჰარლი.
ჩარლი ჩაპლინი სცენაზე პირველად 1984 გამოჩნა, ის 5 წელის იყო და სცენაზე დედას ცვლიდა მიუზიკ-ჰოლში.
1908 წელს ჩარლი იწყებს თავის სამსახიობო კარიერას. მან მიიღო მსახიობის როლი ფრედ კარნოსს სამსახიობო დასში.
1914 წლის 2 თებერვალს გამოვიდა ჩარლის პირველი ხმოვანი ფილმი "ცხოვრების სახსარი".
1919 წელს ჩარლიმ, დუგლას ფერბენსკის, მერი ჰიკფორდისა და გრიფიტის დახმარებით დაარსა კინოსტუტია "იუნაიტიდ არტისტსი'.
1940 წლის 15 ოქტომბერს შედგა ფილმის "დიდი დიქტატორის" პრემიერა.

ათასობით ვარსკვლავი ამობრწყინდა ჰოლივუდის სცენაზე და შემდეგ ჩაქრა, ჩარლის ვარსკვლავი კი ჩაუქრობელ ჩირაღდნად ანთია.
დაუვიწყარია ჩაპლინის ნიღაბი: ქვაბურა ქუდი, უზარმაზარი, დახეული ფეხსაცმელები, უცნაური მიხვრა-მოხვრა და სიარული,ასევე პერსონაჟების ხასიათი: დიდსულოვნება, ინფატილურობა, უწესრიგობა, ანცი ეშმაკურობა და თავქარიანობა.
მან შექმნა საკუთარი, განსაკუთრებული სამყარო, რომელშიც ცხოვრობს უცვლელი გმირი - ჩარლი, ცხოვრობენ მისი ფილმების სხვა პერსონაჟები, უხარიათ, უყვართ, იტანჯებიან.
ჩარლის ფილმები სასაცილოსა და ამაღელვებელის თავისებურ შერწყმას წარმოადგენს. მას შეუძლია არა მარტო გაგაცინოს, არამედ აგატიროს კიდეც.
ჩარლის პერსონაჟს ბედი არასდროს წყალობს, ურიცხვი სიმდიდრეც რომ ფქონდეს, ბედნიერებაც რომ ერგოს წილად, მაინც ყველაფერს დაკარგავს და წავა თავისთვის, მაყურებლისთვის უხილავ, უსასრულო გზას გაუდგება..
ჩარლის ფილმების გმირს უცნაური დამოკიდებულება აქვს ბედსა და სამყაროსთან. სულიერი და უსულო ბუნება, საგნები და ადამიანები მის წინააღმდეგ მოქმედებენ. იცვლებიან ისტორიული ეპოქები და ყოველი მათგანი არაკეთილსასურველია მისთვის. ჩარლის გმირი ნამდვილად კეთილი და დიდსულოვანია, მზადაა ახლობლისათვის უკანასკნელი პერანგიც კი გაიღოს. შველის ადამიანებს უბედურებაში, ცდილობს ყოველნაირად ხელი გაუმართოს მათ. მაგრამ, სამყარო სადაც იგი ცხოვრობს, ვერ ამჩნევს მას, დასცინის და აბუჩად იგდებს.

ეს არის კაცი ამაყი და საცოდავი, პატიოსანი და ცოტა ეშმაკი, გაბედულიც და საწყალიც, გულუბრყვილო და ცბიერი, ენერგიული და ზანტი, მშიშარა და გულადი. მის არსებაში გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს ოცნება და უიმედობა, გონება და გრძნობა, მოვალეობა და გულისკარნახი. სწორედ ეს გრძნობა აქცევს მას ასეთ კეთილშობილად, თუმცა იგი პირობით ნიღაბს ატარებს, ასე გულმართალ კაცად, თუმცა იგი ფანტასტიკურია, მისი სქციელი კომიკურია. იგი ორმაგად ადამიანურია, ის იმარჯვებს შინაგან თვისებათა ბრძოლაში, მასში ზეიმობს კეთილშობილება, მისთვის უცხოა ირგვლივ არსებული ცხოვრებისეული პროზა, ანგარება და ანგარიშიანობა. ადამიანი და ადამიანურობა - აი, ეს არის ჩარლის გმირის აზრი და თემა.

ჩაპლის ჰყავდა ოთხი მეუღლე: მილდერ ჰარისი (1918 - 1921), ლიტა გრეი (1924 - 1927), პოლეტ გოდარი (1936 - 1942) და უნა ო ნილი (1934 - 1977). ჩარლის სხვადასხვა ცოლებიდან ჰყავს 12 შვილი, ამათგან სამი გარდაცვლილია.
Mildred Harris    

Lita Grey 


 
Paulette Goddard


                                                              

     Oona O'Neill and Charlie Chaplin 

ჩარლი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევეში და დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.

ჩაპლის სიტყვა, სანამ ის ევროპაში გადავიდოდა საცხოვრებლად: "მე მიყვარს ტრაგედია. მე მიყვრას ტრაგედია, იმიტომ, რომ იგი ძალიან ლამაზია, ჩემთვის კი ლამაზი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარსებობ ხელოვნებაში და ცხოვრებაში. კომედიაზე ღირს იწვალო, თუ იქ იპოვნი ამ ლამაზს, მაგრამ ეს ძალიან ძნელია..."


გამოყენებული ლიტერატურა: 1) მსოფლიო ეკრანის კომიკოსები. 2) wikipedia 

2 comments:

  1. ჩარლისთან ერთად რომ ცეკვავს ის უნდა არაა :/

    ReplyDelete
  2. კი არა და უნა :დ

    ReplyDelete

:)