Tuesday, March 1, 2011

წერილები უცნობს



რასაც შენ გწერ მე იმ ფიქრებსა და სურვილებს ხალხში ვმალავ. უბრალოდ ცოცხალ გარემოში ვერ ვამჟგავნებ, შენთან კი სიმყუდროვეა.
შენ ჩემთან ნიღაბი მოიხსენი. გინდა იყო ნორმალური, მაგრამ ისეთი არა, როგორსაც ხალხი თვლის ნორმალურად. შენ არ გჯერა მეგობრობის, სიყვარულისა და ასეთი რაღაცების, ყველაფერს შეჩვევას ეძახი და გინდა, რომ შემეჩვიო.ყველაზე მეტად გიყვარს გააკეთო ის, რასაც შენგან არავინ ელის და ეს ყველაფერი სიტუაციის მიხედვით ხდება. ყველაფერი გეზიზღება, რაც არასასიამოვნოს გახსენებს... ადგილი, სიმღერა, დრო, ციფრი,ფერი და კიდევ ათასი წვრილმანი. ვერ იტან ლოდინს - ეჭვიანობასავით განიცდი და გეზიზღება, არაფერს ელოდები, რაც იგვიანებს, მაგრამ ადამიანს ელოდები, რომელიც ვერ გიცნობს და მაინც ელოდები. ჩვენ ორივეს გვიყვარს ღამე, შენ იმდენად, რომ ძილიც კი გენანაება.

- მე აქ ვარ. ჩემი ფიქრებითა და სურვილებით... და ის ერთი ბინის, ერთი ჩვეულებრივი სახურავი, რომლისგანაც ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ხედი იშლება ჩემს გულში ჩარჩა. სართული? მაღლაა? მინდა სულ მაღლა იყოს... დღეს წავიკითხე... შეიძლება ღრუბლებზე მაღლა იყო, მაგარმ ცას ვერასდროს მისწვდებიო... და ფოტო... მაღალი კორპუსები, რომლებიც დასცქეროდნენ ღრუბლებს. არც ისე მაღალი, რვასართულიანი კორპუსი ყოფილა, ფაქტიურად მეცხრე სართული და ხედს ღამე გაალამაზებს... ისევ ღამე...


ისევ დავწერე... ახლა... მიხარია... შენ მელოდები... მეც გელოდები და ამ მოლოდინში ვწერ. სახურავზე არასდროს ვყოფილვარ... იცოდი? არა...

(არც შენ ყოფილხარე სახურავზე იმასთან ერთად, ვინც ჯერ არ არის ნამყოფი... ბევრ ადამიანს იცნობ, მაგრამ ვინც წერს იმას არა)...

- მე მიხარია, რომ ვწერ... მიხარია, რომ სახურავზე ერთად ავალთ და მერე ამაზე დავწერ... მიხარია, რომ ღამეა... მიხარია, რომ გწერ... მიხარია, რომ მელოდები და, რომ სახურავზე ერთად ავალთ. შენს საყვარელ ადგილას ვიქნებით, პირველად, რომ გნახავ...
მიხარია, ამ ღამით, ასე გვიან ჩემთან, რომ ხარ... ახლა მარტო ვარ და ვფოქრპბ იმას, რაც მინდა... ვფიქრობ იმ დღეზე... წინასწარ არ ვიცი როგორი იქნება... იქნებ ჩემი ჩანახატები წაგიკითხო... იქნებ ჩემზე მოგიყვე რამე, რაც არ იცი.. ან ორივე ერთად... არ ვიცი... წინასწარ რატომ უნდა ვთქვა... და მაინც ნეტავ როგორი ამინდი იქნება...

- მარტის... იდეალური... (შენ)

- მარტის ერთი საღამო, იქნებ წვიმიდეს კიდეც, ციოდეს ან თბილოდეს. ჩემი აზრით ამ გარემოებას ჩემი სტატუსი შეეფერება: ჩვენ გიჟები ვართ... გიჟების ადგილი საგიჟეშია... საგიჟე მთის წვერზეა და მას სიყვარულის ბუდე ჰქვია... ამ შემთხვევაში გიჟები ჩვენ ვართ, საგიჟე კი კორპუსია და ჩვენ ყველაზე მაღლა ვართ, სიყვარული კი ჩვენი აზრებია, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
რამე ჩემზე კი პირადულია... ამას მაშინ მოგიყვები, როცა გნახავ... შენთან გულახდილი ვარ ძალიან... კარგია... რამე ჩემზე, რაც ახლა მინდა გითხრა არის ის, რომ თოვლიან მხარეში არასდროს ვყოფილვარ... ძალლიან მინდა მოვხვდე იქ, სადაც ძალიან დიდი თოვლია, სადმე შემაღლებულ ადგილას ხის სახლი და სახში ბუხარი... იქ ძალიან თბილა... გარეთ თოვს... ღამით, როცა თოვს ყველაფერი ლურჯია ან იასამნისფერი, მე ასე ვხედავ და კიდე ვარსკვლავები, საოცარი სიჩუმეა... მინდა...

- (უცნობი) ისე გელოდები, რომ გაიგო შენც გაგიკვირდება. აი, ისე, რაღაც რომ წაგართვეს და დაბრუნებას ელოდები. ჩემი ლამაზი ფიქრი შენზე: მ ე ჰ ა ე რ ე ბ ი...

- ჰაერი სუფთაა, თოვლში განსაკუთრებით... მეც ველოდები ჩვენს მაღლა შეხვედრას... ჰაერი სულ სხვა იქნება. დავბრუნდები... დამძიმებული ჰაერი მინდა სუფთამ შეცვალოს, ოღონდ არ დამძიმდეს, სულ სიოსავით იყოს, სუფთა და ახალი...

(ჰაერი ბევრ რამეს უკავშირდება, შენ მე დამიკავშირე)...


- ვფიქრობ, რომ დრო მალე გავა და უფრო გავუჰაერდებით ერთმანეთს.... მიხარია, რომ გიპოვე. ჩემთან ხარ ფიქრებში.

კიდევ ერთი დღე გათენდა. არ ვიცი გაიღვიძე თუ არა, იქნებ არც გძინებია... იქნებ შენს საყვარელ ადგილას შეხვდი დილას, მიუხედავად იმისა, რომ დღე არ გიყვარს, მაგრამ დილა სულ სხვაა... ნაწვიმარზე, ნისლში გახვეულ, ძილბურანში მყოფ ქალაქს რომ გადმოხედავ, თითქოს სიზმარსა და რეალობას შორის, ანუ ძილსა და ღვიძილს შორის პატარა ადგილი რომ არის, ოცნება რომ ჰქვია, იმას ჰგავს ქალაქი, რომელის მოცეკვავე ლამპიონები დღისით იძიnებენ.

(შენს მოლოდინს არ გაუმართლა, რადგანაც შორს ვართ)...

- ლოდინი დამღლელია, მაგრამ ზოგჯერ მოლოდინს ჰგავს და ამიტომ ელოდები. დღეს ისევ წყნარი დღე იქნება, ჩვეულებრივი და განსაკუთრებული იმით, რომ ვწერ... მეც ველოდები მოლოდინს... არ წარმომიდგენიხარ როგორი ხარ, მაგრამ მე შენი ადამიანი მყავს...
ჩვენ ყოველთვის უცნაურ თუ ჩვეულებრივ ადამიანებად დავრჩებით.

No comments:

Post a Comment

:)