Tuesday, March 1, 2011

წერილები უცნობს



რასაც შენ გწერ მე იმ ფიქრებსა და სურვილებს ხალხში ვმალავ. უბრალოდ ცოცხალ გარემოში ვერ ვამჟგავნებ, შენთან კი სიმყუდროვეა.
შენ ჩემთან ნიღაბი მოიხსენი. გინდა იყო ნორმალური, მაგრამ ისეთი არა, როგორსაც ხალხი თვლის ნორმალურად. შენ არ გჯერა მეგობრობის, სიყვარულისა და ასეთი რაღაცების, ყველაფერს შეჩვევას ეძახი და გინდა, რომ შემეჩვიო.ყველაზე მეტად გიყვარს გააკეთო ის, რასაც შენგან არავინ ელის და ეს ყველაფერი სიტუაციის მიხედვით ხდება. ყველაფერი გეზიზღება, რაც არასასიამოვნოს გახსენებს... ადგილი, სიმღერა, დრო, ციფრი,ფერი და კიდევ ათასი წვრილმანი. ვერ იტან ლოდინს - ეჭვიანობასავით განიცდი და გეზიზღება, არაფერს ელოდები, რაც იგვიანებს, მაგრამ ადამიანს ელოდები, რომელიც ვერ გიცნობს და მაინც ელოდები. ჩვენ ორივეს გვიყვარს ღამე, შენ იმდენად, რომ ძილიც კი გენანაება.

- მე აქ ვარ. ჩემი ფიქრებითა და სურვილებით... და ის ერთი ბინის, ერთი ჩვეულებრივი სახურავი, რომლისგანაც ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ხედი იშლება ჩემს გულში ჩარჩა. სართული? მაღლაა? მინდა სულ მაღლა იყოს... დღეს წავიკითხე... შეიძლება ღრუბლებზე მაღლა იყო, მაგარმ ცას ვერასდროს მისწვდებიო... და ფოტო... მაღალი კორპუსები, რომლებიც დასცქეროდნენ ღრუბლებს. არც ისე მაღალი, რვასართულიანი კორპუსი ყოფილა, ფაქტიურად მეცხრე სართული და ხედს ღამე გაალამაზებს... ისევ ღამე...


ისევ დავწერე... ახლა... მიხარია... შენ მელოდები... მეც გელოდები და ამ მოლოდინში ვწერ. სახურავზე არასდროს ვყოფილვარ... იცოდი? არა...

(არც შენ ყოფილხარე სახურავზე იმასთან ერთად, ვინც ჯერ არ არის ნამყოფი... ბევრ ადამიანს იცნობ, მაგრამ ვინც წერს იმას არა)...

- მე მიხარია, რომ ვწერ... მიხარია, რომ სახურავზე ერთად ავალთ და მერე ამაზე დავწერ... მიხარია, რომ ღამეა... მიხარია, რომ გწერ... მიხარია, რომ მელოდები და, რომ სახურავზე ერთად ავალთ. შენს საყვარელ ადგილას ვიქნებით, პირველად, რომ გნახავ...
მიხარია, ამ ღამით, ასე გვიან ჩემთან, რომ ხარ... ახლა მარტო ვარ და ვფოქრპბ იმას, რაც მინდა... ვფიქრობ იმ დღეზე... წინასწარ არ ვიცი როგორი იქნება... იქნებ ჩემი ჩანახატები წაგიკითხო... იქნებ ჩემზე მოგიყვე რამე, რაც არ იცი.. ან ორივე ერთად... არ ვიცი... წინასწარ რატომ უნდა ვთქვა... და მაინც ნეტავ როგორი ამინდი იქნება...

- მარტის... იდეალური... (შენ)

- მარტის ერთი საღამო, იქნებ წვიმიდეს კიდეც, ციოდეს ან თბილოდეს. ჩემი აზრით ამ გარემოებას ჩემი სტატუსი შეეფერება: ჩვენ გიჟები ვართ... გიჟების ადგილი საგიჟეშია... საგიჟე მთის წვერზეა და მას სიყვარულის ბუდე ჰქვია... ამ შემთხვევაში გიჟები ჩვენ ვართ, საგიჟე კი კორპუსია და ჩვენ ყველაზე მაღლა ვართ, სიყვარული კი ჩვენი აზრებია, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
რამე ჩემზე კი პირადულია... ამას მაშინ მოგიყვები, როცა გნახავ... შენთან გულახდილი ვარ ძალიან... კარგია... რამე ჩემზე, რაც ახლა მინდა გითხრა არის ის, რომ თოვლიან მხარეში არასდროს ვყოფილვარ... ძალლიან მინდა მოვხვდე იქ, სადაც ძალიან დიდი თოვლია, სადმე შემაღლებულ ადგილას ხის სახლი და სახში ბუხარი... იქ ძალიან თბილა... გარეთ თოვს... ღამით, როცა თოვს ყველაფერი ლურჯია ან იასამნისფერი, მე ასე ვხედავ და კიდე ვარსკვლავები, საოცარი სიჩუმეა... მინდა...

- (უცნობი) ისე გელოდები, რომ გაიგო შენც გაგიკვირდება. აი, ისე, რაღაც რომ წაგართვეს და დაბრუნებას ელოდები. ჩემი ლამაზი ფიქრი შენზე: მ ე ჰ ა ე რ ე ბ ი...

- ჰაერი სუფთაა, თოვლში განსაკუთრებით... მეც ველოდები ჩვენს მაღლა შეხვედრას... ჰაერი სულ სხვა იქნება. დავბრუნდები... დამძიმებული ჰაერი მინდა სუფთამ შეცვალოს, ოღონდ არ დამძიმდეს, სულ სიოსავით იყოს, სუფთა და ახალი...

(ჰაერი ბევრ რამეს უკავშირდება, შენ მე დამიკავშირე)...


- ვფიქრობ, რომ დრო მალე გავა და უფრო გავუჰაერდებით ერთმანეთს.... მიხარია, რომ გიპოვე. ჩემთან ხარ ფიქრებში.

კიდევ ერთი დღე გათენდა. არ ვიცი გაიღვიძე თუ არა, იქნებ არც გძინებია... იქნებ შენს საყვარელ ადგილას შეხვდი დილას, მიუხედავად იმისა, რომ დღე არ გიყვარს, მაგრამ დილა სულ სხვაა... ნაწვიმარზე, ნისლში გახვეულ, ძილბურანში მყოფ ქალაქს რომ გადმოხედავ, თითქოს სიზმარსა და რეალობას შორის, ანუ ძილსა და ღვიძილს შორის პატარა ადგილი რომ არის, ოცნება რომ ჰქვია, იმას ჰგავს ქალაქი, რომელის მოცეკვავე ლამპიონები დღისით იძიnებენ.

(შენს მოლოდინს არ გაუმართლა, რადგანაც შორს ვართ)...

- ლოდინი დამღლელია, მაგრამ ზოგჯერ მოლოდინს ჰგავს და ამიტომ ელოდები. დღეს ისევ წყნარი დღე იქნება, ჩვეულებრივი და განსაკუთრებული იმით, რომ ვწერ... მეც ველოდები მოლოდინს... არ წარმომიდგენიხარ როგორი ხარ, მაგრამ მე შენი ადამიანი მყავს...
ჩვენ ყოველთვის უცნაურ თუ ჩვეულებრივ ადამიანებად დავრჩებით.

Monday, February 28, 2011

მსოფლიო ეკრანის 12 კომიკოსი (ნაწილი I ) მაქს ლინდერი


 მაქს ლინდერი - სიცილის მეფე, ეკრანის მეფე, აყვავებული ბურჟუაზიის მეფე.


მაქს ლინდერი დაიბადა 1883 წლის 16 დეკემბერს ჟირონდაში. ამ სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კომიკოსს. ეს ფსევდონიმი "ვარიეტის" ორი ყველაზე მოდური მსახიობის მაქს დირლისა და მარსელ ლინდერის სახელებისგან შეიქმნა.
კომიკოსის ნამდვილი სახელი იყო გაბრიელ მაქსიმილიანო ლეველი. ეს მაშინ, როდესაც ის ჟირონდაში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. ისინი მევენახეობას მისდევდნენ. ახალგაზრდა ყმაწვილის გადაწყვეტილება კი, გამხდარიყო მსახიობი მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის.
მიუხედავად წინააღმდეგობისა ის ბორდოს კონსერვატორიაში გაემგზავრა, რათა სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა. თამაშობდა მოლიერისა და ბომარშეს, ბონვილისა და როსტანის პიესებში, ბოლოს კის პარიზს მიაშურა.
1905 წელს რეჟისორმა ლუი განესმა ხუთწუთიანი ფილმი კომედია გადაიგო ლინდერის მონაწილეობით, ეს იყო "გიმნაზიის პირველი გამოსვლა". შემდეგ გადაიღეს მელოდრამებში "შხამი" , "ტორადორის სიკვდილი" და პატარა კომედიებში. მაქსი "კომედი ფრანსეს" დიდებულ სცენაზე ოცნებობდა.
მაქს ლინდერი ფრანგულ ეკრანზე გამოჩნდა, როგორც მოხდენილი, კოპწია, ვიზიტორსა და ზოლიან შარვალში გამოწყობილი, კარაქისფერ ხელთათმანებში, ცილინდრით, ბამბუკის ჯოხით ხელში. მასმაღალქუსლებიანი, ღილებიანი, დახურული ფეხსაცმელი ეცვა. თმა მუდამ კოხტად ჰქონდა გაყოფილი, სახეზე მომხიბვლელი ღიმილი დასათამაშებდა. მხოლოდ მის დიდ შავ თვალებში თუ გაიელვებდა გულგატეხილობისა და სევდის ანარეკლი.
1908 წელს იგი იტალიაში მიემგზავრება გადაღებებზე.
მალე მოიპოვა ტიტული: მაქს ლიდერი - სიცილის მეფე, ეკრანის მეფე, აყვავებული ბურჟუაზიის მეფე.

1910 წელს გაიხსნა კინოთეატრი "მაქს ლინდერი", სადაც თითქმის ყოველკვირაში ტარდებოდა მისი ფილმების პრემიერები.
ათი წლის განმავლობაში მან დადგა ხუთასამდე მოკლემეტრაჟიანი და ათწუთიანი კომედია, წერდა სცენარებს და რეჟისორიც თავად იყო. მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა.მისი პატარა ზომის კინომატოგარფიული კადრები საშუალებას იძლევა შეისწავლო საფრანგეთის ზნე-ჩვეულებები პირველ მსოფლიო ომამდე.
მაშინ, როდესაც 1911 წელს მაქსი ავად გახდა, პარიზი ისე ადევნებდა თვალს მისი ტემპერატურის ცვლას, როგორც ფასიანი ქაღალდების კურსს ბირჟაზე.
მაქსი გმირიცაა. 1912 წლის სექტემბერში ბარსელონაში მიემგზავრება ბალერინა ნაპეროვსკაისთან ერთად. მისი გმირობა უკვდავყოფილია ფილში "მაქსი-ტორეადორი".

იგი ომის დაწყებასაც ეხმიანება და თავის ახალ პარტნიორტან გაბი მორლეისთან ერთად იღებს კომედიებს "მაქსი და ჯაშუში" , "მაქსი და მომუჭული ხელი" "მაქსი და საქსი". მერე კი მიემგზავრება ომში გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1916 წელს იგი დემობილიზირებული იქნა, როგორც სამხედრო საქმისთვის გამოუსადეგარი და დიდხანს მკურნალობდა სანატორიუმ "შატელგიუონში".
ომის წლებში ფრანგული კომედია ჩაკვდა.მაქსი ამერიკაში გაემგზავრა, მაგრამ უკან დამარცხებული დაბრუნდა, თუმცა პარიზმა ის დიდსულოვნად მიიღო.ფრანგი კრიტიკოსი ლუი დელიუკი მოწიწებით წერდა: "მაქს ლიდერი - ფრანგული კინოს უდიდესი ფიგურაა. მე მას ვაღმერთებ. სწორედ მან, - ერთადერთმა მან - სხვებზე ადრე მიაგწია კინოსათვის აუცილებელ უბრალოებას... თუ ათი წლის შემდეგ მისი ფილმების შესწავლას შეუდგებიან - ყველა გაოცდება, რაოდენ ბევრია მასში ჩაქსოვილი!.. ათი წლის შემდეგ... რა საჭიროა ცდა? არა, ახლავე უნდა ჩავებათ ბრძოლაში და ყველაფერი გამოვასწოროთ!"

ფრანგები მხურვალედ აჯილდოვებენ პიესას "პატარა კაფეში", რომელიც მაქსმა ცნობილი დრამატურგის ტრისტან ბერნარის ვაჟიშვილტან რაიმონთან ერთად გადაიღო.
1921-1922 წლების... მაქსი ისევ ამერიკაშია და იღებს სამ სრულმეტრაჟიან ფილმს: "უბედური შვიდე წელი", "გახდი ცემი ცოლი" და "სამ გაიძვერას". ეს პერიოდი იყო მაქსის შემოქმედების მწვერვალი. კრიტიკოსები მას ჩაპლინს უტოლობდნენ.


1923 წლის 2 აგვისტოს მან ცოლად მოიყვანა 18 წლის ფლამანდიელი ლამაზი ქალიშვილი ელენ პეტერსი.ისისნი ერთად გაემგზავრნენ ვენაში, სადაც მაქსა გადაიღო თავისი უკანასკნელი , ოდნავ უგემოვნო, მაგრამ ოდნავ მძიმე კომედია "ცირკის მეფეს".
27 ივლისს წყვილს შეეძინა პატარა მოდი, რომელმაც დიდხანს არ იცოდა თავისი მშობლების ვინაობა.
1925 წლის 31 ოქტომბერს ცოლ-ქმარი ლინდერები კლემერის ავენიუზე მდებარე ბინაში იპოვეს ვენებგადაჭრილი.თვითმკვლელობისთვის მათ გამოიყენეს ვერონალისა და მორფის სასიკვდილო დოზა. ის სამშობლოში - ჟირონდაში გააცილეს პარიზელებმა.
მაქს ლინდერმა მოხდენილად და ირონიულად დასცინა რანტიეთა "ოქროს საუკუნის" ილუზიისა და წვრილი ბურჟუაზიის კუდაბზიკობას, მსოფლიოს მფლობელებად, რომ მოფქონდათ თავი.
p.s gamoyenebuli literatira: msoflio ekranis komikosebi 

Saturday, February 26, 2011

ხილული და უხილავი ნაღაბი

5000 წლიანი ნიღაბი, არის ყველაზე ძველი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ნიღაბი არის ნივთი, რომლის საშუალებითაც ხდება სახის დაფარვა, რათა სხვებეისთვის იყო უცნობი. იგი იმეორებს ადამინის სახის ფორმას, აქვს ამოჭრილი თვალები,ცხვირი და პირი. ნიღაბი შეიძლება დამზადებული იყოს ხისგან, მეტალისგან, თაბაშირისგან, ტყავისგან და ა.შ.
დღესდღეობით არსებობს ნიღბის ბევრი სახეობა. მაგ: დეკორატიული, თეატრალური, რიტუალური, სადღესასწაულო, სამედიცინო, საომარი და სხვა.
პ.ს ადამიანები ცხოვრებისეულ ნიღბებს ატარებენ... ცდილობენ თავისი ნამდვილი სახე დამალონ, მაგრამ ერთ დღეს ხვდებიან ისეთ ადამიანს ვისთანაც ხდებიან ისეთები, როგორებიც არიან. თქვენ ვინც ცდილობთ ამოეფაროთ ნიღაბს, დაფაროთ თქვენი ინდივიდუალურობა და საკუთარი "მე" არავის გაუზიაროთ, პირიქით ეცადეთ ზუსტად ისეთები იყოთ, როგორებიც ხართ... სულის სილაღე შეიგრძენით და ერთმანეთს გაუჰაერდეთ...





ათი საუკეთესო ადგილი სერფინგისათვის ამერიკაში


სერფინგი ერთ–ერთ ერთი უძველესი დამოუკიდები სახეობაა სპორტის. ეს არის ხელოვნება შეიგრძნო სიმაზე და ბუნების ძალა ტალღებზე გასეირნებით.სერფინგი მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან სპორტიის სახეობებს, რომელიც ქმნის თავის კულტურასა და ცხოვრების სტილს.
სპორტის ეს სახეობა პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში და ზოგ სხვა ქვეყანაში. ვისაც სერფინგი უყვარს მათთვის, ათი საუკეთესო ადგილი ამერიკაში  სპორტის ამ სახეობისთვის.

 Sunset Beach

 



Huntigton Beach


Waikiki each




black's beach


cape hatteras




trestles san clemente




MALIBU Beach



oceanside beach


coca beach


sebastial




GEORGIAN Films Soundtracks

ramdenibe qartuli tanamedrove filmis sauntreki  

  • quCis dReebi 
 

  •  gaseirneba yrabaRSi  






  • subordinacia

 
  •    svani


  • gaRma napiri

  • rac yvelaze Zalian giyvars
 
  • ocnebis qalaqi

  • yvelaferi kargad iqneba
  • seazone



Cveni filmes sauntrekebi...  daxvewili  musika, sasiamovno mosasmeni. ukTesic SeuZliaT... filmebi nel-nela viTardeba... Sors varT, magram gzas vadgavarT.

Friday, February 25, 2011

Rachael Starr--Till There Was You



The End

this is only for you... you are my people... my air... and your mask is mine... it's very simple for us, but not for others...

Monday, January 17, 2011

ისე თქვენთვის

გული რომ დაიღალა ძგერით ფეთქვა შეანელა, მოიწყინა და წასვლა გადაწყვიტა. 13 იყო და გულში 13 გრძნობა ფეთქავდა... 12 –ჯერ რომ დაჰკრა ზარმა, მე – 13 – ზე 14 – ში უკვე ახალი წელი იყო... ჩემთვის არა, თქვენთვის იყო... სიყვარულით და სითბოთი იყო...
მე ჩვენი ოთახის კუთხეში, ბნელში, რაღაცას ვწერდი თქვენთვის... ბოლო იყო და მიყვარდით ყველანი ერთად... ისეთებად, როგორებიც ხართ... მიყვარდით განსხვავებულად... აქამდე ასე არ მყვარებიხართ... ვეცადე მეჩუქნა მარტივი სიყავარული, მთელი თავისი სირთულეებით...
მე გაჩუქეთ... გულით... თქვენ ვერ გამიგეთ... თქვენ არ მიმიღეთ და გულმაც მაგიტომ შეწყვიტა ძგერა...

დრო

გადაიღალა გზა შენი სუნთქვით, დრომ უშენოდ გააგრძელა ცხოვრება... მერე ტრიალ მინდორში ეულად დარჩენილ ქვის ლოდზე ორი წუთით გაჩერდა... დრო გაჩერდა? ეს არავის უგრძვნია... ღამე იყო და ყველას ეძინა... ღამეს კი შენ გაახსენდი, აქამდე არავინ გახსენებია... მოგონებების გარეშე ცხოვრობდა... დრო გაჩერდა და მხოლოდ ბუნება შეაჩერა... ადამიანებისთვის ძილი არ დაუბრთხია...
 ყველა აიძულა გაეხსენებინე შენ... შენ ისეთი... როგორიც ბოლოს გნახა... ტრიალ მინდორში მარტო რომ იდექი... დრო ერთსა და იმავე ადგილას არასდროს ბრუნდება... ნუთუ გზა აებნა... დროს?
შენი გახსენება შენი სუნთქვით დაღლილმა გზამ აიძულა... დროისა და უდროობის უსასრულო სივრცეში დრომ პირველად დაუჯერა გზას და მას გაჰყვა... აღმოჩნდა იქ, სადაც ყველაფერი დაიეწყო... სადაც დაიწყო დრო და გაქვავებულმა წამებმა დაიწყეს რბენა... რამდენი ურბენია... როგორ დაღლილა... როგორ დაუღლია ყველა... როგორ უტკენია ბევრისთვის გული... თურმე კარგიც გაუკეთებია, მაგრამ მაინც გაქცეულა...
ყოველთვის გარბოდა... ეშინოდა? არა, დრო იყო... დაავიწყდა, რომ მასაც შეეძლო შესვენება... შესვენება სულ ორი წუთით... ამ უთავბოლო დროსა და უდროობაში... წამების თვლაში... ასწლეულების წელვაში... გარემოს ცვლასა და ხალხის ერთფეროვნებაში ერთადერთი უცვლელი დრო გაჩერდა, მაგრამ ისე, რომ უცვლელ მძინარე ხალხს არ აგრძნობინა...
გაჩერდა... დაფიქრდა... გაახსენდა... მაგრამ... მაინც გაიქცა...